არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის, უცნობია.
არსებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.
დამატებით ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.