ვაკეში შესაძლოა, 65-სართულიანი ცათამბჯენი აშენდეს. საუბარია, ჭავჭავაძის #49-ში, სპორტის უნივერსიტეტის შენობის ტერიტორიაზე, რომელიც 2022 წელის ბოლოს 11 მლნ ლარად გასხვისდა.
როგორც საკრებულოს წევრი საბა ბუაძე bpn.-ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, პირველადი პროექტით გათვალისწინებული იყო 49- სართულიანი ნაგებობის აშენება, რომელსაც მოგვიანებით 10 სართული დაემატა, ახლა კი, საკრებულოში ობიექტის 65 სართულამდე გაზრდისა და მისი იერსახის შეცვლის საკითხია შეტანილი.
საბა ბუაძის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულის განხილვა გადაიდო, თუმცა პროექტი დედაქალაქის მთავრობის მიერ მოწონებული და დამტკიცებულია.
ამასთან, ტერიტორიის ჯამური ფართობი 18664 კვ.მ-ია. აქედან 24,8 % საზოგადოებრივი დანიშნულებისთვის, ხოლო 75,2% საცხოვრებელი ფართისთვის გამოიყენება....განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები