ავტორი:

"ორი ბავშვი, ორი იმედი, ორი ოჯახის ტრაგედია" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავტოავარიაზე, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა

"ორი ბავშვი, ორი იმედი, ორი ოჯახის ტრაგედია" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავტოავარიაზე, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტომობილი ოთხ ადამიანს დაეჯახა.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი პირი დაშავებულია. სამირა ბაირამოვა გარდაცვლილების ფოტოებსაც აქვეყნებს.

"ბოლნისის სოფელ ნახიდურში მანქანამ შეეჯახა 4 კაცს, ორი ბავშვი გარდაიცვალა ორის მდგომარეობა სტაბილურია", - წერს ბაირამოვა.

  • ცნობისთვის, ავარია მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში მოხდა.

გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.

  • არსებული ინფორმაციით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.

ამასთან, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ, რის გამოც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.