ავტორი:

"ზელენსკი მადლობას გადაუხდის რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს და ივანიშვილს მშვიდობისთვის ასანქცირებენ" - რას წერს მდინარაძე

"ზელენსკი მადლობას გადაუხდის რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს  და ივანიშვილს მშვიდობისთვის ასანქცირებენ" - რას წერს მდინარაძე

ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების,“ - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ოპოზიციის შეფასებას ეხმაურება.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიცია სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას ზეიმობს.

“კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის: ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების.

ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები! ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას რომ ზეიმობენ“, - წერს მდინარაძე.

ის ასევე გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების გამო, აშშ-ს მადლობა გადაუხადა.

"ზელენსკი მადლობას გადაუხდის რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის - ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც" - წერს მდინარაძე.

წაიკითხეთ ასევე: