ავტორი:

2024 წლის მნიშვნელოვანი გამოცემები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი გამოცემები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ აგრძელებს ისეთი კლასიკური ნაწარმოებების თარგმნას, რომელიც აქამდე ქართულ ენაზე არ ყოფილა ხელმისაწვდომი, ასევე, აქტიურად გამოსცემს თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედებას, დოკუმენტურ, პროფესიულ თუ საბავშვო ლიტერატურას.

2024 წელსაც გამომცემლობამ სხვადასხვა დასამახსოვრებელი პროექტი თუ ცალკეული გამოცემა შემოგვთავაზა. მათ შორის არის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების 5-ტომეული და სხვა.

მიმდინარე წლის გამოცემებიდან გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ:

ნაირა გელაშვილის ეს ფსიქოლოგიური რომანი გამოიცა პროექტის ფარგლებში კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“.

„დედის ოთახი“ ერთი ოდნავ უჩვეულო ოჯახის ისტორიის რეტროსპექტივაა. ოჯახის წევრების რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტების ანალიზი, რასაც ავტორი არასტანდარტული თხრობის სტილით ახორციელებს. რომანის სქემატური აღნაგობა ამგვარია: მათე იწყებს დედის ოთახის ჩხრეკა-თვალიერებას და თითოეული ნივთი წარსულს ახსენებს მას. კედლის საათი პერიოდულად რეკავს და წარსულის სურათები ერთმანეთს კინოკადრებივით ცვლიან. შემდეგ დედის დღიურის კითხვას იწყებს და თხრობა პირველ პირში გადადის – ელენე ჰყვება თავის თავგადასავალს. თხრობაში ჩართულია ასევე ელენეს მამის ნაამბობი, მისი ოჯახის თავგადასავალი. საათის რეკვა კი როგორც ჟამის მდინარების მაუწყებელი, კვლავ გაურკვეველი ინტერვალებით ისმის იქამდე, ვიდრე მათე “მთლიანად“ არ გამოიკვლევს დედის საიდუმლოს.

„დათა თუთაშხია“ ჭაბუა ამირეჯიბის 5-ტომეულის ფარგლებში გამოიცა. ხუთტომეული აერთიანებს ავტორის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მემკვიდრეობას: XX საუკუნის უდიდესი რომანი „დათა თუთაშხია“, „გიორგი ბრწყინვალე“, „გორა მბორგალი“, „ფრაგმენტები“ - ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან.

რომანი „დათა თუთაშხია“ ქართულ ლიტერატურაში გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ღრმავდება და მკითხველის გულს დღევანდელობაშიც ეხება. დათა თუთაშხია, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი, განასახიერებს იმ არქეტიპულ სახეს, რომელიც ტოტალიტარიზმს, უსამართლობასა და მორალურ წნეხს უპირისპირდება.

„პროცესი“ გამოიცა „პალიტრა L-ის“ პროექტის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“.

კაფკას უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია. „პროცესი“ ასეთი წიგნია - აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა).

„ათასსახოვანი გმირმა“ მწერალ ჯოზეფ კემპბელს დიდი აღიარება მოუტანა მწერალს. კემპბელი ამ ნაწარმოებში შენიშნავდა, რომ კულტურული სახესხვაობების მიუხედავად, ყველა გმირი ერთ გზას გადის საბოლოო მიზნის მისაღწევად. მან გამოყო აღნიშნული თავგადასავლის თავისებურებები და მოახდინა მათი კლასიფიკაცია (მნიშვნელოვანია მისი დაკვირვებები გმირის მოგზაურობის არქეტიპულ სახეებზე). ჯოზეფ კემპბელი 1987 წელს გარდაიცვალა. 1988 წელს, ბილ მოიერსის სატელევიზიო ინტერვიუთა სერიამ, სახელწოდებით: „მითების ძალმოსილება“, ავტორი კიდევ ერთხელ აქცია მილიონობით ადამიანის ინტერესის ობიექტად.

ბერნარდინ ევარისტო ბრიტანელი მწერალია, რომლის რომანმა „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ 2019 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა. რომანი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2019 წელს თავის საყვარელ 19 წიგნს შორის დაასახელა. ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ევარისტო 2009 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, ხოლო 2020 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი გახდა.

თავის „მანიფესტში“ ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილებით გამდიდრებული მწერალი ჰყვება თავის ცხოვრებაზე, ამ პრიზმაში აქცევს ხელოვნების, რასის, შემოქმედებითობის, ფემინიზმის, სექსუალობის საკითხებსაც და, რაც მთავარია, ამას აკეთებს უშიშრად, შეულამაზებლად და ზოგჯერ შოკისმომგვრელი გულახდილობით.

„ზღაპარი“ მოგვითხრობს ჩარლი რიდის შესახებ, რომელიც შესანიშნავი მოსწავლე, სპორტსმენი და კარგი შვილია. როგორც აღმოჩნდა, ერთგული მეგობარიც, და როცა პირქუში განდეგილი ჰოვარდ ბუდიში კვდება, ბიჭი, ქონებასთან ერთად, მემკვიდრეობით კასეტასაც იღებს, სადაც უფროსი მეგობარი უცნაურ ამბავს უყვება... და იწყება ზღაპარი, სავსე თავგადასავლებით, შიშით, ტკივილით და, საბედნიეროდ, კეთილი დასასრულით.

თუ საშინელებათა ჟანრი გხიბლავთ, სტივენ კინგის ეს შესანიშნავი რომანი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

ამ და სხვა წიგნების სანახავად მიჰყევით ბმულს.

R