მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
"ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ოპო­ზი­ცი­ას ნაკ­ლე­ბად აქვს სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა, მათ ვერ შეძ­ლეს ვერც ქუ­ჩა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „იმე­დის კვი­რა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, ოპო­ზი­ცია ისე­ვე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო ქუ­ჩა­ში, რო­გორც იყო წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე.

„გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ოპო­ზი­ცი­ას ნაკ­ლე­ბად აქვს სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა, მათ ვერ შეძ­ლეს ვერც ქუ­ჩა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ერთი და იგი­ვე რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას და ქუ­ჩა­ში წარ­მა­ტე­ბას. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს ჭერს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას", რა თქმა უნდა, ოპო­ზი­ცია ისე­ვე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო ქუ­ჩა­ში, რო­გორც იყო წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძის თქმით, ოპო­ზი­ცია არის ერ­თი­ა­ნი, კო­ლექ­ტი­უ­რი ძალა და ამ კო­ლექ­ტი­უ­რო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს სწო­რედ ერთი ხელი, რო­მე­ლიც მარ­თავს ყვე­ლა ამ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს.

„რე­ა­ლუ­რად, ოპო­ზი­ცი­ის შიგ­ნით, პარ­ტი­ებს შიგ­ნი­თაც კი აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ კრავს, ეს არის სა­ერ­თო პატ­რო­ნი, რო­მე­ლიც სა­ერ­თო და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ოპო­ზი­ცია აქამ­დე იქ­ნე­ბო­და დაშ­ლი­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს არის ერ­თი­ა­ნი, კო­ლექ­ტი­უ­რი ძალა და ამ კო­ლექ­ტი­უ­რო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს სწო­რედ ერთი ხელი, რო­მე­ლიც მარ­თავს ყვე­ლა ამ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მათ შო­რის, იმის გამო, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა და­მარ­ცხდა, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ არის სე­რი­ო­ზუ­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, თუმ­ცა სწო­რედ გარე ჩა­რე­ვა არ აძ­ლევთ მათ იმის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ და­ი­შა­ლონ, გა­ი­შა­ლონ და სხვა­ნა­ი­რად სცა­დონ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა მო­მა­ვალ­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

"ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება არჩევნებში გამარჯვებას და ქუჩაში წარმატებას. ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს ჭერს „ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძის თქმით, ოპოზიცია არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს.

„რეალურად, ოპოზიციის შიგნით, პარტიებს შიგნითაც კი აქვთ სერიოზული პრობლემები, სერიოზული დაპირისპირებები, წინააღმდეგობები. ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპოზიცია აქამდე იქნებოდა დაშლილი. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს. სხვა შემთხვევაში, მათ შორის, იმის გამო, რომ ეს პოლიტიკური ძალა დამარცხდა, ბუნებრივია, იქ არის სერიოზული შიდა დაპირისპირებები, თუმცა სწორედ გარე ჩარევა არ აძლევთ მათ იმის თავისუფლებას, რომ დაიშალონ, გაიშალონ და სხვანაირად სცადონ წარმატების მიღწევა მომავალში", - განაცხადა პრემიერმა.