სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა ესროლეს დრონს და მოხვდა თვითმფრინავს: პილოტების გმირობა, ალიევის აღშფოთება და პუტინის ბოდიში - რა მოხდა  Embraer 190 - ის ბორტზე
რუსებმა ესროლეს დრონს და მოხვდა თვითმფრინავს: პილოტების გმირობა, ალიევის აღშფოთება და პუტინის ბოდიში - რა მოხდა  Embraer 190 - ის ბორტზე

მიმ­დი­ნა­რე წლის 25 დე­კემ­ბერს ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ აქთა­უ­ში “აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად 38 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ბორტზე, რო­მე­ლიც ბაქო-გროზ­ნოს რე­ისს ას­რუ­ლებ­და, 67 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის ეკი­პა­ჟის 5 წევ­რი და 62 მგზავ­რი.


  • ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 23 მო­ქა­ლა­ქე, რუ­სე­თის 7 მო­ქა­ლა­ქე და ყა­ზა­ხე­თის 6 მო­ქა­ლა­ქე. ეკი­პა­ჟის 5 წევ­რი­დან 2 და­ი­ღუ­პა და 3 გა­დარ­ჩა.

ყა­ზა­ხეთ­ში, ავა­რი­უ­ლად დაშ­ვე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი


მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წარ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ “აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა რუ­სულ­მა მიწა-ჰა­ე­რის ტი­პის რა­კე­ტამ გა­მო­იწ­ვია.


მე­დი­ა­ში, კა­ტას­ტრო­ფამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე, უშუ­ა­ლოდ ბორტზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო კად­რე­ბიც გავ­რცელ­და. კად­რებ­ში ჩანს და­ძა­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო სა­ლონ­ში, სა­დაც მგზავ­რე­ბი ლო­ცუ­ლო­ბენ და ჟანგბა­დის ნიღ­ბე­ბი უკვე გახ­სნი­ლია.


00:00 / 00:00


ერთ-ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რის სუბხონ­კულ რა­ხი­მო­ვის გან­ცხა­დე­ბით, თვითმფრი­ნა­ვი სამ­ჯერ ეცა­და გროზ­ნოს აე­რო­პორ­ტში დაჯ­დო­მას, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე რა­ღაც ფეთ­ქდე­ბო­და.


“აფეთ­ქე­ბა იყო, ვერ ვი­ტყვი, რომ თვითმფრი­ნა­ვის შიგ­ნით... ჟი­ლე­ტი ავი­ღე და ვხე­დავ ჟი­ლეტ­ში ნახ­ვრე­ტია ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან. აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ სწო­რედ ფე­ხებ­ქვეშ გა­მი­ა­რა ნამ­სხვრე­ვებ­მა და ჟი­ლე­ტი დაფ­ლი­თა“.


  • ვერ­სი­ე­ბი და ვა­რა­უ­დე­ბი - რა ხდე­ბა ცნო­ბი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზებ­ზე?


სა­ა­ვი­ა­ციო ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, თვითმფრი­ნავს რუ­სულ­მა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ ჩეჩ­ნე­თის თავ­ზე და­არ­ტყა, რაც კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი გახ­და.


აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ექ­სპერტთა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი თა­ვი­დან­ვე აცხა­დებ­და, რომ კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი რუ­სუ­ლი რა­კე­ტა იყო.


ტე­ლე­არხ AnewZ-ის ცნო­ბით, წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ თვითმფრი­ნავს რუ­სუ­ლი თავ­დაც­ვის სის­ტე­მის Pantsir-S-ის ნამ­სხვრე­ვე­ბი და­ე­ჯა­ხა.


კი­დევ ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრო­სამ­თავ­რო­ბო ვებგ­ვერ­დი Caliber ცი­ტი­რებს სამ­თავ­რო­ბო წყა­რო­ებს და წერს: "არა­ვინ ამ­ტკი­ცებს რომ თვითმფრი­ნავს გან­ზრახ და­ესხნენ თავს, მაგ­რამ ბაქო რუ­სე­თის­გან ბო­დიშს ელო­დე­ბა".


  • იყო მე­ო­რე ვერ­სი­ე­ბიც...

მომ­ხდარ­ზე რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლებ­და ვა­რა­უდს, რომ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი თით­ქოს თვითმფრი­ნა­ვის ფრინ­ვე­ლებ­თან შე­ჯა­ხე­ბა გახ­და.


თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვერ­სია გა­ქარ­წყლდა. სა­ლო­ნი­დან გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ზეც ჩანს, რომ ძრა­ვის უკა­ნა მხა­რე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, რა­საც ფრინ­ვე­ლე­ბი ვერ იზამ­დნენ.



კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, თვითმფრი­ნავ­ში აფეთ­ქდა ჟანგბა­დის ავზი.


ეს ინ­ფორ­მა­ცია ყა­ზა­ხურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლეს რუ­სულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა.


აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სი­ის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია არ არის ცნო­ბი­ლი.


  • უც­ნა­უ­რი მარ­შრუ­ტი

ვიდ­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის კუთ­ვნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი სა­ბო­ლო­ოდ ავა­რი­უ­ლად დაჯ­დე­ბო­და, საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი მარ­შრუ­ტი გა­ი­ა­რა.


მი­უ­ხე­და­ვად ახ­ლოს მდე­ბა­რე მრა­ვა­ლი აე­რო­პორ­ტი­სა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი კას­პი­ის ზღვის გა­დაკ­ვე­თას ცდი­ლობს


Embraer 190 ბაქო-გროზ­ნოს რე­ისს ას­რუ­ლებ­და, რო­დე­საც გროზ­ნოს აე­რო­პორ­ტმა თვითმფრი­ნა­ვი ძლი­ე­რი ნის­ლის გამო ვერ მი­ი­ღო და გაგ­ზავ­ნა და­ღეს­ტნის დე­და­ქა­ლაქ მა­ხა­ჩყა­ლის­კენ. თვითმფრი­ნა­ვი “უა­მინ­დო­ბის გამო“ ვერც მა­ხა­ჩყა­ლა­ში დაჯ­და და დის­პეტ­ჩე­რებ­მა ის გა­ცი­ლე­ბით შორს, ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ აქთა­უს­კენ გა­ის­ტუმ­რეს.


თვითმფრი­ნავ­მა აქთა­უმ­დე მი­აღ­წია და იქ ჩა­მო­ვარ­და.


აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია caliber.az წერ­და, რომ შე­საძ­ლოა რუ­სეთს სურ­და და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­სა­ფა­რად თვითმფრი­ნავს ხმე­ლე­თამ­დე ვერ მი­ეღ­წია და კას­პი­ის ზღვა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამი­ტომ არ დარ­თეს პი­ლო­ტებს რუ­სე­თის აე­რო­პორ­ტებ­ში დაჯ­დო­მის ნება.


აღ­ნიშ­ნულს მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა კრემ­ლის სპი­კე­რი დმიტ­რი პეს­კო­ვი და ყვე­ლას მო­უ­წო­და, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ჰი­პო­თე­ზე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.


  • რა მოხ­და შემ­დეგ?

ალი­ე­ვის გარ­და, პუ­ტინ­მა ასე­ვე გა­მარ­თა ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცია უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რებ­თან.


28 დე­კემ­ბერს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტს ილ­ჰამ ალი­ევს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და იმის გამო, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის “ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში მოხ­და“.


  • მან ახ­სე­ნა რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ არ უღი­ა­რე­ბია, რომ სწო­რედ ეს გახ­და თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზი.

კრემ­ლის ვებგ­ვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ტრა­გე­დი­ი­დან მე­სა­მე დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გორც BBC წერს, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი რუ­სუ­ლი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა.


“აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნავ­მა, რო­მე­ლიც მკაც­რად გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით მოძ­რა­ობ­და, არა­ერ­თხელ სცა­და დაშ­ვე­ბა გროზ­ნოს აე­რო­პორ­ტში. ამ დროს გროზ­ნოს, მოზ­დოკ­სა და ვლა­დი­კავ­კაზს თავს და­ესხნენ უკ­რა­ი­ნუ­ლი საბ­რძო­ლო უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი და რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი მო­ი­გე­რი­ეს“, - წე­რია კრემ­ლის ვებგ­ვერ­დზე.


აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ალი­ევ­მა სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის (AZAL) თვითმფრი­ნავ­ზე არ­სე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ხვრე­ლე­ბი და მგზავ­რე­ბი­სა და ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბის უცხო ფრაგ­მენ­ტე­ბით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს ფაქტს, რომ თვითმფრი­ნავ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და “გარე ფი­ზი­კუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა“.



“ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მხო­ლოდ პი­ლო­ტე­ბის გამ­ბე­და­ო­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის წყა­ლო­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ილ­ჰამ ალი­ევ­მა. მი­სი­ვე თქმით, მხო­ლოდ პი­ლო­ტე­ბის სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა და მგზავ­რთა ნა­წი­ლის გა­დარ­ჩე­ნა.


  • ალი­ე­ვი არა­ვის ენ­დო­ბა...


აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტთა ჯგუ­ფი შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც Embraer E190-ის ჩა­მო­ვარ­დნას გა­მო­ი­ძი­ებს. ჯგუფ­მა უკვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალი­ევ­მა უარი გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი სა­ა­ვი­ა­ციო კო­მი­ტე­ტის (IAC) წი­ნა­და­დე­ბა­ზე ავა­რი­ის გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ. მისი თქმით, არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი IAC-ის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში, რად­გან მას­ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დო­მი­ნი­რე­ბენ.


“რუ­სულ­მა მხა­რემ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რომ ეს სა­კი­თხი სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი სა­ა­ვი­ა­ციო კო­მი­ტეტ­მა გა­მო­ი­ძი­ოს. ჩვენ ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვთქვით და მი­ზე­ზი გა­სა­გე­ბია. სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ ეს სტრუქ­ტუ­რა ძი­რი­თა­დად რუსი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­გან შედ­გე­ბა და ამ სტრუქ­ტუ­რის სა­თა­ვე­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. აქ ობი­ექ­ტუ­რო­ბის ფაქ­ტო­რე­ბი შე­საძ­ლოა სრუ­ლად არ ყო­ფი­ლი­ყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.


  • მისი თქმით, რომ არა რუ­სე­თის გა­ურ­კვე­ვე­ლი პო­ზი­ცია კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ პირ­ველ დღე­ებ­ში, შე­საძ­ლოა წი­ნა­და­დე­ბა მი­ე­ღო.

“ჩვენ ვნა­ხეთ, ამ სა­კი­თხის და­ხურ­ვის აშ­კა­რა მცდე­ლო­ბე­ბი. ამი­ტომ, ყა­ზა­ხურ მხა­რეს­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში, გა­მოვ­თქვით პო­ზი­ცია, რომ შექ­მნი­ლი­ყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის­გან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი და ის შე­იქ­მნა,“ - აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.


  • “სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი სამი დღე რუ­სე­თი­დან აბ­სურ­დუ­ლი თე­ო­რი­ე­ბის გარ­და არა­ფე­რი გვსმე­ნია“ - ილ­ჰამ ალი­ე­ვი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბი ბა­ქო­ში გა­და­ას­ვე­ნეს


მოგ­ვი­ა­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რიგა­ა­კე­თა.


"ჩვენ­თვის კი­დევ ერთი სამ­წუ­ხა­რო და გა­საკ­ვი­რი მო­მენ­ტი იყო ის, რომ რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ­მა უწყე­ბებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს თე­ო­რი­ე­ბი თვითმფრი­ნავ­ში გა­ზის ბა­ლო­ნის აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ. ანუ ამან ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სულ მხა­რეს სურ­და ამ სა­კი­თხის გა­და­ფარ­ვა, რაც, რა თქმა უნდა, არა­ვის ეკად­რე­ბა. რა თქმა უნდა, ჩვენს თვითმფრი­ნავს შემ­თხვე­ვით და­არ­ტყეს. რა თქმა უნდა, აქ მი­ზან­მი­მარ­თულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზე სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ, და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბა, მე­გო­ბარ ქვეყ­ნად მიჩ­ნე­უ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის დრო­უ­ლი ბო­დი­შის მოხ­და და ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო ზო­მე­ბი და ნა­ბი­ჯე­ბი, რაც უნდა გა­დად­გმუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი სამი დღე რუ­სე­თი­დან აბ­სურ­დუ­ლი თე­ო­რი­ე­ბის გარ­და არა­ფე­რი გვსმე­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.


მისი თქმით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა რუ­სულ მხა­რეს მკა­ფიო მო­თხოვ­ნე­ბი წა­რუდ­გი­ნა.


