აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში, საკუთარ სახლში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა.
როდესაც 1953 წელს, კარტერის მამა სიმსივნის დიაგნოზის შედეგად გარდაიცვალა, მან ოჯახის უფროსობა ითავა. სათავეში ჩაუდგა მამის მიწის თხილის ფერმას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მიტოვებული იყო. მალე საქმე საკმაოდ მომგებიან, შემოსავლიან ბიზნესად აქცია.
ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის მნიშვნელოვანი მომენტი იყო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1978 წლის კემპ-დევიდის შეთანხმების გაფორმება, რამაც გარკვეული სტაბილურობა მოუტანა ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ მისი პრეზიდენტობის პერიოდი ასევე აღინიშნა რეცესიაში შესული ეკონომიკით, მუდმივი არაპოპულარობით და ირანის მძევლების კრიზისით.
კარტერი პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ჰუმანიტარულ საკითხებზე.
თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, კარტერმა ბევრი რამ გააკეთა საზოგადოებისთვის.
აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულმა პრეზიდენტმა, 2024 წლის ოქტომბერში 100 წლის იუბილე აღნიშნა. უკანასკნელი 19 თვე მან ჰოსპისში გაატარა, სადაც კიბოს მკურნალობდა.