Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი რომ მოხვედროდა, დალურჯება ექნებოდა - სიმღერის "მშვიდობით“ ტექსტიც მეტყველებს მის პიროვნებაზე" - ადვოკატი
"აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი რომ მოხვედროდა, დალურჯება ექნებოდა - სიმღერის "მშვიდობით“ ტექსტიც მეტყველებს მის პიროვნებაზე" - ადვოკატი

აჩი­კო მე­ფა­რი­ძის გა­ქა­ნე­ბუ­ლი მუშ­ტი და­ზა­რა­ლე­ბულს სა­ხე­ში რომ მოხ­ვედ­რო­და, მას გა­ცი­ლე­ბით დიდი და­ზი­ა­ნე­ბა, და­ლურ­ჯე­ბა ექ­ნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლის, არ­ჩილ მე­ფა­რი­ძის ად­ვო­კატ­მა ხა­ტია ხერ­ხე­უ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ის ამ წუ­თებ­ში სა­სა­მარ­თლო­ში დას­კვნით სი­ტყვას წარ­მით­ქვამს.

  • რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ლელა ჯუ­ღე­ლი ჩვე­ნე­ბის დროს იტყუ­ე­ბო­და და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა მისი ჩვე­ნე­ბის სან­დო­ო­ბას ვერ ქმნის. ად­ვო­კა­ტის თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იტყუ­ე­ბა, როცა ამ­ბობს, რომ მას მე­ფა­რი­ძემ არა­ერ­თხელ და­არ­ტყა.

"აჩი­კო მე­ფა­რი­ძის გა­ქა­ნე­ბუ­ლი მუშ­ტი და­ზა­რა­ლე­ბულს რომ მოხ­ვედ­რო­და, მას გა­ცი­ლე­ბით დიდი და­ზი­ა­ნე­ბა, და­ლურ­ჯე­ბა ექ­ნე­ბო­და",- გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩილ მე­ფა­რი­ძე არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლის­კენ მიდ­რე­კი­ლი არ არის და გარ­და იმი­სა, რომ მომ­ღე­რა­ლია, ის პრო­ფე­სი­ით ექი­მია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ­და.

"სიმ­ღე­რის - "მშვი­დო­ბით" ტექ­სტიც ბევ­რს მე­ტყვე­ლებს მის პი­როვ­ნე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად ცდი­ლობ­და მე­ფა­რი­ძის „წა­მო­კი­დე­ბას“.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მე­ფა­რი­ძეს მის­თვის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბის გან­ზრახ­ვა რომ ჰქო­ნო­და, მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და.

ხერ­ხე­უ­ლი­ძის თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის გარ­და, მე­ფა­რი­ძის მხრი­დან მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ვერ დას­ტურ­დე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვერ გა­მო­იკ­ვე­თა და ვერ და­დას­ტურ­და, თუ რა­ტომ სურ­და ბრალ­დე­ბულს მსხვერ­პლის შე­ში­ნე­ბა.

"მა­ხინ­ჯოო" უთხრა, მაგ­რამ ამ სი­ტყვის თქმის გამო, პი­რის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ სან­დო­ო­ბა ნუ­ლია და სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა­ფე­რი ობი­ექ­ტუ­რად უნდა შე­ა­ფა­სოს.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა 2022 წლის 7 აპ­რილს, ჭავ­ჭა­ვა­ძის 33-ში მოხ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ლელა ჯუ­ღე­ლი აცხა­დებს, რომ მას მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბის დროს მომ­ღე­რა­ლი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, ამას­თან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც მი­ა­ყე­ნა.

აჩი­კო მე­ფა­რი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ძა­ლა­დო­ბა­სა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი რომ მოხვედროდა, დალურჯება ექნებოდა - სიმღერის "მშვიდობით“ ტექსტიც მეტყველებს მის პიროვნებაზე" - ადვოკატი

"აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი რომ მოხვედროდა, დალურჯება ექნებოდა - სიმღერის "მშვიდობით“ ტექსტიც მეტყველებს მის პიროვნებაზე" - ადვოკატი

აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს სახეში რომ მოხვედროდა, მას გაცილებით დიდი დაზიანება, დალურჯება ექნებოდა, - ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, არჩილ მეფარიძის ადვოკატმა ხატია ხერხეულიძემ განაცხადა.

ის ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმითქვამს.

  • როგორც ადვოკატი განმარტავს, დაზარალებული ლელა ჯუღელი ჩვენების დროს იტყუებოდა და მტკიცებულებათა ერთობლიობა მისი ჩვენების სანდოობას ვერ ქმნის. ადვოკატის თქმით, დაზარალებული იტყუება, როცა ამბობს, რომ მას მეფარიძემ არაერთხელ დაარტყა.

"აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს რომ მოხვედროდა, მას გაცილებით დიდი დაზიანება, დალურჯება ექნებოდა",- განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, არჩილ მეფარიძე არანაირი დანაშაულისკენ მიდრეკილი არ არის და გარდა იმისა, რომ მომღერალია, ის პროფესიით ექიმია და წლების განმავლობაში ამ პროფესიით მუშაობდა.

"სიმღერის - "მშვიდობით" ტექსტიც ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, დაზარალებული პროვოკაციულად ცდილობდა მეფარიძის „წამოკიდებას“.

მისივე განმარტებით, მეფარიძეს მისთვის დაზიანების მიყენების განზრახვა რომ ჰქონოდა, მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას მისცემდა.

ხერხეულიძის თქმით, დაზარალებულის ჩვენების გარდა, მეფარიძის მხრიდან მუქარის განხორციელება სხვა მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. მისივე განმარტებით, ვერ გამოიკვეთა და ვერ დადასტურდა, თუ რატომ სურდა ბრალდებულს მსხვერპლის შეშინება.

"მახინჯოო" უთხრა, მაგრამ ამ სიტყვის თქმის გამო, პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია", - განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულის მიმართ სანდოობა ნულია და სასამართლომ ყველაფერი ობიექტურად უნდა შეაფასოს.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.