საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი, ვისთანაც შეხვედრა ღირს, ბიძინა ივანიშვილია... ვიდრე საზოგადოება გახლეჩილია, გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია" - ნელი აგირბა მიმდინარე მოვლენებზე
"ერთადერთი, ვისთანაც შეხვედრა ღირს, ბიძინა ივანიშვილია... ვიდრე საზოგადოება გახლეჩილია, გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია" - ნელი აგირბა მიმდინარე მოვლენებზე

"ჩემი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი" და "მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი", უნდა არ­სე­ბობ­დეს "ჩვენ", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი ნელი აგირ­ბა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­კუ­თარ ხედ­ვას გვი­ზი­ა­რებს.

- ეს დღე­ე­ბი ჩვენს გან­ცდებს ვაკ­ვირ­დე­ბი და რა­საც ვხე­დავ, ერ­თო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა. გა­აჩ­ნია, რა შრი­დან შევ­ხე­დავთ ამ ყვე­ლა­ფერს, რაც ხდე­ბა. თუ ჩვენ ამ ამ­ბავს შევ­ხე­დავთ, რო­გორც გა­მოღ­ვი­ძე­ბას, ცალ­სა­ხად პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა, რაც უნდა მძი­მე გან­საც­დე­ლე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი ახ­ლდეს. გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ბრა­ზი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, აგ­რე­სია. ტკი­ვი­ლე­ბი ბევ­რია, მაგ­რამ ტკი­ვი­ლე­ბი ხომ მშო­ბი­ა­რო­ბის თან­მხლე­ბი პრო­ცე­სია. ნელ-ნელა ვიწ­მინ­დე­ბით იმ დაგ­რო­ვი­ლის­გან, რაც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში (პე­რი­ო­დუ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბით), დიდი ხნის უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდამ მო­ი­ტა­ნა. ახლა იმ­დე­ნად მდგრა­დი პრო­ცე­სია, რომ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­იძ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოს ღირ­სე­ბა და ღირ­სე­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ოღონდ ახლა ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ. რო­დე­საც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხდე­ბა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი­დან, ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი აპა­თი­ი­დან თუ გა­და­დი­ხარ აგ­რე­სი­ა­ში ან აგ­რე­სი­ი­დან გამ­ბე­და­ო­ბა­ში, სი­ა­მა­ყე­ში, ეს იმ­დე­ნად დიდი შვე­ბაა, რომ შე­იძ­ლე­ბა ამა­ში ჩარ­ჩე, და­ი­ჯე­რო და აღარ გა­აგ­რძე­ლო სვლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, ერ­თო­ბის­კენ, სი­ხა­რუ­ლის­კენ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პრო­ცე­სი მდგრა­დად მი­დის, მჯე­რა და ვხე­დავ, ერ­თო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პე­რი­ო­დუ­ლად გო­ნე­ბა მო­რი­გე­ო­ბით ყვე­ლას გვე­ბინ­დე­ბა, ვი­ღაც ფხიზ­ლად რჩე­ბა და და­ნარ­ჩე­ნებს ის ეხ­მა­რე­ბა აზ­რზე მოს­ვლა­ში. ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა და იმე­დი მაქვს, ფხიზ­ლად მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. არ მინ­და ვთქვა სი­ტყვე­ბი: "ორი პო­ლუ­სი", მაგ­რამ არის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, არა მხო­ლოდ ორ პო­ლუს­ზე, შიგ­ნით პერ­სო­ნა­ლურ დო­ნე­ზეც. ნელ-ნელა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­იწ­მინ­დე­ბა. კე­თილ­დღე­ო­ბა ხომ ყვე­ლას უნდა.

- ყვე­ლას გვინ­და კე­თილ­დღე­ო­ბა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს უნ­დათ ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ ევ­რო­პუ­ლი კურ­სი­დან არ გა­და­უხ­ვე­ვია, რომ ეს ჩა­წე­რეს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და ამით გა­ამ­ყა­რეს პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რი. ამ ქვე­ყა­ნა­ში თით­ქოს ყვე­ლას ერთი მი­ზა­ნი აქვს, რე­ა­ლუ­რად კი რა გვჭირს, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა რის გა­მოა?

- პირ­ველ რიგ­ში, უნ­დობ­ლო­ბის გამო. ჩემი ხედ­ვით არის რა­ღა­ცე­ბი, რაც ფა­რუ­ლად მი­დის ან არც მი­დის, მაგ­რამ როცა რა­ღაც გა­უმჭვირ­ვა­ლედ ხდე­ბა, მერე ეჭვი ჩნდე­ბა, რომ ბევ­რი სხვა ამ­ბა­ვიც გა­უმჭვირ­ვა­ლედ ხდე­ბა. მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბე­ბი ახლა უნდა და­ახ­ლოვ­დეს, მაგ­რამ ჩვენ ის სხვა მტე­რი გვგო­ნია.

- სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გაგ­რძელ­დეს?

- გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თო­ბის­კენ სვლაა, ამ ნა­რა­ტი­ვით სი­ა­რუ­ლი ყვე­ლა მხრი­დან. პირ­ველ რიგ­ში, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნდა მოხ­დეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს. მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყა­რო ხალ­ხია. თუ ხალ­ხი ერ­თო­ბა­ში შე­თან­ხმდე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერთი მი­ზა­ნი რომ გვაქვს და ამ მიზ­ნამ­დე ერ­თად უნდა მი­ვი­დეთ, მა­შინ ვინც უნდა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სხვა შან­სი არ დარ­ჩე­ბა, მო­უ­წევს მო­უს­მი­ნოს ადა­მი­ა­ნებს, თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის დათ­მო­ბა, დათ­მოს. ვიდ­რე გახ­ლე­ჩი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მა­ნამ­დე გა­მო­სა­ვალ­ზე ლა­პა­რა­კი ძნე­ლია.

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი კურ­სი­დან გა­დახ­ვე­ვას ცდი­ლობს?

- მი­მაჩ­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ეტაპ­ზე უღა­ლა­ტა სა­კუ­თარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან გულ­წრფე­ლი და ღია ურ­თი­ერ­თო­ბის პრინ­ციპს, ამას ნამ­დვი­ლად ვგრძნობ. და­ნარ­ჩე­ნი უკვე ამ გულ­წრფელ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უნდა გა­იხ­სნას. მე არ ვარ პო­ლი­ტო­ლო­გი, პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე რომ ვიმ­სჯე­ლო, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზე, ცალ­სა­ხად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია. არ ვიცი, რა პრო­ცე­დუ­რებს გუ­ლის­ხმობ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან, ეს გან­ცხა­დე­ბა რომ არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და პრო­ცე­დუ­რუ­ლად რა შე­იც­ვა­ლა ამ გან­ცხა­დე­ბით, მაგ­რამ რო­გორც ქვეყ­ნის გა­რეთ, ისე ქვეყ­ნის შიგ­ნით, მა­ინც პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია.

სა­კითხს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის პრიზ­მი­დან შევ­ხე­დოთ. ჩვენ გვინ­და რა­ღაც ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვი­ყოთ ერ­თმა­ნეთ­თან, მე­ო­რე მხა­რემ თქვა, ჯერ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ხარ მო­სას­ვლე­ლი ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყოფ­ნის­თვი­სო. თუკი მე ვხუ­რავ ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და ვამ­ბობ, ჩემ­თვის ვი­მუ­შა­ვებ და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ, ეს იმის ნი­შა­ნია, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყოფ­ნა დი­დად არ მინ­და, ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. მე ვრის­კავ და ხე­ლი­დან ვუშ­ვებ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, დახ­მა­რე­ბა მი­ვი­ღო ამ პრო­ცეს­ში. თუ მე­ო­რე მხა­რეს აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, უკვე მი­სუ­ლია იმ წერ­ტი­ლამ­დე, სა­დაც მე უნდა მი­ვი­დე და მე ამ თე­მა­ზე მას­თან ლა­პა­რა­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან ვუშ­ვებ, ეს მი­ნი­მუმ ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რია. და­ახ­ლო­ე­ბა მხო­ლოდ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ერთადერთი, ვისთანაც შეხვედრა ღირს, ბიძინა ივანიშვილია... ვიდრე საზოგადოება გახლეჩილია, გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია" - ნელი აგირბა მიმდინარე მოვლენებზე

"ერთადერთი, ვისთანაც შეხვედრა ღირს, ბიძინა ივანიშვილია... ვიდრე საზოგადოება გახლეჩილია, გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია" - ნელი აგირბა მიმდინარე მოვლენებზე

"ჩემი მხარდამჭერები" და "მოწინააღმდეგეები", უნდა არსებობდეს "ჩვენ", - ამბობს ჟურნალისტი ნელი აგირბა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს.

- ეს დღეები ჩვენს განცდებს ვაკვირდები და რასაც ვხედავ, ერთობის აუცილებლობაა. გააჩნია, რა შრიდან შევხედავთ ამ ყველაფერს, რაც ხდება. თუ ჩვენ ამ ამბავს შევხედავთ, როგორც გამოღვიძებას, ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, რაც უნდა მძიმე განსაცდელები და მოვლენები ახლდეს. გამოიხატება ბრაზი, გაღიზიანება, აგრესია. ტკივილები ბევრია, მაგრამ ტკივილები ხომ მშობიარობის თანმხლები პროცესია. ნელ-ნელა ვიწმინდებით იმ დაგროვილისგან, რაც ათწლეულების განმავლობაში (პერიოდული აფეთქებებით), დიდი ხნის უსუსურობის განცდამ მოიტანა. ახლა იმდენად მდგრადი პროცესია, რომ დამაიმედებელი შეიძლება ეწოდოს. ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ შეიძლება დაიბრუნოს ღირსება და ღირსებიდან თავისუფლება.

ოღონდ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ. როდესაც გათავისუფლება ხდება რეპრესირებული მდგომარეობებიდან, ყოველი შემდგომი აპათიიდან თუ გადადიხარ აგრესიაში ან აგრესიიდან გამბედაობაში, სიამაყეში, ეს იმდენად დიდი შვებაა, რომ შეიძლება ამაში ჩარჩე, დაიჯერო და აღარ გააგრძელო სვლა თავისუფლებისკენ, ერთობისკენ, სიხარულისკენ. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი მდგრადად მიდის, მჯერა და ვხედავ, ერთობის პოტენციალი არის. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად გონება მორიგეობით ყველას გვებინდება, ვიღაც ფხიზლად რჩება და დანარჩენებს ის ეხმარება აზრზე მოსვლაში. ჯერჯერობით ასეა და იმედი მაქვს, ფხიზლად მყოფი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. არ მინდა ვთქვა სიტყვები: "ორი პოლუსი", მაგრამ არის ღირებულებითი დაპირისპირებები, არა მხოლოდ ორ პოლუსზე, შიგნით პერსონალურ დონეზეც. ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაიწმინდება. კეთილდღეობა ხომ ყველას უნდა.

- ყველას გვინდა კეთილდღეობა, აქციის მონაწილეებს უნდათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია, რომ ეს ჩაწერეს კონსტიტუციაში და ამით გაამყარეს პოლიტიკური ვექტორი. ამ ქვეყანაში თითქოს ყველას ერთი მიზანი აქვს, რეალურად კი რა გვჭირს, ეს დაპირისპირება რის გამოა?

- პირველ რიგში, უნდობლობის გამო. ჩემი ხედვით არის რაღაცები, რაც ფარულად მიდის ან არც მიდის, მაგრამ როცა რაღაც გაუმჭვირვალედ ხდება, მერე ეჭვი ჩნდება, რომ ბევრი სხვა ამბავიც გაუმჭვირვალედ ხდება. მსოფლმხედველობებს შორის განსხვავებები ახლა უნდა დაახლოვდეს, მაგრამ ჩვენ ის სხვა მტერი გვგონია.

- სადამდე შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელდეს?

- გამოსავალი ერთობისკენ სვლაა, ამ ნარატივით სიარული ყველა მხრიდან. პირველ რიგში, ეს საზოგადოებაში უნდა მოხდეს. ხელისუფლება საზოგადოების დაკვეთის შემსრულებელი უნდა იყოს. მისი ძალაუფლების წყარო ხალხია. თუ ხალხი ერთობაში შეთანხმდება, განსხვავებულობების მიუხედავად, ერთი მიზანი რომ გვაქვს და ამ მიზნამდე ერთად უნდა მივიდეთ, მაშინ ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, სხვა შანსი არ დარჩება, მოუწევს მოუსმინოს ადამიანებს, თუ საჭირო გახდება ძალაუფლების დათმობა, დათმოს. ვიდრე გახლეჩილია საზოგადოება, მანამდე გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია.

- მიგაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლება ევროპული კურსიდან გადახვევას ცდილობს?

- მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამ ეტაპზე უღალატა საკუთარ საზოგადოებასთან გულწრფელი და ღია ურთიერთობის პრინციპს, ამას ნამდვილად ვგრძნობ. დანარჩენი უკვე ამ გულწრფელ ურთიერთობაში უნდა გაიხსნას. მე არ ვარ პოლიტოლოგი, პრემიერის განცხადებაზე რომ ვიმსჯელო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცნობილი განცხადება მოლაპარაკებების შეჩერებაზე, ცალსახად პროვოკაციულია. არ ვიცი, რა პროცედურებს გულისხმობდა ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, ეს განცხადება რომ არ გაკეთებულიყო და პროცედურულად რა შეიცვალა ამ განცხადებით, მაგრამ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, მაინც პროვოკაციულია.

საკითხს ძალიან მარტივად, ადამიანური ურთიერთობის პრიზმიდან შევხედოთ. ჩვენ გვინდა რაღაც ურთიერთობაში ვიყოთ ერთმანეთთან, მეორე მხარემ თქვა, ჯერ შესაბამისობაში ხარ მოსასვლელი ამ ურთიერთობაში ყოფნისთვისო. თუკი მე ვხურავ ამ მოლაპარაკებებს და ვამბობ, ჩემთვის ვიმუშავებ და მერე ვილაპარაკოთ, ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთიერთობაში ყოფნა დიდად არ მინდა, ეს მოლაპარაკებები დისკომფორტს მიქმნის. მე ვრისკავ და ხელიდან ვუშვებ შესაძლებლობას, დახმარება მივიღო ამ პროცესში. თუ მეორე მხარეს აქვს გამოცდილება, უკვე მისულია იმ წერტილამდე, სადაც მე უნდა მივიდე და მე ამ თემაზე მასთან ლაპარაკის შესაძლებლობას ხელიდან ვუშვებ, ეს მინიმუმ ირაციონალურია. დაახლოება მხოლოდ კომუნიკაციის საფუძველზე ხდება...განაგრძეთ კითხვა