საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვის რაში სჭირდება სასახლე? ხვალ შევა ის "ფუტბალისტი“ - ნიკა მელია
"ვის რაში სჭირდება სასახლე? ხვალ შევა ის "ფუტბალისტი“  - ნიკა მელია

არ მქონ­და იმის მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­სახ­ლეს არ და­ტო­ვებ­და. ვის, რაში სჭირ­დე­ბა სა­სახ­ლე. ხვალ შევა ის "ფუტ­ბა­ლის­ტი“ და არა ფეხ­ბურ­თე­ლი, - ამის შე­სა­ხებ "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა მე­ლი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

  • ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სი ძა­ლი­ან მალე ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა.

"ყა­ვე­ლაშ­ვილს დრო­ე­ბით მო­უ­წევს ყოფ­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მალე ჩა­ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად შე­იკ­რი­ბე­ბა ახა­ლი, ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი და ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩე­ვა. ძა­ლი­ან ღრმა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი რომ არის ქვე­ყა­ნა­ში, ამას მგო­ნი თვალს უკვე ყვე­ლა უს­წო­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა ჩა­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ვინ ძა­ლის­ხმე­ვას არ და­აკ­ლებს. ქალ­ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის როლი ამ პრო­ცეს­ში არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­უ­ლი აქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნის როლი და ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­ი­ღო უკვე შე­დე­გი - მთე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მსოფ­ლიო დგას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მო­სახ­ლე­ო­ბის გვერ­დით. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­უ­ფა­სა ქალ­ბა­ტონ ზუ­რა­ბიშ­ვილს მტკი­ცე და მარ­თა­ლი პო­ზი­ცია უკა­ნას­კნე­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­ნამ­დე, იცით, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი პრე­ტენ­ზია გვქონ­და, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი. რა არის ცხოვ­რე­ბა და რა სი­ურპრიზს არ გიმ­ზა­დებს ადა­მი­ანს. 6 წლის წინ, რო­დე­საც მისი ინა­უ­გუ­რა­ცია უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო თე­ლავ­ში, მისი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ჩა­საშ­ლე­ლად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მივ­დი­ო­დით. მიგ­ვაჩ­ნდა, რომ ის არ იყო, მა­შინ სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბით არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ახ­ლაც იგი­ვე მი­მაჩ­ნია, რომ მა­შინ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. მთე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აც­დე­ნა იყო მასა და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­ებს შო­რის, მაგ­რამ უკა­ნას­კნე­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით დად­გა და ქარ­თველ­მა ხალ­ხმაც ამ პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქალ­ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შე­იყ­ვა­რა და მას ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში უდ­გას. რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან მალე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მსოფ­ლი­ოც მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რებს ერ­თა­დერთ ლე­გი­ტი­მურ წარ­მო­მად­გენ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში“,- გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ამას­თან, რო­გორც ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბა დრო­ე­ბი­თია.

"გარ­და იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ძა­ლი­ან ღიად გა­და­წყვი­ტა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის ცვლი­ლე­ბა, მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და ან­ტი­პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტი უნდა იყოს ერ­თფე­რო­ვა­ნი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი უნდა გა­და­ექ­ცია ფუ­ლის საჭ­რელ დაზ­გად, მხო­ლოდ და მხო­ლოდ საყ­ვი­რე­ბად და ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში მორ­ჩი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. აირ­ჩი­ეს "ფუტ­ბა­ლის­ტი“ და არა ფეხ­ბურ­თე­ლი. გან­გებ მინ­და ამას ხაზი გა­ვუს­ვა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს ივა­ნიშ­ვი­ლი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტად კურ­თხე­ვის შემ­დეგ, მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს დრო­ე­ბი­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა არის. ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ნო­ტა­რო ბი­უ­რო, რო­მელ­საც თვი­თო­ნაც დას­წრე­ბია. სა­ნო­ტა­რო ბი­უ­რო რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და რას და­ა­დას­ტუ­რებს, ქარ­თველ ხალ­ხს არ აინ­ტე­რე­სებს. ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს სი­მარ­თლე და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ღირ­სე­ბის­თვის იბ­რძვის“,-გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ვის რაში სჭირდება სასახლე? ხვალ შევა ის "ფუტბალისტი“ - ნიკა მელია

