რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული ექვსივე ადამიანი ხელწერილით გათავისუფლდა.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ინფორმაციისთვის, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.
აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.