სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაჩუკი ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება, მის თვალწინ ვიზრდებოდი... პირველი ჭიქა ღვინოც ბაჩუკის ოჯახში გავსინჯე" - რას წერს ნიკა მელია
"ბაჩუკი ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება, მის თვალწინ ვიზრდებოდი... პირველი ჭიქა ღვინოც ბაჩუკის ოჯახში გავსინჯე" - რას წერს ნიკა მელია

54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კო­სი, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი ქარ­და­ვას მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც კუ­ჭის წყლუ­ლი გა­უს­კდა და სის­ხლდე­ნა და­ე­წყო. სამ­წუ­ხა­როდ ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

კო­ა­ლი­ცია "ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია ქარ­და­ვას შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა­ზე უკვე წარ­სულ­ში გვი­წევს სა­უ­ბა­რი. ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა ჩემ­თვის პი­რა­დად, უპირ­ვე­ლე­სად ბავ­შვო­ბას­თან, ზუგ­დიდ­თან ასო­ცირ­დე­ბა. მარ­თლაც მის თვალ­წინ ვიზ­რდე­ბო­დი. ყო­ველ ზა­ფხულს ზუგ­დიდ­ში ვა­ტა­რებ­დი, ჩვენს მე­ზობ­ლად, ვარ­შა­ვის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­დნენ ძმე­ბი ბა­ჩუ­კი და ელ­გუ­ჯა ქარ­და­ვე­ბი. ბა­ჩუ­კი ჩემ­ზე 10 წლით უფ­რო­სი იყო...

ბევ­რი რამ მა­კავ­ში­რებს ამ პა­ტა­რა ქუ­ჩას­თან, ბევ­რი რამ მახ­სოვს - აგუ­რე­ბით მო­ნიშ­ნულ კარ­ში ფეხ­ბურ­თის თა­მა­შით და­წყე­ბუ­ლი, მე­ზობ­ლე­ბის ბა­ღე­ბი­დან თხი­ლი­სა და ბუშ­მა­ლის მო­პარ­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

პირ­ვე­ლი ჭიქა ღვი­ნოც ბა­ჩუ­კის ოჯახ­ში გავ­სინ­ჯე და იმ პირ­ვე­ლი­ვე ჭი­ქით დავ­თვე­რი კი­დეც - პა­ტა­რა ვი­ყა­ვი... მერე ბა­ჩუ­კი ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში შე­ვი­და, მა­შინ ვერც ვხვდე­ბო­დი სად და რას აკე­თებ­და...

რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ შემ­დეგ­ში ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, მაგ­რამ დღე­საც და ყო­ველ­თვის, ბა­ჩუ­კის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მუ­დამ სხვა ემო­ცია მა­კავ­ში­რებ­და, პირ­ვე­ლი ყო­ველ­თვის ზუგ­დი­დი და ბავ­შვო­ბა მახ­სენ­დე­ბო­და და მერე პო­ლი­ტი­კა და სხვა ყვე­ლა­ფე­რი. მისი მხრი­და­ნაც სხვა ტი­პის სიყ­ვა­რულს და სით­ბოს ვგრძნობ­დი მუ­დამ... ნა­თე­ლი მის სულს. ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის ღრმა მწუ­ხა­რე­ბას" - წერს მე­ლია.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ბაჩუკი ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება, მის თვალწინ ვიზრდებოდი... პირველი ჭიქა ღვინოც ბაჩუკის ოჯახში გავსინჯე" - რას წერს ნიკა მელია

"ბაჩუკი ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება, მის თვალწინ ვიზრდებოდი... პირველი ჭიქა ღვინოც ბაჩუკის ოჯახში გავსინჯე" - რას წერს ნიკა მელია

54 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ქარდავას მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც კუჭის წყლული გაუსკდა და სისხლდენა დაეწყო. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ქარდავას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ბაჩუკი ქარდავაზე უკვე წარსულში გვიწევს საუბარი. ბაჩუკი ქარდავა ჩემთვის პირადად, უპირველესად ბავშვობასთან, ზუგდიდთან ასოცირდება. მართლაც მის თვალწინ ვიზრდებოდი. ყოველ ზაფხულს ზუგდიდში ვატარებდი, ჩვენს მეზობლად, ვარშავის ქუჩაზე ცხოვრობდნენ ძმები ბაჩუკი და ელგუჯა ქარდავები. ბაჩუკი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო...

ბევრი რამ მაკავშირებს ამ პატარა ქუჩასთან, ბევრი რამ მახსოვს - აგურებით მონიშნულ კარში ფეხბურთის თამაშით დაწყებული, მეზობლების ბაღებიდან თხილისა და ბუშმალის მოპარვით დამთავრებული.

პირველი ჭიქა ღვინოც ბაჩუკის ოჯახში გავსინჯე და იმ პირველივე ჭიქით დავთვერი კიდეც - პატარა ვიყავი... მერე ბაჩუკი ეროვნულ მოძრაობაში შევიდა, მაშინ ვერც ვხვდებოდი სად და რას აკეთებდა...

რას წარმოვიდგენდი თუ შემდეგში ერთად ვიქნებოდით ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ დღესაც და ყოველთვის, ბაჩუკისთან ურთიერთობაში, მუდამ სხვა ემოცია მაკავშირებდა, პირველი ყოველთვის ზუგდიდი და ბავშვობა მახსენდებოდა და მერე პოლიტიკა და სხვა ყველაფერი. მისი მხრიდანაც სხვა ტიპის სიყვარულს და სითბოს ვგრძნობდი მუდამ... ნათელი მის სულს. ვიზიარებ ოჯახის ღრმა მწუხარებას" - წერს მელია.

ნახეთ ასევე: