მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტომობილი ოთხ ადამიანს დაეჯახა. ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი პირი დაშავებულია.
"ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მძღოლი და მანქანაში მყოფები ნასვამ მდგომარეობაში ყოფილან, მძღოლმა ადგილობრივ ხალხს შეაგინა და გაიქცა.
ადგილზე მისულმა სასწრაფომ დაზარალებულებს კი არა მანქანაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს გაუწია დახმარება და ამ შემთხვევამ ადგილობრივები გააბრაზა და ამიტომ სასწრაფოს მანქანა გადატრიალეს, ნასვამი მძღოლის გინების შემდეგ ადგილობრივებმა მძღოლის მანქანაც გადატრიალდეს.
პოლიცია ადგილობრივ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე გადაღებას აკრძალავდა" - წერს სამირა ბაირამოვა.