"ვის რაში სჭირდება სასახლე? ხვალ შევა ის "ფუტბალისტი“  - ნიკა მელია

არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი სასახლეს არ დატოვებდა. ვის, რაში სჭირდება სასახლე. ხვალ შევა ის "ფუტბალისტი“ და არა ფეხბურთელი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

  • ის დარწმუნებულია, რომ საქართველოსი ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება.

"ყაველაშვილს დროებით მოუწევს ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან მალე ჩატარდება არჩევნები. არჩევნების შედეგად შეიკრიბება ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი და ახალი პრეზიდენტი აირჩევა. ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი რომ არის ქვეყანაში, ამას მგონი თვალს უკვე ყველა უსწორებს. შესაბამისად, ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და მიმართულებით არავინ ძალისხმევას არ დააკლებს. ქალბატონი ზურაბიშვილის როლი ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თითოეული აქ მყოფი ადამიანის როლი და ამ ყველაფერმა გამოიღო უკვე შედეგი - მთელი დემოკრატიული მსოფლიო დგას ქართული საზოგადოების, მოსახლეობის გვერდით. ქართველმა ხალხმა დაუფასა ქალბატონ ზურაბიშვილს მტკიცე და მართალი პოზიცია უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. მანამდე, იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი პრეტენზია გვქონდა, ვფიქრობ, ძალიან სამართლიანი. რა არის ცხოვრება და რა სიურპრიზს არ გიმზადებს ადამიანს. 6 წლის წინ, როდესაც მისი ინაუგურაცია უნდა გამართულიყო თელავში, მისი ინაუგურაციის ჩასაშლელად ათასობით ადამიანი მივდიოდით. მიგვაჩნდა, რომ ის არ იყო, მაშინ სამართლიანი არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი და ახლაც იგივე მიმაჩნია, რომ მაშინ არჩევნები გაყალბდა. მთელი წლების განმავლობაში აცდენა იყო მასა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციებს შორის, მაგრამ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, როცა ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დადგა ქართული საზოგადოება, ის ქართველი ხალხის გვერდით დადგა და ქართველმა ხალხმაც ამ პოზიციიდან გამომდინარე, ქალბატონი ზურაბიშვილი შეიყვარა და მას ყველანაირად გვერდში უდგას. როგორც ჩანს, ძალიან მალე დემოკრატიული მსოფლიოც მას ოფიციალურად აღიარებს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად საქართველოში“,- განაცხადა მელიამ.

ამასთან, როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა დროებითია.

"გარდა იმისა, რომ ივანიშვილმა ძალიან ღიად გადაწყვიტა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, მას წლების განმავლობაში დაწყებული ჰქონდა ანტიპოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი უნდა იყოს ერთფეროვანი, პოლიტიკური პარტიები უნდა გადაექცია ფულის საჭრელ დაზგად, მხოლოდ და მხოლოდ საყვირებად და ყველა ამ ქვეყანაში მორჩილი ყოფილიყო. აირჩიეს "ფუტბალისტი“ და არა ფეხბურთელი. განგებ მინდა ამას ხაზი გავუსვა, რა მდგომარეობაში აყენებს ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას ყაველაშვილის პრეზიდენტად კურთხევის შემდეგ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს დროებითი მოცემულობა არის. ეს არის ივანიშვილის სანოტარო ბიურო, რომელსაც თვითონაც დასწრებია. სანოტარო ბიურო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რას დაადასტურებს, ქართველ ხალხს არ აინტერესებს. ხალხს აინტერესებს სიმართლე და თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის იბრძვის“,-განაცხადა მელიამ.