მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ჰოლივუდური რომანი? - პაპარაცებმა ჯენიფერ ლოპესი და კევინ კოსტნერი რომანტიკულ გარემოში გადაიღეს (ფოტოები)
ახალი ჰოლივუდური რომანი?  - პაპარაცებმა ჯენიფერ ლოპესი და კევინ კოსტნერი რომანტიკულ გარემოში გადაიღეს (ფოტოები)

და­სავ­ლუ­რი ყვი­თე­ლი პრე­სა წერს, რომ 55 წლის ჯე­ნი­ფერ ლო­პესს 69 წლის კე­ვინ კოსტნერ­თან რო­მა­ნი აქვს. ვარ­სკვლა­ვე­ბი შო­ბას კო­ლო­რა­დო­ში, ას­პენ­ში ერ­თად ატა­რე­ბენ და პა­პა­რა­ცე­ბის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდნენ.

ას­პე­ნი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის საყ­ვა­რე­ლი სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტია. ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ვეს­ტერ­ნის სტილ­ში ტან­საც­მე­ლი იყი­დე­ბა, რე­პორ­ტი­ო­რებ­მა ჯე­ნი­ფე­რი და კე­ვი­ნი შე­ნიშ­ნეს. წყვი­ლი ახალ სა­მოსს ეძებ­და. ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ მშვე­ნი­ერ გან­წყო­ბა­ზე იყ­ვნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლო­პე­სი დიდი ხა­ნია სე­რი­ალ "Yellowstone“-ის ფა­ნია, სა­დაც მთა­ვარ როლს სწო­რედ კე­ვინ კოსტნე­რი ას­რუ­ლებს. ვარ­სკვლა­ვის ყო­ფილ­მა ქმა­რი, 52 წლის ბენ აფ­ლეკ­მა ერთხელ ბილ სა­ი­მონ­სის პოდ­კას­ტში თქვა, რომ მას აწუ­ხებ­და ის ფაქ­ტი, თუ რამ­დე­ნად მოს­წონ­და ჯე­ნი­ფერს ეს სე­რი­ა­ლი. მისი თქმით, ლო­პე­სი ძა­ლი­ან იყო ჩარ­თუ­ლი კოულ ჰა­უ­ზე­რი­სა და კელი რა­ი­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ეკ­რა­ნულ რო­მან­ში. თუმ­ცა ახლა ფა­ნებს ეჭვი აქვთ, რომ შოუ შე­საძ­ლოა, კი­დევ სხვა მი­ზე­ზით მოს­წონ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა და ბენ აფ­ლეკ­მა 20-წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ კვლავ მო­ა­წე­რეს ხელი, თუმ­ცა მათი მე­ო­რე ცდა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამ ზა­ფხულს წყვი­ლი და­შორ­და. ერთ-ერთ მი­ზე­ზად სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ხელ­დე­ბა: ბენს არ უყ­ვარ­და ყუ­რა­დღე­ბა და პა­პა­რა­ცე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას ცდი­ლობ­და, ხოლო ჯე­ნი­ფერს, პი­რი­ქით, მოს­წონ­და ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. და­შო­რე­ბამ­დე ბოლო თვე­ებ­ში აფ­ლე­კი ხში­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და რე­პორ­ტი­ო­რე­ბის ფო­ტო­ებ­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლად.

ამ­ჟა­მად, ბენ აფ­ლე­კი ახალ სიყ­ვა­რულს ეძებს. რო­გორც ინ­სა­ი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მას სურს, რომ ამა­ში ყო­ფი­ლი ცოლი, 52 წლის ჯე­ნი­ფერ გარ­ნე­რი და­ეხ­მა­როს.

ბოლო დროს იმა­საც წერ­დნენ, ორმ ჯე­ნი­ფერ ლო­პესს პი­რა­დი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­თან ჰქონ­და რო­მა­ნი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მსა­ხი­ობ­მა ეს ხმე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ავ­რცე­ლა, რათა ყო­ფი­ლი ქმა­რი გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა. ასე­ვე ტაბ­ლო­ი­დე­ბის ცნო­ბით, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ლო­პე­სი "ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებ­თან" ატა­რებ­და დროს და "ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ურ­თი­ერ­თო­ბებს" ანი­ჭებ­და უპი­რა­ტე­სო­ბას.

