მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ხელისუფლებას ვუჭერ მხარს, არც ოპოზიციას, აპოლიტიკური ადამიანი ვარ... საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ურტყამდნენ ახალგაზრდებს " - ლევან საგინაშვილი
"არც ხელისუფლებას ვუჭერ მხარს, არც ოპოზიციას, აპოლიტიკური ადამიანი ვარ... საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ურტყამდნენ ახალგაზრდებს " - ლევან საგინაშვილი

გთა­ვა­ზობთ ეპი­ზოდს ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლის(ქარ­თვე­ლი "ჰალ­კი") ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რის" 30 დე­კემ­ბრის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

- ..."მად­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მე­ლიც არას­დროს შე­წყვეტს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას!" - თქვი კა­დო­რე­ტის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ. რას ნიშ­ნავს ეს სი­ტყვე­ბი შენ­თვის და შენი სამ­შობ­ლოს­თვის?

- ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ის­ტო­რია სულ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლაა! ატ­ლან­ტიკ-სი­ტის დარ­ბაზ­ში ნათ­ქვამ სი­ტყვებ­ში ვი­გუ­ლის­ხმე დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბიც, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლაც და ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა...

არ და­გი­მა­ლავთ, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს ხდე­ბა, აშშ-ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ღამე და­ძი­ნე­ბაც ვერ შევ­ძე­ლი, აქ­ცი­ებს ვუ­ყუ­რებ­დი და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი...

ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რამე ცუდი არ მოხ­დეს და ქარ­თვე­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრებ­მა კი­დევ ერთხელ არ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­თა­ვი­სოდ. მინ­და ქარ­თვე­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბას ვხე­დავ­დე, ხალ­ხი აღარ იყოს და­ყო­ფი­ლი ამა თუ იმ პარ­ტი­ის მომ­ხრედ და ამის გამო ასე ად­ვი­ლად არ იმე­ტებ­დეს ერ­თმა­ნეთს... მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ფეხ­ბურთში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შემ­დეგ ვნა­ხე. იმ დღე­ებ­ში, ყვე­ლა დავ­რწმუნ­დით, თურ­მე შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა, თურ­მე რა კარ­გია...

- სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ ცოტა ხნით შევ­ძე­ლით ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა...

- სა­ში­ნე­ლე­ბა იყო იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ ურტყამ­დნენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდებს... არას­წო­რად მი­მაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი და­ი­სა­ჯნენ, მე­ო­რე მხრი­დან კი არა­ვინ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლა. როცა ხე­დავ, რომ არა­ვინ ის­ჯე­ბა ძირს დაგ­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდის­თვის სა­ხე­ში წიხ­ლის ჩარ­ტყმის გამო, ეს უსა­მარ­თლო­ბის ძა­ლი­ან დიდ გან­ცდას იწ­ვევს!მინ­და ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის კა­ნო­ნობ­დეს, ნე­ბის­მი­ე­რის­თვის ერთი იყოს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, სტუ­დენ­ტია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი თუ მკლავ­ჭიდ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი... არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვუ­ჭერ მხარს, არც ოპო­ზი­ცი­ას, აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ რა­საც ვხე­დავ და რაც არას­წო­რად მი­მაჩ­ნია, ბუ­ნებ­რი­ვია, რე­აქ­ცი­აც მექ­ნე­ბა... მშვი­დო­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს ქვე­ყა­ნას, გა­მარ­ჯვე­ბას - ქარ­თველ ხალ­ხს. უნდა შევ­ძლოთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და როცა ერ­თი­ა­ნი ვიქ­ნე­ბით, ქვე­ყა­ნა­საც გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ. სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის გა­ი­მარ­ჯვებს!...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"არც ხელისუფლებას ვუჭერ მხარს, არც ოპოზიციას, აპოლიტიკური ადამიანი ვარ... საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ურტყამდნენ ახალგაზრდებს " - ლევან საგინაშვილი

"არც ხელისუფლებას ვუჭერ მხარს, არც ოპოზიციას, აპოლიტიკური ადამიანი ვარ... საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ურტყამდნენ ახალგაზრდებს " - ლევან საგინაშვილი

გთავაზობთ ეპიზოდს ლევან საგინაშვილის(ქართველი "ჰალკი") ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 30 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

- ..."მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც არასდროს შეწყვეტს თავისუფლებისთვის ბრძოლას!" - თქვი კადორეტის დამარცხების შემდეგ. რას ნიშნავს ეს სიტყვები შენთვის და შენი სამშობლოსთვის?

- ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაა! ატლანტიკ-სიტის დარბაზში ნათქვამ სიტყვებში ვიგულისხმე დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც და ყველაფერი, რაც კი თავისუფლებას უკავშირდება...

არ დაგიმალავთ, ძალიან განვიცდი ყველაფერს, რაც საქართველოში ბოლო დროს ხდება, აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე ღამე დაძინებაც ვერ შევძელი, აქციებს ვუყურებდი და ძალიან ვნერვიულობდი...

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რამე ცუდი არ მოხდეს და ქართველების დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მტრებმა კიდევ ერთხელ არ გამოიყენონ სათავისოდ. მინდა ქართველების ერთიანობას ვხედავდე, ხალხი აღარ იყოს დაყოფილი ამა თუ იმ პარტიის მომხრედ და ამის გამო ასე ადვილად არ იმეტებდეს ერთმანეთს... მრავალი წლის განმავლობაში პირველად ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ვნახე. იმ დღეებში, ყველა დავრწმუნდით, თურმე შესაძლებელი ყოფილა, თურმე რა კარგია...

- სამწუხაროდ, მხოლოდ ცოტა ხნით შევძელით ერთიანობის შენარჩუნება...

- საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ურტყამდნენ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს... არასწორად მიმაჩნია, რომ მხოლოდ მომიტინგეები დაისაჯნენ, მეორე მხრიდან კი არავინ გასამართლებულა. როცა ხედავ, რომ არავინ ისჯება ძირს დაგდებული ახალგაზრდისთვის სახეში წიხლის ჩარტყმის გამო, ეს უსამართლობის ძალიან დიდ განცდას იწვევს!მინდა ქვეყანაში კანონი ყველასთვის კანონობდეს, ნებისმიერისთვის ერთი იყოს, იმის მიუხედავად, სტუდენტია, სამართალდამცავი თუ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი... არც ხელისუფლებას ვუჭერ მხარს, არც ოპოზიციას, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ რასაც ვხედავ და რაც არასწორად მიმაჩნია, ბუნებრივია, რეაქციაც მექნება... მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, გამარჯვებას - ქართველ ხალხს. უნდა შევძლოთ გაერთიანება და როცა ერთიანი ვიქნებით, ქვეყანასაც გავაერთიანებთ. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს!...განაგრძეთ კითხვა