პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ სანეევი: "საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო"
ვიქტორ სანეევი: "საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო"

ავ­სტრა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ სიდ­ნე­ი­ში ერთი სა­ოც­რად ტკბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ამ ოჯახ­ში პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოა. მი­სა­ღებ ოთახ­ში კედ­ლებს თბი­ლი­სის ხე­დე­ბი ამ­შვე­ნებს, თა­რო­ებ­ზე კი უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი სუ­ვე­ნი­რია. ერთი სი­ტყვით, იო­ლად იგ­რძნობთ ქარ­თულ სულს...

სა­ნე­ე­ვე­ბის ოჯახ­ში ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მხვდე­ბი­ან. დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ყო­ველ­თვის დიდი სუფ­რა იშ­ლე­ბა და მრგვალ მა­გი­დას­თან ჩემი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლიც კი მაქვს. სუფ­რას ყო­ველ­თვის სა­გან­გე­ბოდ გა­და­ნა­ხუ­ლი ერთი ბოთ­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ამ­შვე­ნებს. ვსა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ყვე­ლა სა­დღეგ­რძე­ლო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თველ ხალ­ხს ეძღვნე­ბა.

სუფ­რის თა­მა­და კი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოჯა­ხის უფ­რო­სი ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვია, XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, მძლე­ოს­ნო­ბა­ში (სამხტომ­ში) სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი. ბა­ტონ ვიქ­ტორს არ უყ­ვარს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, ამი­ტომ კი­თხვებს გზა­დაგ­ზა, სა­დღეგ­რძე­ლო­ებს შო­რის ვუს­ვამ­დი.

- 1992 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა რომ აი­რია, ჩემს მე­უღ­ლე ია­ნას­თან და ვაჟ­თან, სან­დროს­თან ერ­თად ავ­სტრა­ლი­ა­ში წა­მო­ვე­დი. სიდ­ნე­ი­ში პრეს­ტი­ჟულ­მა კო­ლე­ჯ­მა "სენ ჯო­ზეფ­მა" კონ­ტრაქ­ტი გა­მი­ფორ­მა და ბინა და მან­ქა­ნაც მომ­ცა. კო­ლე­ჯში სა­ვარ­ჯი­შოდ კარ­გი პი­რო­ბე­ბი იყო, მაგ­რამ აქა­უ­რებს არ სურ­დათ მიზ­ნის მისაღ­წე­ვად ენერ­გი­ის სრუ­ლად და­ხარ­ჯვა, გა­მარ­ჯვე­ბა კი ამის გა­რე­შე რთუ­ლია.

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე გყავთ, სად შეხ­ვდით ერ­თმა­ნეთს?

- ია­ნას ძმას­თან ვმე­გობ­რობ­დი, ერ­თმა­ნე­თი სო­ხუმ­ში გა­ვი­ცა­ნით.

იანა: - ისე მი­ყუ­რებ­და ხოლ­მე, ვგრძნობ­დი, მოვ­წონ­დი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. არა­და, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ნამ­დვი­ლი "ვარ­სკვლავ­ბი­ჭუ­ნა" (იცი­ნის).

ვიქ­ტო­რი: - მოკ­ლედ, დიდი ენერ­გია დავ­ხარ­ჯე, რომ მისი ყუ­რა­დღე­ბა და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა.

იანა: - როცა მივ­ხვდი, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ჩემი გუ­ლიც და­ი­პყრო.

- ად­ვი­ლად დაგ­თან­ხმდათ იანა ავ­სტრა­ლი­ა­ში წა­მოს­ვლა­ზე?

ვიქ­ტო­რი: - რა თქმა უნდა, გა­უ­ჭირ­და ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის მი­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ასე მოხ­და. იანა ექი­მია და დღეს პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობს.

- სან­დროს არ სურ­და, თქვენს გზას გაჰ­ყო­ლო­და?

- სან­დროს კარ­გი სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მი აქვს, ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბაც ხელს უწყობს. სპორ­ტუ­ლი კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა და წარ­მა­ტე­ბაც ჰქონ­და, მაგ­რამ... შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ცუ­რა­ვეა, თა­მა­შობს კა­ლათ­ბურთს, მაგ­რამ ეს მის­თვის ჰო­ბია. სპორ­ტით, სხვა­თა შო­რის, ჩვენს ოჯახ­ში ია­ნას დის­შვი­ლი, პა­ტა­რა ჯორ­ჯია უფრო სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. კა­რა­ტე­სა და ჩოგ­ბურთზე და­დის. სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით ჯორ­ჯია და­ვარ­ქვით...

- სო­ხუმ­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- სო­ხუ­მი და­უ­ვი­წყა­რია. ყო­ველ­თვის მე­მახ­სოვ­რე­ბა ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის თა­ნად­გო­მა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მტკი­ვა გული. ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, კო­მუ­ნის­ტე­ბის ნა­ხე­ლა­ვია, გახ­ლი­ჩეს სა­ქარ­თვე­ლო და ახლა მისი გამ­თლი­ა­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას (ცრემ­ლი მო­ე­რია)...

- გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი სა­სი­ა­მოვ­ნოც ბევ­რი გაქვთ - უზარ­მა­ზა­რი წარ­მა­ტე­ბა ოლიმ­პი­ა­დებ­ში.

- 1968 წელს მე­ხი­კო­ში, XIX ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 17 მეტ­რი და 39 სან­ტი­მეტ­რი გა­დავ­ლა­ხე და ჩემ­პი­ო­ნო­ბას­თან ერ­თად მსოფ­ლიო რე­კორდსმე­ნის ტი­ტუ­ლი მო­ვი­პო­ვე. ეს ტი­ტუ­ლე­ბი სა­ხელ­გან­თქმულ პო­ლო­ნელ იუ­ზეფ შმი­დტს ჩა­მო­ვარ­თვი, უშე­ღა­ვა­თო და მძაფ­რი ბრძო­ლა იყო. 1972 წელს მი­უნ­ხენ­შიც შე­უ­პოვ­რად ვიბ­რძო­ლე. მე­ტო­ქე­ე­ბად შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოს­ტა­ტე­ბი მყავ­და, მაგ­რამ მა­ინც ვა­ჯო­ბე. 1976 წელს მონ­რე­ა­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში კი ჩემი მე­ტო­ქე ახალ­გაზ­რდა ბრა­ზი­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი ჟოაო ოლი­ვი­ე­რა იყო... სპორ­ტი ყო­ველ­თვის დიდ სი­ხა­რულ­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. ყო­ველ­თვის მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ვიბ­რძო­დი, ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მარ­ჯვე­ბა წი­ნა­ზე ძნე­ლად მო­დი­ო­და.

- ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბად რო­მელს მი­იჩ­ნევთ?

- მე­ხი­კოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას. ყვე­ლა­ზე დიდი ბრძო­ლა იქ გა­და­ვი­ტა­ნე. მახ­სოვს, სახ­ტომ ბი­ლიკ­ზე, ჰა­ერ­ში შე­ვამ­ჩნიე, რომ რე­კორ­დის აღმნიშ­ვნელ ალამს გავ­ცდი. ქვი­შა­ში ამოს­ვრი­ლი ვფიქ­რობ­დი, ნუთუ გა­ვი­მარ­ჯვე-მეთ­ქი.

- ამ­დენ­მა წარ­მა­ტე­ბამ ხომ არ გა­გა­თა­მა­მათ?

- (იღი­მის) რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა ჩა­მოხ­ვი­დე კვარ­ცხლბე­კი­დან, და­ი­ვი­წყო წარ­მა­ტე­ბა და მო­მა­ვალ ას­პა­რე­ზო­ბა­ზე იფიქ­რო. ისე, არას­დროს მი­ოც­ნე­ბია მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, ჩემ­თვის მთა­ვა­რი ყო­ველ­თვის სპორ­ტუ­ლი შე­დე­გი იყო.

- ვერ­ცხლი, რო­მე­ლიც ოქ­როდ ფა­სობს - რას გვე­ტყვით მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და­ზე?

- 1980 წლის ოლიმ­პი­ა­და (ჩა­ფიქ­რდა)... ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი მქონ­და. ტრავ­მე­ბი სა­შინ­ლად მა­წუ­ხებ­და, ია­ნაც და­ი­ღა­ლა ოლიმ­პი­ა­დებ­ში ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მე კი მა­ინც სტა­დი­ო­ნის­კენ გავ­რბო­დი ნე­ბის­მი­ერ ამინ­დში - წვი­მა­სა თუ თოვლში, თა­კა­რა მზე­ში. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვვარ­ჯი­შობ­დი... ოქ­როს მედ­ლამ­დე 20 სან­ტი­მეტ­რი და­მაკ­ლდა, 17 მეტრსა და 24 სან­ტი­მეტრზე გა­დავ­ხტი. ეს კი ვერ­ცხლის მე­და­ლი იყო.

- რო­გორც ვიცი, მსა­ჯებ­მა თქვენს მთა­ვარ მე­ტო­ქეს რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რი წა­უ­მა­ტეს...

- იააკ უუდ­მი­ა­ეს ბრა­ლი არ არის, რომ ვი­ღაც უღირ­სმა მო­ხე­ლე­ებ­მა მისი ნახ­ტო­მის გა­ზომ­ვი­სას რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რი აჩუ­ქეს. მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი სამხტომ­ში მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ კი, დიდ სპორ­ტში მხო­ლოდ ნი­ჭის ამა­რა ვერ იქ­ნე­ბი. არ უნდა გე­ზა­რე­ბო­დეს ვარ­ჯი­ში, მში­შა­რა არ უნდა იყო, არ უნდა გქონ­დეს წა­გე­ბის კომ­პლექ­სი. ყვე­ლა­ზე დამ­ღუპ­ვე­ლი კი შენი წა­გე­ბის სხვის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბაა.

- ოდეს­მე დო­პინ­გი, სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბი მი­გი­ღი­ათ?

- ხატ­ზე და­ვი­ფი­ცებ, რომ არა­ვი­თარ სტი­მუ­ლა­ტორს არ ვი­ღებ­დი. ეს ჩემი პრინ­ცი­პი იყო.

- რას ფიქ­რობთ დღე­ვან­დელ ქარ­თულ სპორტზე?

- რად­გან ქარ­თულ სპორ­ტში მეც გა­მი­კე­თე­ბია საქ­მე, უფ­ლე­ბა მაქვს, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ბიზ­ნეს­მე­ნებს ვთხო­ვო, რომ დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყონ ხელი სპორ­ტსმე­ნებ­სა და მწვრთნე­ლებს. ჩა­უც­მელ-და­უ­ხუ­რა­ვი, უჭ­მელ-უს­მე­ლი, ფი­ზი­კუ­რად არა­ჯან­სა­ღი და ყო­ველ­გვარ სტი­მულს მოკ­ლე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნის იმე­დად ვერ ვიქ­ნე­ბით.

- აი, ვსხედ­ვართ თქვენს ულა­მა­ზეს ეზო­ში, წინ მშვე­ნი­ე­რი ბა­ღია, რო­მე­ლიც თვი­თონ­ვე გა­ა­შე­ნეთ. ალ­ბათ, დიდი ენერ­გია და­ხარ­ჯეთ მის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად!

- თუ საქ­მე გიყ­ვარს, მუ­შა­ო­ბით არ იღ­ლე­ბი. მე კი ამ ბაღ­ში ფუს­ფუ­სი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მიყ­ვარს ძაღ­ლე­ბიც. განა არ მინ­და, რომ მყავ­დეს? მაგ­რამ ძაღ­ლი პა­ტა­რა ბავ­შვი­ვი­თაა, მოვ­ლა და პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა, ჩვენ კი ამის დრო არ გვაქვს. შენი ძაღ­ლი, ჯი­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გახ­სოვს, ჩვენ­თან რომ იყო სტუმ­რად? ბაღ­ში თა­მა­შობ­და, ცელ­ქობ­და... ჯიბა გვას­ტუმ­რე ხოლ­მე ხში­რად (იღი­მის).

- აუ­ცი­ლებ­ლად. ჰო, მარ­თლა, ია­ნას ვუ­თხა­რი, რომ თქვე­ნი გა­მომ­ცხვა­რი ხა­ჭა­პუ­რი უგემ­რი­ე­ლე­სია.

- ჰოდა, კი­დევ რომ მეწ­ვე­ვი, ერ­თად გა­მო­ვა­ცხოთ ხა­ჭა­პუ­რი (იცი­ნის).

- დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით. თქვენ მუ­დამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხართ. ადრე რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ მათ­თან?

- ნორ­მა­ლუ­რი. ვცდი­ლობ­დი ამო­მეც­ნო, რა კი­თხვას და­მის­ვამ­დნენ. სხვა­თა შო­რის, გა­ზე­თე­ბი­დან და ჟურ­ნა­ლე­ბი­დან ამო­ნაჭ­რე­ბით სავ­სე ორი დიდი ჩე­მო­და­ნი მაქვს შინ, დე­და­ჩე­მი აგ­რო­ვებ­და. სევ­და რომ შე­მო­მაწ­ვე­ბა, ვათ­ვა­ლი­ე­რებ - ძველ დროს ვიხ­სე­ნებ. ახლა კი ჩემს კო­ლექ­ცი­ას გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლეც" შე­ე­მა­ტე­ბა.

- 2005 წელს, 13-წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას პირ­ვე­ლად რო­მე­ლი ად­გი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლეთ?

- ძვე­ლი თბი­ლი­სი, რო­მე­ლიც მე და ია­ნას გან­სა­კუთ­რე­ბით გვიყ­ვარს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებთ?

- ვნა­ხოთ... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ვა­ლიე. სა­ქარ­თვე­ლო იყო და არის ჩემი სამ­შობ­ლო.

თა­თუ­ლი ბარ­თა­ია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი ”ყვე­ლა სი­ახ­ლე”

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გიორგი
0

დიდხანს სიცოცხლესა და მაგარ ჯანმთელობას ვუსურვებ ბატონ ვიქტორს, მის ოჯახთან ერთად. დაგლოცოს ღმერთმა, ბატონო ვიქტორ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვიქტორ სანეევი: "საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო"

ვიქტორ სანეევი: "საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო"

ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ერთი საოცრად ტკბილი და სტუმართმოყვარე ოჯახი ცხოვრობს. ამ ოჯახში პატარა საქართველოა. მისაღებ ოთახში კედლებს თბილისის ხედები ამშვენებს, თაროებზე კი უამრავი ქართული სუვენირია. ერთი სიტყვით, იოლად იგრძნობთ ქართულ სულს...

სანეევების ოჯახში ყოველთვის დიდი სიყვარულით მხვდებიან. დღესასწაულებზე ყოველთვის დიდი სუფრა იშლება და მრგვალ მაგიდასთან ჩემი კუთვნილი ადგილიც კი მაქვს. სუფრას ყოველთვის საგანგებოდ გადანახული ერთი ბოთლი ქართული ღვინო ამშვენებს. ვსაუბრობთ საქართველოზე და ყველა სადღეგრძელო საქართველოსა და ქართველ ხალხს ეძღვნება.

სუფრის თამადა კი, ტრადიციულად, ოჯახის უფროსი ვიქტორ სანეევია, XX საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი, მძლეოსნობაში (სამხტომში) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი. ბატონ ვიქტორს არ უყვარს ინტერვიუები, ამიტომ კითხვებს გზადაგზა, სადღეგრძელოებს შორის ვუსვამდი.

- 1992 წელს, საქართველოში ცხოვრება რომ აირია, ჩემს მეუღლე იანასთან და ვაჟთან, სანდროსთან ერთად ავსტრალიაში წამოვედი. სიდნეიში პრესტიჟულმა კოლეჯმა "სენ ჯოზეფმა" კონტრაქტი გამიფორმა და ბინა და მანქანაც მომცა. კოლეჯში სავარჯიშოდ კარგი პირობები იყო, მაგრამ აქაურებს არ სურდათ მიზნის მისაღწევად ენერგიის სრულად დახარჯვა, გამარჯვება კი ამის გარეშე რთულია.

- არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ, სად შეხვდით ერთმანეთს?

- იანას ძმასთან ვმეგობრობდი, ერთმანეთი სოხუმში გავიცანით.

იანა: - ისე მიყურებდა ხოლმე, ვგრძნობდი, მოვწონდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. არადა, ძალიან პოპულარული იყო, ნამდვილი "ვარსკვლავბიჭუნა" (იცინის).

ვიქტორი: - მოკლედ, დიდი ენერგია დავხარჯე, რომ მისი ყურადღება დამემსახურებინა.

იანა: - როცა მივხვდი, რომ კარგი ადამიანი იყო, ჩემი გულიც დაიპყრო.

- ადვილად დაგთანხმდათ იანა ავსტრალიაში წამოსვლაზე?

ვიქტორი: - რა თქმა უნდა, გაუჭირდა ახლობლების, მეგობრების მიტოვება, მაგრამ ასე მოხდა. იანა ექიმია და დღეს პროფესიით მუშაობს.

- სანდროს არ სურდა, თქვენს გზას გაჰყოლოდა?

- სანდროს კარგი სპორტული მონაცემი აქვს, ათლეტური აღნაგობაც ხელს უწყობს. სპორტული კოლეჯი დაამთავრა და წარმატებაც ჰქონდა, მაგრამ... შესანიშნავი მოცურავეა, თამაშობს კალათბურთს, მაგრამ ეს მისთვის ჰობია. სპორტით, სხვათა შორის, ჩვენს ოჯახში იანას დისშვილი, პატარა ჯორჯია უფრო სერიოზულადაა დაინტერესებული. კარატესა და ჩოგბურთზე დადის. საქართველოს სიყვარულით ჯორჯია დავარქვით...

- სოხუმში გატარებულ წლებზეც გვიამბეთ.

- სოხუმი დაუვიწყარია. ყოველთვის მემახსოვრება ახლობლების, მეგობრების თანადგომა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა გული. ყველაფერი, რაც მოხდა, კომუნისტების ნახელავია, გახლიჩეს საქართველო და ახლა მისი გამთლიანება ძალიან რთულია. ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობას (ცრემლი მოერია)...

- გასახსენებელი სასიამოვნოც ბევრი გაქვთ - უზარმაზარი წარმატება ოლიმპიადებში.

- 1968 წელს მეხიკოში, XIX ოლიმპიურ თამაშებზე 17 მეტრი და 39 სანტიმეტრი გადავლახე და ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული მოვიპოვე. ეს ტიტულები სახელგანთქმულ პოლონელ იუზეფ შმიდტს ჩამოვართვი, უშეღავათო და მძაფრი ბრძოლა იყო. 1972 წელს მიუნხენშიც შეუპოვრად ვიბრძოლე. მეტოქეებად შესანიშნავი ოსტატები მყავდა, მაგრამ მაინც ვაჯობე. 1976 წელს მონრეალის ოლიმპიურ თამაშებში კი ჩემი მეტოქე ახალგაზრდა ბრაზილიელი სპორტსმენი ჟოაო ოლივიერა იყო... სპორტი ყოველთვის დიდ სიხარულსა და სიამოვნებას მანიჭებდა. ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდი, ყოველი ახალი გამარჯვება წინაზე ძნელად მოდიოდა.

- ყველაზე დიდ წარმატებად რომელს მიიჩნევთ?

- მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას. ყველაზე დიდი ბრძოლა იქ გადავიტანე. მახსოვს, სახტომ ბილიკზე, ჰაერში შევამჩნიე, რომ რეკორდის აღმნიშვნელ ალამს გავცდი. ქვიშაში ამოსვრილი ვფიქრობდი, ნუთუ გავიმარჯვე-მეთქი.

- ამდენმა წარმატებამ ხომ არ გაგათამამათ?

- (იღიმის) რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოხვიდე კვარცხლბეკიდან, დაივიწყო წარმატება და მომავალ ასპარეზობაზე იფიქრო. ისე, არასდროს მიოცნებია მატერიალურ კეთილდღეობაზე, ჩემთვის მთავარი ყოველთვის სპორტული შედეგი იყო.

- ვერცხლი, რომელიც ოქროდ ფასობს - რას გვეტყვით მოსკოვის ოლიმპიადაზე?

- 1980 წლის ოლიმპიადა (ჩაფიქრდა)... ურთულესი პერიოდი მქონდა. ტრავმები საშინლად მაწუხებდა, იანაც დაიღალა ოლიმპიადებში ჩემი მონაწილეობით. მე კი მაინც სტადიონისკენ გავრბოდი ნებისმიერ ამინდში - წვიმასა თუ თოვლში, თაკარა მზეში. მთელი დღის განმავლობაში ვვარჯიშობდი... ოქროს მედლამდე 20 სანტიმეტრი დამაკლდა, 17 მეტრსა და 24 სანტიმეტრზე გადავხტი. ეს კი ვერცხლის მედალი იყო.

- როგორც ვიცი, მსაჯებმა თქვენს მთავარ მეტოქეს რამდენიმე სანტიმეტრი წაუმატეს...

- იააკ უუდმიაეს ბრალი არ არის, რომ ვიღაც უღირსმა მოხელეებმა მისი ნახტომის გაზომვისას რამდენიმე სანტიმეტრი აჩუქეს. მოსკოვის ოლიმპიადის ჩემპიონი სამხტომში მე უნდა ვყოფილიყავი. საერთოდ კი, დიდ სპორტში მხოლოდ ნიჭის ამარა ვერ იქნები. არ უნდა გეზარებოდეს ვარჯიში, მშიშარა არ უნდა იყო, არ უნდა გქონდეს წაგების კომპლექსი. ყველაზე დამღუპველი კი შენი წაგების სხვისთვის გადაბრალებაა.

- ოდესმე დოპინგი, სტიმულატორები მიგიღიათ?

- ხატზე დავიფიცებ, რომ არავითარ სტიმულატორს არ ვიღებდი. ეს ჩემი პრინციპი იყო.

- რას ფიქრობთ დღევანდელ ქართულ სპორტზე?

- რადგან ქართულ სპორტში მეც გამიკეთებია საქმე, უფლება მაქვს, ქვეყნის ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს ვთხოვო, რომ დღევანდელი ვითარების მიუხედავად, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სპორტსმენებსა და მწვრთნელებს. ჩაუცმელ-დაუხურავი, უჭმელ-უსმელი, ფიზიკურად არაჯანსაღი და ყოველგვარ სტიმულს მოკლებული სპორტსმენის იმედად ვერ ვიქნებით.

- აი, ვსხედვართ თქვენს ულამაზეს ეზოში, წინ მშვენიერი ბაღია, რომელიც თვითონვე გააშენეთ. ალბათ, დიდი ენერგია დახარჯეთ მის გასალამაზებლად!

- თუ საქმე გიყვარს, მუშაობით არ იღლები. მე კი ამ ბაღში ფუსფუსი ძალიან მიყვარს. მიყვარს ძაღლებიც. განა არ მინდა, რომ მყავდეს? მაგრამ ძაღლი პატარა ბავშვივითაა, მოვლა და პატრონობა სჭირდება, ჩვენ კი ამის დრო არ გვაქვს. შენი ძაღლი, ჯიბაც ძალიან მიყვარს. გახსოვს, ჩვენთან რომ იყო სტუმრად? ბაღში თამაშობდა, ცელქობდა... ჯიბა გვასტუმრე ხოლმე ხშირად (იღიმის).

- აუცილებლად. ჰო, მართლა, იანას ვუთხარი, რომ თქვენი გამომცხვარი ხაჭაპური უგემრიელესია.

- ჰოდა, კიდევ რომ მეწვევი, ერთად გამოვაცხოთ ხაჭაპური (იცინის).

- დიდი სიამოვნებით. თქვენ მუდამ ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ხართ. ადრე როგორი ურთიერთობა გქონდათ მათთან?

- ნორმალური. ვცდილობდი ამომეცნო, რა კითხვას დამისვამდნენ. სხვათა შორის, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრებით სავსე ორი დიდი ჩემოდანი მაქვს შინ, დედაჩემი აგროვებდა. სევდა რომ შემომაწვება, ვათვალიერებ - ძველ დროს ვიხსენებ. ახლა კი ჩემს კოლექციას გაზეთი "ყველა სიახლეც" შეემატება.

- 2005 წელს, 13-წლიანი განშორების შემდეგ, საქართველოში სტუმრობისას პირველად რომელი ადგილი მოინახულეთ?

- ძველი თბილისი, რომელიც მე და იანას განსაკუთრებით გვიყვარს.

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- ვნახოთ... მთელი ცხოვრება საქართველოს შევალიე. საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო.

თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)