რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
ამასთან, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის კომპლექსის გარკვეულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 68 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 10 სმოლენსკის ოლქში.