ავტორი:

"მომდევნო კვირას "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ..." - ჯო უილსონის მორიგი განცხადება

"მომდევნო კვირას "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ..." - ჯო უილსონის მორიგი განცხადება

მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანამ, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ იქნება ჩატარებული“, - წერს უილსონი.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.

მათი ინფორმაციით, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ სახაზინო დეპარტამენტმა მიერ გამოცემულ “გენერალური ლიცენზია #116“-ში.

წაიკითხეთ ასევე: