სალომე ზურაბიშვილი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის დატოვების შემდეგ მცხეთაში, სვეტიცხოველში წავიდა და პარაკლისს დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდა შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი.
მანამდე, ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციასთან დღეს შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ასახლე დატოვა და შენობასთან შეკრებილებთან გადაინაცვლა.
მან კორიდორი გაიარა და მოქალაქეებს შეუერთდა. ადგილზე შეკრებილები კი სკანდირებენ:”სალომე!”, “სალომე!”.
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.