კე­ვინ კოსტნე­რი, რო­მე­ლიც გა­სულ წელს კრის­ტინ ბა­უმ­გარტნერ­თან 9-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გან­ქორ­წინ­და, თა­ვი­სუ­ფა­ლია. ამი­ტომ, ბევ­რი ფიქ­რობს, რომ მასა და ჯე­ნი­ფერს შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­საძ­ლოა მარ­თლაც გან­ვი­თარ­დეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ახალი ჰოლივუდური რომანი? - პაპარაცებმა ჯენიფერ ლოპესი და კევინ კოსტნერი რომანტიკულ გარემოში გადაიღეს (ფოტოები)

ახალი ჰოლივუდური რომანი?  - პაპარაცებმა ჯენიფერ ლოპესი და კევინ კოსტნერი რომანტიკულ გარემოში გადაიღეს (ფოტოები)

დასავლური ყვითელი პრესა წერს, რომ 55 წლის ჯენიფერ ლოპესს 69 წლის კევინ კოსტნერთან რომანი აქვს. ვარსკვლავები შობას კოლორადოში, ასპენში ერთად ატარებენ და პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ.

ასპენი ჰოლივუდის ვარსკვლავების საყვარელი სამთო-სათხილამურო კურორტია. ერთ-ერთ ადგილობრივ მაღაზიაში, სადაც ვესტერნის სტილში ტანსაცმელი იყიდება, რეპორტიორებმა ჯენიფერი და კევინი შენიშნეს. წყვილი ახალ სამოსს ეძებდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ მშვენიერ განწყობაზე იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ლოპესი დიდი ხანია სერიალ "Yellowstone“-ის ფანია, სადაც მთავარ როლს სწორედ კევინ კოსტნერი ასრულებს. ვარსკვლავის ყოფილმა ქმარი, 52 წლის ბენ აფლეკმა ერთხელ ბილ საიმონსის პოდკასტში თქვა, რომ მას აწუხებდა ის ფაქტი, თუ რამდენად მოსწონდა ჯენიფერს ეს სერიალი. მისი თქმით, ლოპესი ძალიან იყო ჩართული კოულ ჰაუზერისა და კელი რაილის პერსონაჟების ეკრანულ რომანში. თუმცა ახლა ფანებს ეჭვი აქვთ, რომ შოუ შესაძლოა, კიდევ სხვა მიზეზით მოსწონდა.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა 20-წლიანი განშორების შემდეგ კვლავ მოაწერეს ხელი, თუმცა მათი მეორე ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ ზაფხულს წყვილი დაშორდა. ერთ-ერთ მიზეზად საჯარო ცხოვრების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება სახელდება: ბენს არ უყვარდა ყურადღება და პაპარაცებისგან თავის არიდებას ცდილობდა, ხოლო ჯენიფერს, პირიქით, მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. დაშორებამდე ბოლო თვეებში აფლეკი ხშირად გამოიყურებოდა რეპორტიორების ფოტოებში გაღიზიანებულად.

ამჟამად, ბენ აფლეკი ახალ სიყვარულს ეძებს. როგორც ინსაიდერები ამბობენ, მას სურს, რომ ამაში ყოფილი ცოლი, 52 წლის ჯენიფერ გარნერი დაეხმაროს.

ბოლო დროს იმასაც წერდნენ, ორმ ჯენიფერ ლოპესს პირადი დაცვის თანამშრომელთან ჰქონდა რომანი. ერთ-ერთი ვერსიით, მსახიობმა ეს ხმები სპეციალურად გაავრცელა, რათა ყოფილი ქმარი გაეღიზიანებინა. ასევე ტაბლოიდების ცნობით, განქორწინების შემდეგ ლოპესი "ახალგაზრდა ბიჭებთან" ატარებდა დროს და "ვალდებულებების გარეშე ურთიერთობებს" ანიჭებდა უპირატესობას.

კევინ კოსტნერი, რომელიც გასულ წელს კრისტინ ბაუმგარტნერთან 9-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინდა, თავისუფალია. ამიტომ, ბევრი ფიქრობს, რომ მასა და ჯენიფერს შორის რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა მართლაც განვითარდეს.

წაიკითხეთ ასევე: