ამერიკის შეერთებული შტატების შორეულ კუთხეში მდებარეობს ქალაქი, რომელიც სხვას არ ჰგავს. ქალაქის მთელი მოსახლეობა ცხოვრობს და მუშაობს ერთ ჭერქვეშ - 14-სართულიან შენობაში და მთელ დღეებს მის კედლებში ატარებს.
"ცივი ომის" დროს აქ არმიის ყაზარმები იყო, მოეწყო სტრუქტურა, რომელიც ახლა ფუნქციონირებს როგორც თვითმყოფადი სათემო ცენტრი. აქ არის კორპუსი საცხოვრებელი ბინებით, ფოსტით, სასურსათო მაღაზიით, კლინიკით, ეკლესიით და პოლიციის განყოფილებით.
ეს უნიკალური საცხოვრებელი წყობა ქმნის მაცხოვრებლებს შორის მეგობრობის განცდას და ხელს უწყობს ცხოვრების წესს, რომელიც შეგვიძლია ასე აღვწეროთ - "იზოლაცია უდიდესი კავშირით".
უიტიერს მიმზიდველად აქცევს არა მხოლოდ მისი საზოგადოება არამედ მიდი მდიდარი ისტორია და სტრატეგიული მნიშვნელობა - ეს არის ერთგვარი კარიბჭე, გასასვლელი ასალსკას უდაბნოში.
მე-20 საუკუნის შუა ხანებში უიტიერის როლი მკვეთრად შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს არმიამ ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა მისცა. მთებით გარშემორტყმული და ხშირად ნისლებში ჩაფლული უიტიერი იყო იდეალური, თითქმის უხილავი ადგილი სამხედრო ოპერაციებისთვის. 1943 წელს ფედერალური რკინიგზის მშენებლობამ ამ ადგილს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შესძინა და შესაძლებელი გახადა ტვირთების, ჯარის და მარაგების ტრანსპორტირება.
1964 წელს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ცუნამი მოჰყვა, სტიქიამ ნგრევა გამოიწვია. უიტიერი მალე აღადგინეს და სამხედრო ბაზიდან სამოქალაქო დანიშნულება მიანიჭეს. ქალაქად ეს ადგილი 1969 წელს იქცა. ახლა ამ ადგილს ასე უწოდებენ - "ქალაქი ერთი სახურავის ქვეშ“.
ადამიანებისთვის უფრო ადვილია ერთ შენობაში ცხოვრება და სერვისებზე წვდომა. მაცხოვრებლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას მოხერხებულს უწოდებენ. საერთო ტერიტორიები ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციას. ამ შენობაში ხშირად იმართება დღესასწაულებისთვის საერთო ზეიმები. ისინი ცხოვრებენ ისე, როგორც ერთი დიდი ოჯახი.