ვარჯიშის დროს, ზვიად ხარაზიშვილმა მიიღო დაზიანება, რის გამოც "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"გავრცელდა სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმურ შემოწმებას.
ასევე, ვარჯიშის დროს, მან მიიღო დაზიანება, რის გამოც "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე“, - აცხადებენ შსს-ში.