კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე დავდგე და ვიმღერო... მერე რომ დაგახურავენ თავზე, გწყინთ!" - მომღერლების პროტესტი: ვის საყვედურობს ნოდიკო ტატიშვილი
"როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე დავდგე და ვიმღერო... მერე რომ დაგახურავენ თავზე, გწყინთ!" - მომღერლების პროტესტი: ვის საყვედურობს ნოდიკო ტატიშვილი

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახალ წელს სცე­ნა­ზე დავ­დგე და ვიმ­ღე­რო, როცა ვიცი, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი ცი­ხე­ში ზის" - ეს სი­ტყვე­ბი მომ­ღე­რალ­მა ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა „ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. მე­ო­რე დღეს კი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" გა­ავ­რცე­ლა ქარ­დი, სა­დაც წერ­და, რომ 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს, ტა­ტიშ­ვი­ლი რეს­ტო­რან BEG CHEFS-ში იმ­ღე­რებს.

გავ­რცე­ლე­ბულ ქარდს, ნო­დი­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დო" უკვე ისე­თი სა­მარ­ცხვი­ნო ხარ, რაზე გე­ლა­პა­რა­კო არ ვიცი.

მერე რომ და­გა­ხუ­რა­ვენ თავ­ზე გწყინთ! ეს კონ­ცერ­ტი იყო და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც გა­უქ­მე­ბუ­ლია უკვე დიდი ხა­ნია! ეს აფი­შა ვინ და რა­ტომ დადო არ ვიცი, თქვენ გე­ცო­დი­ნე­ბათ.

ჩემს ნაც­ბობ-ახ­ლობ­ლებს მოგ­მარ­თავთ, მანდ ვინც მუ­შა­ობთ, ამ სა­მარ­ცხვი­ნო ტყუ­ილ­ზე შე­გიძ­ლი­ათ პა­სუ­ხი მოს­თხო­ვოთ თქვენს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას?" - და­წე­რა ტა­ტიშ­ვილ­მა.

მა­ლე­ვე მომ­ღერ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რეს­ტორ­ნის ბო­დი­ში მოჰ­ყვა.

„ბო­დიშს ვუხ­დით მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს შეც­დო­მის გამო, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მომ­ღე­რალ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში არ მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აფი­შა რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ჩვე­ნი შეც­დო­მის შე­დე­გია და ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ამოს გამო. კი­დევ ერთხელ ბო­დიშს ვუხ­დით მომ­ღე­რალს!“ - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი დე­კემ­ბერ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ტესტს გულ­შე­მატ­კივ­რობს და 27 დე­კემ­ბერს მუ­სი­კო­სე­ბი­სა და მსმე­ნე­ლე­ბის მარშში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"ამ­დენ­მა აქ­ცი­ებ­მა და მარ­შებ­მა ცხად­ყო, რომ 1.120.000 ამომ­რჩე­ველს ხმა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” არ მი­უ­ცია! ეს ისე­დაც ვი­ცო­დით, მაგ­რამ მა­ინც… უჰ, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ, ჩემო სა­ქარ­თვე­ლო“ - წერს, ერთ-ერთ ბოლო სტა­ტუს­ში მომ­ღე­რა­ლი.

რეს­ტორ­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ აფი­შა­ში, ტა­ტიშ­ვილ­თან ერ­თად ბა­თუ­მე­ლი მომ­ღე­რა­ლი ავთო აბეს­ლა­მი­ძეა მი­თი­თე­ბუ­ლი. ამ თე­მა­ზე მომ­ღე­რალს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ბა­თუმ­ში გალა-კონ­ცერ­ტზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა, თუმ­ცა სხვებს წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს და ასე­ვე მად­ლო­ბა უხ­დის სოფო ხალ­ვაშს, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს.

"მო­გე­სალ­მე­ბით ამ პოს­ტით ვი­ტყვი ჩემს სათ­ქმელს და გავ­ცემ პა­სუხს ყვე­ლა აქამ­დე დას­მულ შე­კი­თხვას არ ვთვლი , რომ 31-ში სა­ა­ხალ­წლო გალა კონ­ცერ­ტში , ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა სწო­რი..

ეს ჩემი პო­ზი­ცი­აა. მაგ­რამ, აქვე გა­ვუს­ვამ ხაზს იმას , რომ ყვე­ლა ის მო­ნა­წი­ლე, მუ­სი­კო­სი თუ მომ­ღე­რა­ლი ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს კონ­ცერ­ტში... ჩემი კო­ლე­გე­ბი არი­ან, უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან და ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქის ბა­თუ­მის შვი­ლე­ბი... მათ რა თქმა უნდა ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას. და ჩვენ მუ­სი­კო­სე­ბი ვიქ­ნე­ბით ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც ჩვენს წვლილს შე­ვი­ტანთ და მუ­სი­კით გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ მალე ორად გა­ყო­ფილ აზრს სა­ქარ­თვე­ლოს ისე არა­ფე­რი უხ­დე­ბა , რო­გორც ერ­თი­ა­ნო­ბა.

სოფო, შენ კი­დევ დიდი მად­ლო­ბა, ყვე­ლა მუ­სი­კო­სის სა­ხე­ლით რომ, ყო­ველ­თვის ხარ მათ გვერ­დით და კი იცი მიყ­ვარ­ხარ.“ - წერს აბეს­ლა­მი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე დავდგე და ვიმღერო... მერე რომ დაგახურავენ თავზე, გწყინთ!" - მომღერლების პროტესტი: ვის საყვედურობს ნოდიკო ტატიშვილი

"როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე დავდგე და ვიმღერო... მერე რომ დაგახურავენ თავზე, გწყინთ!" - მომღერლების პროტესტი: ვის საყვედურობს ნოდიკო ტატიშვილი

"როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე დავდგე და ვიმღერო, როცა ვიცი, რომ უდანაშაულო ხალხი ციხეში ზის" - ეს სიტყვები მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მეორე დღეს კი ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ქარდი, სადაც წერდა, რომ 31 დეკემბრის ღამეს, ტატიშვილი რესტორან BEG CHEFS-ში იმღერებს.

გავრცელებულ ქარდს, ნოდიკო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ტელეკომპანია "იმედო" უკვე ისეთი სამარცხვინო ხარ, რაზე გელაპარაკო არ ვიცი.

მერე რომ დაგახურავენ თავზე გწყინთ! ეს კონცერტი იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმებულია უკვე დიდი ხანია! ეს აფიშა ვინ და რატომ დადო არ ვიცი, თქვენ გეცოდინებათ.

ჩემს ნაცბობ-ახლობლებს მოგმართავთ, მანდ ვინც მუშაობთ, ამ სამარცხვინო ტყუილზე შეგიძლიათ პასუხი მოსთხოვოთ თქვენს ხელმძღვანელობას?" - დაწერა ტატიშვილმა.

მალევე მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რესტორნის ბოდიში მოჰყვა.

„ბოდიშს ვუხდით მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს შეცდომის გამო, რომელზეც ჩვენი რესტორნის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი. მომღერალმა რამდენიმე კვირით ადრე გაგვაფრთხილა, რომ საახალწლო კონცერტში არ მიიღებდა მონაწილეობას ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. აფიშა რომელიც ვრცელდება სოციალურ მედიაში ჩვენი შეცდომის შედეგია და ძალიან ვწუხვართ ამოს გამო. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით მომღერალს!“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნოდიკო ტატიშვილი დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს გულშემატკივრობს და 27 დეკემბერს მუსიკოსებისა და მსმენელების მარშში მონაწილეობდა.

"ამდენმა აქციებმა და მარშებმა ცხადყო, რომ 1.120.000 ამომრჩეველს ხმა “ქართული ოცნებისთვის” არ მიუცია! ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაინც… უჰ, როგორ მიყვარხარ, ჩემო საქართველო“ - წერს, ერთ-ერთ ბოლო სტატუსში მომღერალი.

რესტორნის მიერ გავრცელებულ აფიშაში, ტატიშვილთან ერთად ბათუმელი მომღერალი ავთო აბესლამიძეა მითითებული. ამ თემაზე მომღერალს განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმში გალა-კონცერტზე მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა სხვებს წარმატებას უსურვებს და ასევე მადლობა უხდის სოფო ხალვაშს, რომელიც ბათუმის მერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს.

"მოგესალმებით ამ პოსტით ვიტყვი ჩემს სათქმელს და გავცემ პასუხს ყველა აქამდე დასმულ შეკითხვას არ ვთვლი , რომ 31-ში საახალწლო გალა კონცერტში , ჩემი მონაწილეობის მიღება იქნება სწორი..

ეს ჩემი პოზიციაა. მაგრამ, აქვე გავუსვამ ხაზს იმას , რომ ყველა ის მონაწილე, მუსიკოსი თუ მომღერალი ვინც მონაწილეობას იღებს კონცერტში... ჩემი კოლეგები არიან, უმრავლესობა ჩემი მეგობრები არიან და ჩემი საყვარელი ქალაქის ბათუმის შვილები... მათ რა თქმა უნდა ვუსურვებ წარმატებას. და ჩვენ მუსიკოსები ვიქნებით ის ადამიანები ვინც ჩვენს წვლილს შევიტანთ და მუსიკით გავაერთიანებთ მალე ორად გაყოფილ აზრს საქართველოს ისე არაფერი უხდება , როგორც ერთიანობა.

სოფო, შენ კიდევ დიდი მადლობა, ყველა მუსიკოსის სახელით რომ, ყოველთვის ხარ მათ გვერდით და კი იცი მიყვარხარ.“ - წერს აბესლამიძე.