"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
მისი გადაწყვეტილებითვე, ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით აეკრძალა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 2 დეკემბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. ამასთან, შსს-ს წარმომადგენელი მისთვის იარაღის ტარების უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევას ითხოვდა.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე
და 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.