ცისნამი საყვარლიშვილისთვის ახალი წლის წინა დღეები არამხოლოდ ემოციური, არამედ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანიც იყო. ამერიკიდან საქართველოში ჩამოსული პირველად შეხვდა თავის ბიოლოგიურ მამას, დებს და მთელ ოჯახს.ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ვრცელ და გულახდილ პოსტს აქვეყნებს.
მამის ოჯახმა, დედისგან განსხვავებით, მის მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დიდ სუფრასთან მამის მხრიდან ნათესავები გაიცნო. თუმცა მის ცხოვრებაში მაინც არის ერთი მაგრამ... ცხოვრების ამ ეტაპზე ცისნამის შვილთან ურთიერთობა არეული აქვს. მას შემდეგ, რაც ირაკლი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა, დედასთან კონტაქტი აღარ აქვს. ცისნამი ახალ წელს სამშობლოში შეხვდება. თავის ვრცელ წერილში შვილს პატიებას სთხოვს
ცისნამი საყვარლიშვილი:
- მე ბევრი ვიბრძოლე რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში დამდგარიყო. მე დღეს ყველა ჩემს სისხლით ნათესავს ჩავეხუტე, გულში ჩავიკარი და მოვეფერე. მადლობა უფალს და თითოეულ მათგანს ასეთი ლამაზი წუთებისთვის. დღეს მთელ ჩემს ორგანიზმში სისხლის ყივილს ვგრძნობდი. ცხელი, თბილი სითხე მეღვრებოდა გულში. ძალიან ლამაზი და საყვარლები არიან. მთელი 37 წელი ვოცნებობდი ამ დღეზე. ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ დაიწყო ჩემმა ტრავმებმა განკურნება და ჭრილობებმა შეხორცება. სიცარიელეც ივსება.
აუ, თურმე მაგრად ჰყვარებიათ ერთმანეთი და არ ვიცი რატომ არ შედგა მათი ერთად ყოფნა.დღეს დედაჩემის სადღეგრძელოც დაილია. იმედია სანამ აქ ვარ, გადალახავს თავის ეგოს დამნახავს.ასევე ჩემს შვილს ვთხოვ რომ მაპატიოს ჩემი წარსულის დრამები. მე ახლა ტკივილების შეხორცების გზას ვადგავარ. ნელ-ნელა წყნარდება ჩემი აბობოქრებული გული და სიყვარულით ივსება. მე მამამ მიმიღო, მაღიარა და მე ეს აღიარება ძალიან მჭირდებოდა. დღეს მე ვიგრძენი თავი სრულყოფილ ადამიანად. ჩვენ ერთმანეთს ბევრჯერ ჩავეხუტეთ. მე ეს შევძელი.
მე ეს სიყვარული ჰაერივით მჭირდებოდა. მადლობა ყველას.ირაკლი ახლა შენი დროა. უნდა გახნა შენი გულის კარები და მაპატიო ყველა წყენა. მე შენ ძალიან მიყვარხარ. დედის არ მიღება შენ ძალიან დაგაზარალებს და ცხოვრების ბალანსს დაკარგავ. არ მინდა ჩემნაირად დაიტანჯო მთელი ცხოვრება. იქნებ ვისაუბროთ და შევრიგდეთ.მიყვარხარ. მე თუ შევძელი ჩემი მშობლების პატიება, ვიმედოვნებ რომ შენც შეძლებ.როგორ შეიძლება სიმართლისთვის ასე მწარედ ვისჯებოდე. მიყვარხარ და აქ შენს სანახავად ჩამოვედი. შენ ჩემი შვილო ხარ. ჩვენს სიყვარულს ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს.
წაიკითხეთ ასევე: