ავტორი:

“ვინც ნიღაბს გაიკეთებს, ის პიროტექნიკასაც თავისუფლად გამოიყენებს და ვერც ამოიცნობ, საიდან მოდის უბედურება!“ - გია ვოლსკი

“ვინც ნიღაბს გაიკეთებს, ის პიროტექნიკასაც თავისუფლად გამოიყენებს და ვერც ამოიცნობ, საიდან მოდის უბედურება!“ - გია ვოლსკი

“თუ ნიღბის ტარება არ შეიძლება, ეს ქართული სტანდარტი არ არის - ეს ევროპული სტანდარტია! ვინც ნიღაბს გაიკეთებს, ის პიროტექნიკასაც თავისუფლად გამოიყენებს და ვერც ამოიცნობ, საიდან მოდის უბედურება!“ - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა.

ვოლსკის თქმით, დემონსტრაციების დროს სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვა მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებს არ ეხებათ. მისივე მტკიცებით, XI მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები რეპრესიული არ არის და ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

“ეს აკრძალვა იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც თავისუფლად შეიძლება ისეთი პროვოკაცია ჩაიდინოს, რომელიც საქართველოს ისეთ სისხლისღვრასთან მიიყვანს, რაც მაიდანზე ვიხილეთ და ვერც გაიგებ, ვისი გამოგზავნილია და ვისი მითითებით მოქმედებენ პროვოკატორები.

ნიღაბი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება პრობლემები შეექმნას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით “საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტრანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ.

ყაველაშვილის ხელმოწერით ასევე ამოქმედდა კანონპროექტები, რომლის გათვალისწინებით, გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები, ხოლო საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება. ყველა ეს კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

იხილეთ ასევე: