პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯიმი კარტერის ცხოვრება მიწის თხილის ფერმერობიდან პრეზიდენტობასა და ნობელის პრემიის ლაურეატობამდე: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჯიმი კარტერის ცხოვრება მიწის თხილის ფერმერობიდან პრეზიდენტობასა და ნობელის პრემიის ლაურეატობამდე: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ჯიმი კარ­ტე­რი ჯორ­ჯი­ის შტა­ტის ქა­ლაქ პლე­ინსში, სა­კუ­თარ სახ­ლში, 100 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.


კარ­ტერს, ბოლო წლებ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­და, მათ შო­რის მე­ლა­ნო­მა.


ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ჯიმი კარ­ტე­რის ფოტო


  • “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ წევ­რი, ჯიმი კარ­ტე­რი პრე­ზი­დენ­ტის პოსტს 1977 წლის იან­ვრი­დან 1981 წლის იან­ვრამ­დე იკა­ვებ­და. მან თა­ნამ­დე­ბო­ბა მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც არ­ჩევ­ნებ­ში რეს­პუბ­ლი­კელ კონ­კუ­რენ­ტთან, რო­ნალდ რე­ი­გან­თან და­მარ­ცხდა.


რო­დე­საც 1953 წელს, კარ­ტე­რის მამა სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, მან ოჯა­ხის უფ­რო­სო­ბა ითა­ვა. სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა მა­მის მი­წის თხი­ლის ფერ­მას, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო. მალე საქ­მე საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ან, შე­მო­სავ­ლი­ან ბიზ­ნე­სად აქ­ცია.



ჯიმი კარ­ტე­რის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ის­რა­ელ­სა და ეგ­ვიპ­ტეს შო­რის 1978 წლის კემპ-დე­ვი­დის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა მო­უ­ტა­ნა ახლო აღ­მო­სავ­ლეთს. მაგ­რამ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი ასე­ვე აღი­ნიშ­ნა რე­ცე­სი­ა­ში შე­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კით, მუდ­მი­ვი არა­პო­პუ­ლა­რო­ბით და ირა­ნის მძევ­ლე­ბის კრი­ზი­სით.


კარ­ტე­რი პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­კი­თხებ­ზე.

2002 წელს მი­ე­ნი­ჭა “ნო­ბე­ლის პრე­მია“ მშვი­დო­ბის დარ­გში სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტე­ბის­თვის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­მო­სა­ძებ­ნად, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის გა­წე­უ­ლი და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვის გამო.

ჯიმი კარ­ტერ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით, უსახ­ლკა­რო­ებს და­ახ­ლო­ე­ბით 4000 სახ­ლი აუ­შე­ნა - ეს მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი ნა­წი­ლი იყო

თეთ­რი სახ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, კარ­ტერ­მა ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.


აშშ-ს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, 2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში 100 წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა. უკა­ნას­კნე­ლი 19 თვე მან ჰოს­პის­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც კი­ბოს მკურ­ნა­ლობ­და.


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ჯიმი კარტერის ცხოვრება მიწის თხილის ფერმერობიდან პრეზიდენტობასა და ნობელის პრემიის ლაურეატობამდე: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯიმი კარტერის ცხოვრება მიწის თხილის ფერმერობიდან პრეზიდენტობასა და ნობელის პრემიის ლაურეატობამდე: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში, საკუთარ სახლში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.


კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა.


ერთ-ერთ ღონისძიებაზე გადაღებული ჯიმი კარტერის ფოტო


  • “დემოკრატიული პარტიის“ წევრი, ჯიმი კარტერი პრეზიდენტის პოსტს 1977 წლის იანვრიდან 1981 წლის იანვრამდე იკავებდა. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც არჩევნებში რესპუბლიკელ კონკურენტთან, რონალდ რეიგანთან დამარცხდა.


როდესაც 1953 წელს, კარტერის მამა სიმსივნის დიაგნოზის შედეგად გარდაიცვალა, მან ოჯახის უფროსობა ითავა. სათავეში ჩაუდგა მამის მიწის თხილის ფერმას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მიტოვებული იყო. მალე საქმე საკმაოდ მომგებიან, შემოსავლიან ბიზნესად აქცია.



ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის მნიშვნელოვანი მომენტი იყო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1978 წლის კემპ-დევიდის შეთანხმების გაფორმება, რამაც გარკვეული სტაბილურობა მოუტანა ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ მისი პრეზიდენტობის პერიოდი ასევე აღინიშნა რეცესიაში შესული ეკონომიკით, მუდმივი არაპოპულარობით და ირანის მძევლების კრიზისით.


კარტერი პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ჰუმანიტარულ საკითხებზე.

2002 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია“ მშვიდობის დარგში საერთაშორისო კონფლიქტებისთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების გამოსაძებნად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის გაწეული დაუღალავი ძალისხმევის გამო.

ჯიმი კარტერმა საკუთარი ხელით, უსახლკაროებს დაახლოებით 4000 სახლი აუშენა - ეს მისი საქველმოქმედო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იყო

თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, კარტერმა ბევრი რამ გააკეთა საზოგადოებისთვის.


აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულმა პრეზიდენტმა, 2024 წლის ოქტომბერში 100 წლის იუბილე აღნიშნა. უკანასკნელი 19 თვე მან ჰოსპისში გაატარა, სადაც კიბოს მკურნალობდა.