“ეს მო­თხოვ­ნე­ბი მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რად 27 დე­კემ­ბერს ეც­ნო­ბათ. პირ­ველ რიგ­ში, რუ­სულ­მა მხა­რემ აზერ­ბა­ი­ჯანს ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს. მე­ო­რე, მან უნდა აღი­ა­როს თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი. მე­სა­მე, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­ე­კის­როთ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს, ასე­ვე და­შა­ვე­ბულ მგზავ­რებ­სა და ეკი­პა­ჟის წევ­რებს კომ­პენ­სა­ცია გა­და­უ­ხა­დონ. ეს არის ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი გუ­შინ შეს­რულ­და. იმე­დია სხვა პი­რო­ბებ­საც მი­ი­ღე­ბენ. ყვე­ლა ეს მო­თხოვ­ნა სა­მარ­თლი­ა­ნია. აქ არ არის სა­გან­გე­ბო მო­თხოვ­ნე­ბი და სა­კი­თხე­ბი; ეს ყვე­ლა­ფე­რი ეფუძ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას და ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნურ ქცე­ვას“, - აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.


მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლიკი­თხვე­ბი:


  • და­ი­ბომ­ბა თუ არა თვითმფრი­ნა­ვი ხმე­ლე­თი­დან?

გა­მო­ძი­ე­ბამ სწო­რედ ამ უმ­თავ­რეს კი­თხვას უნდა გას­ცეს სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი. მა­ნამ­დე კი და­ბომბვის ვერ­სი­ას უფრო ლო­გი­კურს ხდის თვითმფრი­ნა­ვის კუ­დის და­ზი­ა­ნე­ბა.


ფრთე­ბი­სა და ლიფ­ტე­ბის სიბ­რტყე­ებ­ზე აშ­კა­რად ჩანს მრა­ვა­ლი ხვრე­ლი, რო­მე­ლიც სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტის ქო­ბი­ნის ელე­მენ­ტებ­თან კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ხვრე­ლე­ბის მსგავ­სია.



  • რა­ტომ არ დარ­თო გროზ­ნოს აე­რო­პორ­ტმა თვითმფრი­ნავს დაშ­ვე­ბის ნება?

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ, სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ დრო­ის იმ მო­ნაკ­ვეთ­ში, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თვითმფრი­ნა­ვი ნე­ბარ­თვას ითხოვ­და, აე­რო­პორ­ტში “უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ჰა­ე­რო ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის გამო, რო­მე­ლიც ქა­ლაქ გროზ­ნო­სა და ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, შე­ნო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და ე.წ. ხა­ლი­ჩის რე­ჟი­მი.

რე­ჟი­მი ით­ვა­ლის­წი­ნებს ყვე­ლა თვითმფრი­ნა­ვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­მი­სა­მარ­თე­ბას გამ­გზავ­რე­ბას მი­თი­თე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

გარ­და ამი­სა, “გროზ­ნოს აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო ძლი­ე­რი ნის­ლი და არ იყო ხილ­ვა­დო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა დი­მიტ­რი იად­როვ­მა.


  • მისი თქმით, თვითმფრი­ნა­ვის მე­თა­ურ­მა გროზ­ნო­ში თვითმფრი­ნა­ვის დაშ­ვე­ბა ორ­ჯერ სცა­და, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად...

“კა­პი­ტანს სხვა აე­რო­პორ­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზეს. მან გა­და­წყვი­ტა აქ­ტა­უს აე­რო­პორ­ტში წას­ვლა", - აღ­ნიშ­ნავს იად­რო­ვი.


თუმ­ცა, 25 დე­კემ­ბერს გროზ­ნო­ში “ხა­ლი­ჩის“ გეგ­მის და­ნერგვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.


რო­გორც ტე­ლეგ­რა­მარ­ხი VChK-OGPU იტყო­ბი­ნე­ბა, მან მო­ი­პო­ვა ეკი­პა­ჟის სა­უბ­რე­ბის ჩა­ნა­წე­რი დის­პეტ­ჩერ­თან. არხი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თვითმფრი­ნავ­მა გროზ­ნო­ში სამ­ჯერ სცა­და დაშ­ვე­ბა, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო.


  • რა­ტომ წა­ვი­და თვითმფრი­ნა­ვი ყა­ზა­ხეთ­ში?

სა­ა­გენ­ტო Regnum-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გროზ­ნოს შემ­დეგ ეკი­პაჟს ბა­ქო­ში სურ­და გაფ­რე­ნა, თუმ­ცა შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბა აქთა­უს­კენ შე­იც­ვა­ლა - ეს ინ­ფორ­მა­ცია VChK-OGPU არ­ხის ან­გა­რიშს ადას­ტუ­რებს.


