სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კანონები შევიდა დღეიდან ძალაში მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა მოაწერა ხელი?
რა კანონები შევიდა დღეიდან ძალაში მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა მოაწერა ხელი?

გაზ­რდი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­მარ­ტი­ვე­ბა, დე­მონ­სტრან­ტე­ბის მიერ აქ­ცი­ე­ბის დროს ნიღ­ბით და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ხის და­ფარ­ვის, ასე­ვე ლა­ზე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა - ეს იმ კა­ნო­ნე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც "სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ზე“ უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია და მოქ­მე­დე­ბის ვა­დაც დღე­ი­დან იწყე­ბა.

ჯამ­ში, სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ულ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ხელი უკვე 28 კა­ნონპ­რო­ექტს მო­ა­წე­რა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ იმ ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც 30 დე­კემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­სუ­ლად ით­ვლე­ბა:

შეკ­რე­ბა მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს სა­ხის ნიღ­ბით და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით და­ფარ­ვა უკვე აკ­რძა­ლუ­ლია, ისე­ვე რო­გორც პი­რო­ტექ­ნი­კის, ლა­ზე­რუ­ლი და მკვეთ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის მქო­ნე ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად, იმ პირ­თა ნუს­ხას, რო­მელ­თაც პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ხის და­ფარ­ვის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ად­გენს. ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გან­სა­ზღვრავს ასეთ პი­რებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის წეს­სა და პი­რო­ბებს.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გზის გა­და­კეტვის ან ჯგუ­ფურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რო­დე­საც გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი სრუ­ლად არის და­კა­ვე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯა­რი­მას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და მარ­თვის უფ­ლე­ბის 1 წლით შე­ჩე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღე­ი­დან ცვლი­ლე­ბე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვი­საც. კერ­ძოდ, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა იერ­არ­ქი­უ­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე მო­ხე­ლე შე­ა­ფა­სოს 6 თვე­ში ერთხელ, "პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის შე­ფა­სე­ბის წე­სი­სა და პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მო­ხე­ლის შე­ფა­სე­ბის წე­სის შე­სა­ბა­მი­სად.“ თუ ჩა­ით­ვლე­ბა, რომ მო­ხე­ლემ ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ყვე­ლა მო­თხოვ­ნა, მას და­უ­კავ­დე­ბა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს 20% მისი მომ­დევ­ნო შე­სა­ფა­სე­ბე­ლი პე­რი­ო­დის და­წყე­ბამ­დე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

რა კანონები შევიდა დღეიდან ძალაში მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა მოაწერა ხელი?

რა კანონები შევიდა დღეიდან ძალაში მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა მოაწერა ხელი?

გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმები, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი გამარტივება, დემონსტრანტების მიერ აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვა - ეს იმ კანონების ნაწილია, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეზე“ უკვე გამოქვეყნებულია და მოქმედების ვადაც დღეიდან იწყება.

ჯამში, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე 28 კანონპროექტს მოაწერა.

უფრო კონკრეტულად, "ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ცვლილების შესახებ ინფორმაციას, რომელიც 30 დეკემბრიდან ძალაში შესულად ითვლება:

შეკრება მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა უკვე აკრძალულია, ისევე როგორც პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება. აღნიშნულისთვის აქციის მონაწილე 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

რეგულაციის თანახმად, იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

პასუხისმგებლობა მკაცრდება დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული. აღნიშნული ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.

დღეიდან ცვლილებები ამოქმედდება საჯარო მოხელეებისთვისაც. კერძოდ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს 6 თვეში ერთხელ, "პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.“ თუ ჩაითვლება, რომ მოხელემ ვერ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: