საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღაც უნდა დათმოს ხელისუფლებამ... რამდენიმე წლით უკან რომ დავბრუნდეთ, უწმინდესი პირველი გამოვიდოდა და ხალხის გვერდით დადგებოდა" - ქეთი დოლიძე
"რაღაც უნდა დათმოს ხელისუფლებამ... რამდენიმე წლით უკან რომ დავბრუნდეთ, უწმინდესი პირველი გამოვიდოდა და ხალხის გვერდით დადგებოდა" - ქეთი დოლიძე

რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღა­ცა უნდა დათ­მოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ". "არ ვიცი, ზუს­ტად რა, მაგ­რამ და­სათ­მო­ბი რო­მაა, ფაქ­ტია, იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე და­უკ­რე­ფავ­ში გა­დას­ვლა" - ამ­ბობს ის "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას.

რე­ჟი­სო­რის თქმით, მას­ში დიდ აგ­რე­სი­ას, "როცა პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რებს, რო­გორ უჩე­ხენ თა­ვებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ბავ­შვებს".

ქეთი დო­ლი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- სა­ხელ­მწი­ფომ უნდა მარ­თოს პრო­ცე­სე­ბი, რათა მშვი­დო­ბი­ა­ნი იყოს, არ იყოს ძა­ლა­დო­ბა და უბე­დუ­რე­ბა. უნდა იცო­დე, რო­გორ და­ე­ლა­პა­რა­კო შენს მო­სახ­ლე­ო­ბას. ეს პრო­ცე­სე­ბი გა­რე­დან იმარ­თე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რე­ბად მიგ­ვაჩ­ნია. 2008 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც სა­მა­ჩაბ­ლო წაგ­ვარ­თვეს, რაც ჩვენ­მა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა აღი­ა­რა, პირ­ველ­მა მე ვის­რო­ლეო... 2008 წლის მერე რა გა­მი­კე­თა ევ­რო­კავ­შირ­მა, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი­ყო?! ამი­ტომ არის ნი­ჰი­ლიზ­მი მათ მი­მართ.

2030 წლამ­დე ევ­რო­კავ­ში­რის კარი არა­ვის­თვის არ გა­ი­ღე­ბა! იცით, რა­ტომ დაგ­ვსა­ჯეს. იმი­ტომ, რომ ვთქვით, ამ ქვე­ყა­ნა­ში კაცი კაცი და ქალი ქალი უნდა იყო­სო. ამას აქვს ბევ­რად უფრო რთუ­ლი და ღრმა ფეს­ვე­ბი, ვიდ­რე ახლა ამ დაბ­ნე­ულ მო­სახ­ლე­ო­ბა­შია. დიდი მა­ფია, რო­მე­ლიც მარ­თავს მსოფ­ლი­ოს, აი, ის აწე­სებს იმ წეს­რიგს, რო­მე­ლი წეს­რი­გი­თაც უნდა იცხოვ­რო. ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა რო­გორც კი ხმას ამო­ი­ღებს, მორ­ჩა, გა­თა­ვე­ბუ­ლი ხარ.

ჩვენ ვის­ჯე­ბით იმი­ტომ, რომ არ გავ­ხსე­ნით მე­ო­რე ფრონ­ტი. ამი­ტო­მაც ზე­ლენ­სკი ოდეს­მე აგებს პა­სუხს იმა­ზე, რაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. ის, რომ რუ­სე­თი მტარ­ვა­ლი და აგ­რე­სო­რია, მე, ქარ­თველს, რო­გორ უნდა მას­წავ­ლონ?! უკ­რა­ი­ნა­ში ომი რომ და­ი­წყო, სამი თვითმფრი­ნა­ვი წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან. რაც გვქონ­და, მო­ვი­კე­ლით და გა­ვუგ­ზავ­ნეთ. მად­ლო­ბა გვი­თხრეს? ელჩი გა­ი­თხო­ვეს ჩვენ­გან მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ­მა ელჩმა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა იბომ­ბე­ბო­და, იქა­უ­რო­ბა არ და­ტო­ვა. რო­დე­საც გვერ­დზე გყავს ასე­თი მტარ­ვა­ლი ქვე­ყა­ნა, უნდა იცო­დე, რა გა­ა­კე­თო. მაჩ­ვე­ნეთ, რო­მე­ლი ომი წა­ა­გო რუ­სეთ­მა? მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი სტა­ლინ­მა მო­ი­გო, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და და მა­შინ კი და­იქ­ცნენ, მაგ­რამ სხვა რა გა­ა­კე­თეს?...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რაღაც უნდა დათმოს ხელისუფლებამ... რამდენიმე წლით უკან რომ დავბრუნდეთ, უწმინდესი პირველი გამოვიდოდა და ხალხის გვერდით დადგებოდა" - ქეთი დოლიძე

"რაღაც უნდა დათმოს ხელისუფლებამ... რამდენიმე წლით უკან რომ დავბრუნდეთ, უწმინდესი პირველი გამოვიდოდა და ხალხის გვერდით დადგებოდა" - ქეთი დოლიძე

რეჟისორი ქეთი დოლიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "აუცილებლად რაღაცა უნდა დათმოს ხელისუფლებამ". "არ ვიცი, ზუსტად რა, მაგრამ დასათმობი რომაა, ფაქტია, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე დაუკრეფავში გადასვლა" - ამბობს ის "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

რეჟისორის თქმით, მასში დიდ აგრესიას, "როცა პირდაპირ ეთერში უყურებს, როგორ უჩეხენ თავებს პოლიციელები ბავშვებს".

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- სახელმწიფომ უნდა მართოს პროცესები, რათა მშვიდობიანი იყოს, არ იყოს ძალადობა და უბედურება. უნდა იცოდე, როგორ დაელაპარაკო შენს მოსახლეობას. ეს პროცესები გარედან იმართება, სამწუხაროდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მეგობრებად მიგვაჩნია. 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც სამაჩაბლო წაგვართვეს, რაც ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, პირველმა მე ვისროლეო... 2008 წლის მერე რა გამიკეთა ევროკავშირმა, რომ ეს სიტუაცია გამოსწორებულიყო?! ამიტომ არის ნიჰილიზმი მათ მიმართ.

2030 წლამდე ევროკავშირის კარი არავისთვის არ გაიღება! იცით, რატომ დაგვსაჯეს. იმიტომ, რომ ვთქვით, ამ ქვეყანაში კაცი კაცი და ქალი ქალი უნდა იყოსო. ამას აქვს ბევრად უფრო რთული და ღრმა ფესვები, ვიდრე ახლა ამ დაბნეულ მოსახლეობაშია. დიდი მაფია, რომელიც მართავს მსოფლიოს, აი, ის აწესებს იმ წესრიგს, რომელი წესრიგითაც უნდა იცხოვრო. ჩვენისთანა პატარა ქვეყანა როგორც კი ხმას ამოიღებს, მორჩა, გათავებული ხარ.

ჩვენ ვისჯებით იმიტომ, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამიტომაც ზელენსკი ოდესმე აგებს პასუხს იმაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ის, რომ რუსეთი მტარვალი და აგრესორია, მე, ქართველს, როგორ უნდა მასწავლონ?! უკრაინაში ომი რომ დაიწყო, სამი თვითმფრინავი წავიდა საქართველოდან. რაც გვქონდა, მოვიკელით და გავუგზავნეთ. მადლობა გვითხრეს? ელჩი გაითხოვეს ჩვენგან მაშინ, როდესაც ჩვენმა ელჩმა, როდესაც უკრაინა იბომბებოდა, იქაურობა არ დატოვა. როდესაც გვერდზე გყავს ასეთი მტარვალი ქვეყანა, უნდა იცოდე, რა გააკეთო. მაჩვენეთ, რომელი ომი წააგო რუსეთმა? მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო, პირველი მსოფლიო ომის დროს რევოლუცია მოხდა და მაშინ კი დაიქცნენ, მაგრამ სხვა რა გააკეთეს?...განაგრძეთ კითხვა