არ­ხმა დის­პეტ­ჩერ­თან სა­უბ­რის ტექ­სტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ეკი­პა­ჟი ითხოვს ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა აე­რო­პორ­ტებ­ში ამინ­დის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ.


“ეკი­პა­ჟი ჯერ ეკი­თხე­ბა “მი­ნე­რალ­ნიე ვო­დის“ აე­რო­პორ­ტში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, შემ­დეგ კი ამ­ბობს, რომ მა­ჰა­ჩყა­ლა­ში აპი­რე­ბენ წას­ვლას.


  • ამავდრო­უ­ლად, ეკი­პა­ჟი ახა­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბებს დის­პეტ­ჩერს - ეს არის ჰიდ­რავ­ლი­კის გა­უ­მარ­თა­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვე­ტია თვითმფრი­ნა­ვის კონ­ტრო­ლის­თვის.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ პი­ლო­ტებ­მა დო­ნის როს­ტოვ­ში და­ი­წყო დის­პეტ­ჩერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. რა მოხ­და შემ­დეგ, უც­ნო­ბია. “ირ­გვლივ, მა­ჰა­ჩყა­ლას და "მი­ნე­რალ­ნიე ვო­დის" აღ­ნიშ­ნუ­ლი აე­რო­პორ­ტე­ბის გარ­და, არის აე­რო­პორ­ტე­ბი ვლა­დი­კავ­კაზ­ში, ნალ­ჩიკ­ში და ნაზ­რან­ში", - წერს გა­მო­ცე­მა.


გა­უ­გე­ბა­რია თვითმფრი­ნა­ვის მე­თა­ურს რა­ტომ უნდა აერ­ჩია ეს გზა - კას­პი­ის ზღვის გა­დაფ­რე­ნა და 400 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე აქ­ტა­უ­ში გაფ­რე­ნა?


  • ამ­ჟა­მად თვითმფრი­ნა­ვის ნამ­სხვრე­ვებს შო­რის უკვე ნა­პოვ­ნია ორი­ვე “შავი ყუთი“ - ერთი მათ­გა­ნი ფრე­ნის სხვა­დას­ხვა პა­რა­მეტრს აღ­რი­ცხავს, ​​მე­ო­რე კი ეკი­პა­ჟის სა­უბ­რებს კა­ბი­ნა­ში.

ყა­ზა­ხე­თის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა “აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის შავ ყუ­თებს ბრა­ზი­ლი­ის სა­ა­ვი­ა­ციო ავა­რი­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრს გა­უგ­ზავ­ნის.


უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­ვი­ა­ციო ინ­ცი­დენ­ტის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო, რო­მელ­საც ყა­ზა­ხე­თის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრი მა­რატ კა­რა­ბა­ე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.


“ჩი­კა­გოს კონ­ვენ­ცი­ის მე-13 და­ნარ­თის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ფრე­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე და იმ ქვეყ­ნის შერ­ჩე­ვა­ზე, რო­მე­ლიც მათ წა­ი­კი­თხავს და გა­შიფ­რავს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ყა­ზა­ხე­თის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.


იხი­ლეთ ასე­ვე:


00:00 / 00:00
ავტორი:

რუსებმა ესროლეს დრონს და მოხვდა თვითმფრინავს: პილოტების გმირობა, ალიევის აღშფოთება და პუტინის ბოდიში - რა მოხდა  Embraer 190 - ის ბორტზე

რუსებმა ესროლეს დრონს და მოხვდა თვითმფრინავს: პილოტების გმირობა, ალიევის აღშფოთება და პუტინის ბოდიში - რა მოხდა  Embraer 190 - ის ბორტზე

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში “აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.


  • ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის 23 მოქალაქე, რუსეთის 7 მოქალაქე და ყაზახეთის 6 მოქალაქე. ეკიპაჟის 5 წევრიდან 2 დაიღუპა და 3 გადარჩა.

ყაზახეთში, ავარიულად დაშვებული თვითმფრინავი


მოგვიანებით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ “აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.


მედიაში, კატასტროფამდე რამდენიმე წამით ადრე, უშუალოდ ბორტზე გადაღებული ვიდეო კადრებიც გავრცელდა. კადრებში ჩანს დაძაბული ატმოსფერო სალონში, სადაც მგზავრები ლოცულობენ და ჟანგბადის ნიღბები უკვე გახსნილია.



ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრის სუბხონკულ რახიმოვის განცხადებით, თვითმფრინავი სამჯერ ეცადა გროზნოს აეროპორტში დაჯდომას, თუმცა ყოველ ჯერზე რაღაც ფეთქდებოდა.


“აფეთქება იყო, ვერ ვიტყვი, რომ თვითმფრინავის შიგნით... ჟილეტი ავიღე და ვხედავ ჟილეტში ნახვრეტია ნამსხვრევებისგან. აფეთქების შემდეგ სწორედ ფეხებქვეშ გამიარა ნამსხვრევებმა და ჟილეტი დაფლითა“.


  • ვერსიები და ვარაუდები - რა ხდება ცნობილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე?


საავიაციო ექსპერტების ვარაუდით, თვითმფრინავს რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩეჩნეთის თავზე დაარტყა, რაც კატასტროფის მიზეზი გახდა.


აზერბაიჯანის ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თავიდანვე აცხადებდა, რომ კატასტროფის მიზეზი რუსული რაკეტა იყო.


ტელეარხ AnewZ-ის ცნობით, წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თვითმფრინავს რუსული თავდაცვის სისტემის Pantsir-S-ის ნამსხვრევები დაეჯახა.


კიდევ ერთი აზერბაიჯანული პროსამთავრობო ვებგვერდი Caliber ციტირებს სამთავრობო წყაროებს და წერს: "არავინ ამტკიცებს რომ თვითმფრინავს განზრახ დაესხნენ თავს, მაგრამ ბაქო რუსეთისგან ბოდიშს ელოდება".


  • იყო მეორე ვერსიებიც...

მომხდარზე რუსული მედია აქტიურად ავრცელებდა ვარაუდს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი თითქოს თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახება გახდა.


თუმცა, მოგვიანებით ვერსია გაქარწყლდა. სალონიდან გადაღებულ ვიდეოზეც ჩანს, რომ ძრავის უკანა მხარე დაზიანებულია, რასაც ფრინველები ვერ იზამდნენ.



კიდევ ერთი ვერსიით, თვითმფრინავში აფეთქდა ჟანგბადის ავზი.


ეს ინფორმაცია ყაზახურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა.


აღნიშნული ვერსიის შესახებ ჯერჯერობით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ არის ცნობილი.


  • უცნაური მარშრუტი

ვიდრე აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი საბოლოოდ ავარიულად დაჯდებოდა, საკმაოდ უცნაური მარშრუტი გაიარა.


მიუხედავად ახლოს მდებარე მრავალი აეროპორტისა, დაზიანებული თვითმფრინავი კასპიის ზღვის გადაკვეთას ცდილობს


Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, როდესაც გროზნოს აეროპორტმა თვითმფრინავი ძლიერი ნისლის გამო ვერ მიიღო და გაგზავნა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალისკენ. თვითმფრინავი “უამინდობის გამო“ ვერც მახაჩყალაში დაჯდა და დისპეტჩერებმა ის გაცილებით შორს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსკენ გაისტუმრეს.


თვითმფრინავმა აქთაუმდე მიაღწია და იქ ჩამოვარდა.


აზერბაიჯანული მედია caliber.az წერდა, რომ შესაძლოა რუსეთს სურდა დანაშაულის კვალის დასაფარად თვითმფრინავს ხმელეთამდე ვერ მიეღწია და კასპიის ზღვაში ჩავარდნილიყო. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ დართეს პილოტებს რუსეთის აეროპორტებში დაჯდომის ნება.


აღნიშნულს მალევე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი და ყველას მოუწოდა, გამოძიების დასრულებამდე ჰიპოთეზებისგან თავი შეიკავონ.


  • რა მოხდა შემდეგ?

ალიევის გარდა, პუტინმა ასევე გამართა ვიდეოკონფერენცია უშიშროების საბჭოს წევრებთან.


28 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების “ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა“.


  • მან ახსენა რუსული საჰაერო თავდაცვის მუშაობა, მაგრამ არ უღიარებია, რომ სწორედ ეს გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.

კრემლის ვებგვერდზე აღნიშნული ინფორმაცია ტრაგედიიდან მესამე დღეს გამოქვეყნდა. როგორც BBC წერს, სატელეფონო საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა.


“აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც მკაცრად გრაფიკის მიხედვით მოძრაობდა, არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში. ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს თავს დაესხნენ უკრაინული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღნიშნული თავდასხმები მოიგერიეს“, - წერია კრემლის ვებგვერდზე.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალიევმა საუბრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) თვითმფრინავზე არსებული მრავლობითი ხვრელები და მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უცხო ფრაგმენტებით დაზიანებები ადასტურებს ფაქტს, რომ თვითმფრინავზე განხორციელდა “გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება“.



“ავარიული დაშვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ პილოტების გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით,“ - განაცხადა სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, მხოლოდ პილოტების სიცოცხლის რისკის ფასად გახდა შესაძლებელი ავარიული დაშვება და მგზავრთა ნაწილის გადარჩენა.


  • ალიევი არავის ენდობა...


აზერბაიჯანის ინიციატივით საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც Embraer E190-ის ჩამოვარდნას გამოიძიებს. ჯგუფმა უკვე დაიწყო მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ ალიევმა უარი განაცხადა სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის (IAC) წინადადებაზე ავარიის გამოძიების ჩატარების შესახებ. მისი თქმით, არ არის დარწმუნებული IAC-ის ობიექტურობაში, რადგან მასში რუსეთის წარმომადგენლები დომინირებენ.


“რუსულმა მხარემ ოფიციალურად შემოგვთავაზა, რომ ეს საკითხი სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტმა გამოიძიოს. ჩვენ ამაზე კატეგორიული უარი ვთქვით და მიზეზი გასაგებია. საიდუმლო არ არის, რომ ეს სტრუქტურა ძირითადად რუსი ჩინოვნიკებისგან შედგება და ამ სტრუქტურის სათავეში რუსეთის მოქალაქეები არიან. აქ ობიექტურობის ფაქტორები შესაძლოა სრულად არ ყოფილიყო უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ალიევმა.


  • მისი თქმით, რომ არა რუსეთის გაურკვეველი პოზიცია კატასტროფის შემდეგ პირველ დღეებში, შესაძლოა წინადადება მიეღო.

“ჩვენ ვნახეთ, ამ საკითხის დახურვის აშკარა მცდელობები. ამიტომ, ყაზახურ მხარესთან მჭიდრო კავშირში, გამოვთქვით პოზიცია, რომ შექმნილიყო საერთაშორისო ექსპერტებისგან ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი და ის შეიქმნა,“ - აღნიშნა ალიევმა.


  • “სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია“ - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ბაქოში გადაასვენეს


მოგვიანებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფის შესახებ მედიასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა.


"ჩვენთვის კიდევ ერთი სამწუხარო და გასაკვირი მომენტი იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა წამოაყენეს თეორიები თვითმფრინავში გაზის ბალონის აფეთქების შესახებ. ანუ ამან ნათლად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურდა ამ საკითხის გადაფარვა, რაც, რა თქმა უნდა, არავის ეკადრება. რა თქმა უნდა, ჩვენს თვითმფრინავს შემთხვევით დაარტყეს. რა თქმა უნდა, აქ მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტზე საუბარი არ შეიძლება. ამიტომ, დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის დროული ბოდიშის მოხდა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია“, - განაცხადა ალიევმა.


მისი თქმით, აზერბაიჯანმა რუსულ მხარეს მკაფიო მოთხოვნები წარუდგინა.


“ეს მოთხოვნები მათ ოფიციალურად 27 დეკემბერს ეცნობათ. პირველ რიგში, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორე, მან უნდა აღიაროს თავისი დანაშაული. მესამე, პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ და აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ასევე დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს კომპენსაცია გადაუხადონ. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი მათგანი გუშინ შესრულდა. იმედია სხვა პირობებსაც მიიღებენ. ყველა ეს მოთხოვნა სამართლიანია. აქ არ არის საგანგებო მოთხოვნები და საკითხები; ეს ყველაფერი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და ნორმალურ ადამიანურ ქცევას“, - აღნიშნა ალიევმა.


მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები:


  • დაიბომბა თუ არა თვითმფრინავი ხმელეთიდან?

გამოძიებამ სწორედ ამ უმთავრეს კითხვას უნდა გასცეს საბოლოო პასუხი. მანამდე კი დაბომბვის ვერსიას უფრო ლოგიკურს ხდის თვითმფრინავის კუდის დაზიანება.


ფრთებისა და ლიფტების სიბრტყეებზე აშკარად ჩანს მრავალი ხვრელი, რომელიც საზენიტო რაკეტის ქობინის ელემენტებთან კონტაქტის შედეგად წარმოქმნილი ხვრელების მსგავსია.



  • რატომ არ დართო გროზნოს აეროპორტმა თვითმფრინავს დაშვების ნება?

ავიაკატასტროფის შემდეგ, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც აზერბაიჯანის თვითმფრინავი ნებართვას ითხოვდა, აეროპორტში “უკრაინული საჰაერო ტერორისტული თავდასხმების გამო, რომელიც ქალაქ გროზნოსა და ვლადიკავკაზში განახორციელეს, შენობაში მოქმედებდა ე.წ. ხალიჩის რეჟიმი.

რეჟიმი ითვალისწინებს ყველა თვითმფრინავის დაუყოვნებლივ გადამისამართებას გამგზავრებას მითითებული ტერიტორიიდან.

გარდა ამისა, “გროზნოს აეროპორტის ტერიტორიაზე იყო ძლიერი ნისლი და არ იყო ხილვადობა“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა დიმიტრი იადროვმა.


  • მისი თქმით, თვითმფრინავის მეთაურმა გროზნოში თვითმფრინავის დაშვება ორჯერ სცადა, თუმცა წარუმატებლად...

“კაპიტანს სხვა აეროპორტები შესთავაზეს. მან გადაწყვიტა აქტაუს აეროპორტში წასვლა", - აღნიშნავს იადროვი.


თუმცა, 25 დეკემბერს გროზნოში “ხალიჩის“ გეგმის დანერგვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


როგორც ტელეგრამარხი VChK-OGPU იტყობინება, მან მოიპოვა ეკიპაჟის საუბრების ჩანაწერი დისპეტჩერთან. არხი ირწმუნება, რომ თვითმფრინავმა გროზნოში სამჯერ სცადა დაშვება, მაგრამ ვერ შეძლო.


  • რატომ წავიდა თვითმფრინავი ყაზახეთში?

სააგენტო Regnum-ის ინფორმაციით, გროზნოს შემდეგ ეკიპაჟს ბაქოში სურდა გაფრენა, თუმცა შემდეგ მიმართულება აქთაუსკენ შეიცვალა - ეს ინფორმაცია VChK-OGPU არხის ანგარიშს ადასტურებს.


არხმა დისპეტჩერთან საუბრის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ეკიპაჟი ითხოვს ინფორმაციას სხვა აეროპორტებში ამინდის პირობების შესახებ.


“ეკიპაჟი ჯერ ეკითხება “მინერალნიე ვოდის“ აეროპორტში არსებულ მდგომარეობას, შემდეგ კი ამბობს, რომ მაჰაჩყალაში აპირებენ წასვლას.


  • ამავდროულად, ეკიპაჟი ახალი გაუმართაობის შესახებ აცნობებს დისპეტჩერს - ეს არის ჰიდრავლიკის გაუმართაობა, რომელიც გადამწყვეტია თვითმფრინავის კონტროლისთვის.

გარკვეული პერიოდის შემდეგ პილოტებმა დონის როსტოვში დაიწყო დისპეტჩერთან ურთიერთობა. რა მოხდა შემდეგ, უცნობია. “ირგვლივ, მაჰაჩყალას და "მინერალნიე ვოდის" აღნიშნული აეროპორტების გარდა, არის აეროპორტები ვლადიკავკაზში, ნალჩიკში და ნაზრანში", - წერს გამოცემა.


გაუგებარია თვითმფრინავის მეთაურს რატომ უნდა აერჩია ეს გზა - კასპიის ზღვის გადაფრენა და 400 კილომეტრში მდებარე აქტაუში გაფრენა?


  • ამჟამად თვითმფრინავის ნამსხვრევებს შორის უკვე ნაპოვნია ორივე “შავი ყუთი“ - ერთი მათგანი ფრენის სხვადასხვა პარამეტრს აღრიცხავს, ​​მეორე კი ეკიპაჟის საუბრებს კაბინაში.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა “აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს გაუგზავნის.


უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება საავიაციო ინციდენტის გამომძიებელმა კომისიამ მიიღო, რომელსაც ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ხელმძღვანელობს.


“ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, პასუხისმგებელია ფრენის ჩანაწერების გაანალიზების უზრუნველყოფაზე და იმ ქვეყნის შერჩევაზე, რომელიც მათ წაიკითხავს და გაშიფრავს“, - აღნიშნულია ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.


იხილეთ ასევე: