"მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები - ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა" - ამბობს, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენცია დატოვა.
ზურაბიშვილმა სიმბოლურად დღეს ის სამოსი მოირგო, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში ინაუგურაციაზე ეცვა. ამ სამოსზე დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ იზრუნა
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.