ავტორი:

არსებული ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილი მხრის არეში მიღებული დაზიანებით კლინიკაში იმყოფებოდა - "რამდენიმე მყესის დაზიანება აქვს, მაღალი ხარისხის"

არსებული ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილი მხრის არეში მიღებული დაზიანებით კლინიკაში იმყოფებოდა - "რამდენიმე მყესის დაზიანება აქვს, მაღალი ხარისხის"

"ტვ პირველის" ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი "ხარება" "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა მხრის არეში მიღებული დაზიანების გამო.

მან კლინიკაში რადიოლოგიური კვლევა ჩაიტარა. ინფორმაციას "ტვ პირველთან" ადასტურებს კლინიკის რადიოლოგი, სოფო მიქიაშვილი.

"მოტეხილობა არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე მყესის დაზიანება აქვს, მაღალი ხარისხის, მხრის სახსრის დაზიანებაა" - ამბობს "ავერსის" კლინიკის რადიოლოგი.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ზვიად ხარაზიშვილის დაზიანება.