კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რის გაკეთებას აპირებთ კვირას, როცა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი?" - როგორ უპასუხა პრეზიდენტმა Rest Is Politics-ის კითხვას
"რის გაკეთებას აპირებთ კვირას, როცა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი?" - როგორ უპასუხა პრეზიდენტმა Rest Is Politics-ის კითხვას

პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას კა­ნო­ნი­ე­რი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩე­ბი პრე­ზი­დენ­ტად და ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. ეს არის ის, რაც ყვე­ლამ უნდა იცო­დეს. დე­ტა­ლე­ბი კვი­რას გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ტა­ნულ პოდ­კასტ Rest Is Politics-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებს კვი­რას, რო­დე­საც მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­აა და­გეგ­მი­ლი, პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ამის შე­სა­ხებ კვი­რას გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ამ შე­კი­თხვა­ზე ვერ გი­პა­სუ­ხებთ, რად­გან მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ კვი­რის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ კვი­რას უნდა გა­ი­გოს და არა მა­ნამ­დე. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც უნდა ვი­ცო­დეთ კვი­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის ის, რომ პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებს, ისე­ვე რო­გორც ინა­უ­გუ­რა­ცი­ას კა­ნო­ნი­ე­რი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩე­ბი პრე­ზი­დენ­ტად და ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. ეს არის ის, რაც ყვე­ლამ უნდა იცო­დეს. დე­ტა­ლე­ბი კვი­რას გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

ცნო­ბის­თვის, სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე არ­ჩე­უ­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ფიცს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში და­დებს. ინა­უ­გუ­რა­ცია 29 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­რე­მო­ნია 11:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ მათი მო­ვა­ლე­ო­ბაა გა­აფრ­თხი­ლონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, არ ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, არ მო­უ­წი­ოს თა­ვა­დაც ამ ულა­მა­ზო სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ეს არის არა­მარ­ტო ჩვე­ნი უფ­ლე­ბა, არა­მედ ეს არის ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არა რეპ­რე­სი­ის­კენ, არა­მედ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის­კენ. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, არის და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გა­ვაფრ­თხი­ლოთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. და­მე­თან­ხმე­ბით, ძა­ლი­ან ცუდი სუ­რა­თი იქ­ნე­ბა ჩვენ, რომ მოგ­ვი­წი­ოს მისი გა­მოყ­ვა­ნა რე­ზი­დენ­ცი­ი­დან ძა­ლით და გა­დაყ­ვა­ნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სა­სურ­ვე­ლი სუ­რა­თი. ეს შე­იძ­ლე­ბა აწყობ­დეთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პატ­რო­ნებს და შე­იძ­ლე­ბა მის­ცენ ასე­თი და­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბა ლა­მა­ზი, ასე ვი­ტყო­დი. ესეც ქვე­ყა­ნას, რა თქმა უნდა, არ და­აქ­ცევს, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ არ იქ­ნე­ბა ლა­მა­ზი სუ­რა­თი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა გა­ვაფრ­თხი­ლოთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რომ არ ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, არ მო­უ­წი­ოს თა­ვა­დაც ამ ულა­მა­ზო სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რის გაკეთებას აპირებთ კვირას, როცა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი?" - როგორ უპასუხა პრეზიდენტმა Rest Is Politics-ის კითხვას

"რის გაკეთებას აპირებთ კვირას, როცა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი?" - როგორ უპასუხა პრეზიდენტმა Rest Is Politics-ის კითხვას

პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.

"ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათი მოვალეობაა გააფრთხილონ სალომე ზურაბიშვილი, არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა.

"ეს არის არამარტო ჩვენი უფლება, არამედ ეს არის ჩვენი მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არის დანაშაულის პრევენცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი. დამეთანხმებით, ძალიან ცუდი სურათი იქნება ჩვენ, რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი. ეს შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი, ასე ვიტყოდი. ესეც ქვეყანას, რა თქმა უნდა, არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა“, - განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: