პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო მშვიდობა - ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება" - რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას
"ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო მშვიდობა - ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება" - რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას

ჩვე­ნი ის­ტო­რია მკა­ფი­ოდ გვიჩ­ვე­ნებს, რომ სამ­შობ­ლო­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის და­სა­ცა­ვად გა­და­ტა­ნი­ლი უამ­რა­ვი ბრძო­ლის კვალ­დაკ­ვალ, ქარ­თვე­ლი კა­ცის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო მშვი­დო­ბა, რო­დე­საც ჩვენს ერს სიმ­შვი­დე­ში - შრო­მის, სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რის გამ­დიდ­რე­ბის, გე­ნი­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი­სა და ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგ­ლე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა ჰქო­ნო­და, - გა­ნა­ცხა­და სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ულ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე.

  • რო­გორც მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ყო­ველ­თვის კარ­გად იცო­და, რომ მშვი­დო­ბა გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი სა­წინ­და­რია.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი სუფ­რა არამ­ხო­ლოდ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, არა­მედ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ გვიჩ­ვე­ნებს ჩვე­ნი - ქარ­თვე­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მშვი­დო­ბის მი­მართ. ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა უფ­ლი­სა და მშვი­დო­ბის სა­დღეგ­რძე­ლო­თი იწყე­ბა. ამით ქარ­თვე­ლი კაცი ღმერ­თს ადი­დებს, მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს და პირ­ველ რიგ­ში მშვი­დო­ბას შეს­თხოვს. ეს აიხ­სნე­ბა სწო­რედ ჩვე­ნი წარ­სუ­ლით, იმით, რომ ომე­ბის­გან და­ქან­ცულ ქარ­თვე­ლებს მშვი­დო­ბა სა­ნატ­რე­ლად გვაქვს ქცე­უ­ლი.

ქარ­თველ ხალ­ხს ყო­ველ­თვის კარ­გად ჰქონ­და გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი, რომ მშვი­დო­ბა გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი სა­წინ­და­რია! კე­თილ­დღე­ო­ბის მიღ­წე­ვა, უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბა, უსაფრ­თხო და ნა­თე­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ სწრაფ­ვა მხო­ლოდ იმ პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუკი არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს სიფრ­თხი­ლით მო­ვე­კი­დე­ბით, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ჩვენს წი­ნა­შე არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არა ემო­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, არა­მედ გა­აზ­რე­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღებთ!" , - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

  • მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რი­თაც ჩვე­ნი არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ.

"სწო­რედ ამი­ტომ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა გვმარ­თებს! წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა უნდა იყოს თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­წინ­და­რი. ჩვენ უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­გი­ონ­ში და მსოფ­ლი­ო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, ჩვენ ქვე­ყა­ნას არა­ერთ გა­მოწ­ვე­ვას­თან მო­უ­წია გამ­კლა­ვე­ბა, მათ შო­რის, ისეთ საფრ­თხე­ებ­თან, რო­მე­ლიც გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი შე­დე­გის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

  • ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საფრ­თხე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თად დგო­მით მო­ხერ­ხდა.

"გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათ­მა, რო­მე­ლიც არ ეგუ­ე­ბა - ჩაგ­ვრას, უსა­მარ­თლო­ბას, უპა­ტი­ვის­მცემ­ლო­ბა­სა და ამ­პარ­ტავ­ნულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას; რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს პა­ტი­ვი სცენ ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბას, ოჯა­ხის სიწ­მინ­დეს, სარ­წმუ­ნო­ე­ბას და თა­ნას­წო­რად მო­ე­პყრონ ჩვენს სამ­შობ­ლოს. სწო­რედ ასე­თი - მტკი­ცე, შე­უ­პო­ვა­რი ხა­სი­ა­თის დამ­სა­ხუ­რე­ბით მო­ა­ხერ­ხა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და სა­ხელ­მწი­ფომ ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, უსა­მარ­თლო­ბას­თან და სიც­რუ­ეს­თან გამ­კლა­ვე­ბა. თა­ნაც ისე, რომ ვაგ­რძე­ლებთ ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას, გან­ვი­თა­რე­ბას, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის­კენ სვლას", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო მშვიდობა - ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება" - რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას

"ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო მშვიდობა - ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება" - რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას

ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში - შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, - განაცხადა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე.

  • როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ყოველთვის კარგად იცოდა, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია.

"მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი - ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული.

ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია! კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ!" , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • მისი თქმით, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა, რითაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ.

"სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს! წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის, ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის.

  • ყაველაშვილის განცხადებით, საფრთხეებთან გამკლავება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ერთად დგომით მოხერხდა.

"გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება - ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს. სწორედ ასეთი - მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"