"მადლობა ქალბატონო სალომე, დაცვა თუ დაგჭირდეთ, მე აქ ვარ ნებისმიერ დროს", - ასე მიმართა ორბელიანების სასახლესთან ერთ-ერთმა მოქალაქემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციასთან დღეს შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ასახლე დატოვა და შენობასთან შეკრებილებთან გადაინაცვლა.
მან კორიდორი გაიარა და მოქალაქეებს შეუერთდა. ადგილზე შეკრებილები კი სკანდირებენ:”სალომე!”, “სალომე!”.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.