ავტორი:

“პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი“ - რა განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყნის დატოვებამდე

“პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი“ - რა განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყნის დატოვებამდე

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში მისი გადადგომისა და ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.

შაიშმელაშვილმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით 3 დეკემბერს მიმართა.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა - ამის შესახებ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

“ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით“ - დაწერა შაიშმელაშვილმა და აეროპორტიდან ფოტო გაავრცელა.

  • როგორც მელაძის "შაბათის" ანონსიდან ხდება ცნობილი, შაიშმელაშვილს ქვეყნის დატოვების კონკრეტული მიზეზები აქვს.

“ეს ინტერვიუ რომ გავიდეს და მე აქ დავრჩე, შეიძლება მეორე დღეს ჩემს სახლში კილოგრამ ნახევარი კოკაინი ამოიღონ...

მჯეროდა და მწამდა რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი,“ - ისმის ინტერვიუს ნაწყვეტებიდან.

  • როგორც აღმოჩნდა, შაიშმელაშვილი პოსტის დატოვების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს შეუერთდა.

"ის, რომ ჩვენი შვილებისხელა ბავშვებს ქუჩაში, უმოწყალოდ სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, ამას ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვეღარ გავუძელი", - ამბობს გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი.

იხილეთ ასევე: