ავტორი:

“არ მეგონა რომ ე.წ “ჩადებები” კიდევ ხდებოდა! ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლებით არავინ არაა დაცული“ - ლიანა ჯოჯუას განცხადებით მის მამას “იარაღი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოკაინი ისე გაუფორმეს, რომ თვალითაც არ უნახავს!“

“არ მეგონა რომ ე.წ “ჩადებები” კიდევ ხდებოდა! ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლებით არავინ არაა დაცული“ - ლიანა ჯოჯუას განცხადებით მის მამას “იარაღი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოკაინი ისე გაუფორმეს, რომ თვალითაც არ უნახავს!“

UFC-ის ქართველი მებრძოლი ქალი ლიანა ჯოჯუა მამამისის, გელა ჯოჯუას დაკავების შესახებ წერს.

მისი თქმით, მის მამას საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაეწყო სამართლებრივი პრობლემები. როგორც მებრძოლი წერს, საბოლოოდ იარაღი და ნარკოტიკული საშუალება “ჩაუდეს“ და გელა ჯოჯუა ისე დააპატიმრეს.

  • “ჩემი მამა გელა ჯოჯუა თურქეთში 4 წლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაადეპორტეს საპასპორტო რეჟიმის დარღვევის გამო, როგორც საქართველოს მოქალაქე და დაიწყო პირველი უკანონობა. თბილისის აეროპორტში თითქმის ერთი კვირა ჰყავდათ უკანონოთ დაკავებული. იძულებულს მხდიდნენ ამეღო ბილეთები სხვადასხვა ქვეყანაში, რომ წამეყვანა.

რამდენჯერმე ცდისა და აეროპორტში ცხოვრების შემდეგ, იგი დააპატიმრეს. 9 თვის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა იმაზე, რომ მას შეეცვალა გვარი და დაეტოვებინა საქართველო რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა!

დაემუქრნენ ჯერ იარაღის და შემდეგ ნარკოტიკების ჩადებით, რომ დაალპობდნენ ციხეში!!! 9 თვიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ, ბოლო სიტყვით მოსამართლეს მიმართა რომ მას დაიჭერდნენ გასვლისთანავე იარაღის ან ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით, ამიტომ ჯობდა სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით 6 თვე დამატებით მიესაჯა.

მოსამართლე ჯინჯოლიამ იგი მაინც გაათავისუფლა და 5 დღეში დანაპირები აუსრულეს: იარაღი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოკაინი ისე გაუფორმეს, რომ თვალითაც არ უნახია! გადაღების საშუალება თურმე არ ჰქონდათ, ტელეფონები გაუფუჭდა თუ...

ერთი სიტყვით ბრძოლა გრძელდება სამართლებრივ სივრცეში… არ მეგონა რომ ჩემს ქვეყანაში ე.წ “ჩადებები” კიდევ ხდებოდა. სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლებით არავინ არაა დაცული,“ - წერს ლიანა ჯოჯუა.