წიგნი საუკეთესო საჩუქარია, ამიტომაც „პალიტრა L“ აგრძელებს იდეების გაზიარებას, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი ადრესატისთვის საინტერესო გამოცემები შეარჩიოთ:
წარმოგიდგენთ 10 წიგნს, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს:
„მუზეუმები“ „პალიტრა L-ის“ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გამოცემაა, რომელიც გვიამბობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმების, აქ დაცული ნამუშევრებისა და არტეფაქტების თუ თვითონ შენობის ისტორიას.
წიგნი მკითხველს მუზეუმების დაარსების მეტად საინტერესო ისტორიებს უამბობს; დეტალურად არის აღწერილი მუზეუმების აღმოცენებისა და განვითარების ისტორია, რომელიც ევროპის სამეფო საგანძურის კოლექციებს, განმანათლებლობის ეპოქით შთაგონებულ რარიტეტთა განძთსაცავებს, XIX საუკუნეში შექმნილ საჯარო მუზეუმებსა და მსოფლიოს წამყვან არქიტექტორთა დაპროექტებულ შესანიშნავ ნაგებობებს ასახავს. წიგნს დართული აქვს განსაცვიფრებელი ილუსტრაციები, რომლებიც ამ ღირსშესანიშნავ ნაგებობათა არქიტექტურული ღირებულების წარმოჩენას ემსახურება, რაც მკითხველს ამ საკვანძო ინსტიტუციების შესახებ სრულყოფილ, ნათელ წარმოდგენას შეუქმნის. თანამედროვე მუზეუმების ექსპონატთა უკეთ აღქმისა და შეფასების შესაძლებლობა სწორედ არქიტექტორთა, კურატორთა თუ მეცენატთა დაუღალავი, მიზანსწრაფული შრომის შედეგად გვეძლევა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II, ნაპოლეონი, ჰენრი კლეი ფრიკი, პეგი გუგენჰაიმი, ენდრიუ კარნეგი, ალფრედ ჰამილტონ ბარი, ფრენკ ლოიდ რაიტი, ლე კორბუზიე, ფრენკ გერი, რიჩარდ როჯერსი, სერ ნიკოლას სეროტა და ზაჰა ჰადიდი.
დიდი მხატვრების ცნობილი შედევრები „პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული ორტომეულია, რომელშიც მსოფლიოში ცნობილ მხატვართა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტები და რჩეული ნამუშევრებია შესული. მკითხველს საშუალება მიეცემა, ერთ აზრობრივ სივრცეში გადახედოს ეპოქებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ დიდი ხელოვანები; თვალი მიადევნოს მათი შემოქმედების ერთიანობასა და სხვადასხვაობას.
ეს უნიკალური წიგნი საქართველოსთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ ყოფით ესთეტიკასა და სტილს ასახავს. სხვადასხვა ინდივიდუალური საცხოვრებელი სივრცის ფოტოებთან ერთად, ის ამ სივრცეების ბინადართა პერსონალურ ტექსტებსაც გვთავაზობს. ფოტოალბომი წარმოაჩენს ქართულ სინამდვილეში აღმოსავლური და დასავლური კულტურების სინთეზს და შთაგონების შესანიშნავი წყაროა როგორც ინტერიერის დიზაინის, ისე ხელოვნების მოყვარულთათვის.
გაეცანით სხვადასხვა ქვეყნის ვენახები და ღვინოები. ისწავლეთ ღვინის არჩევა, შენახვა, დეგუსტაცია და აღმოაჩინეთ: მეღვინეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკა. მსოფლიოს რეგიონებისა და ღვინოების 246 მონაცემთა სქემა, 600-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა და ღვინის მოსვლის წლების ცხრილები.
ეს წიგნი საუკეთესო საჩუქარია მისთვის, ვისაც ღვინის კულტურა აინტერესებს ან თავად არის მეღვინეობითა და მევენახეობით დაკავებული.
ოდესმე გაგჩენიათ სურვილი თქვენს საყვარელ რომანებში ნახსენები კერძები დაგეგემოვნებინათ? ეს წიგნი სწორედ თქვენს კულინარიულ სურვილებს აასრულებს. ის ჯეინ ოსტინის შემოქმედებაში ნახსენები კერძებით არის შთაგონებული.
ბოქს-ჰილზე გამართული პიკნიკი, ვახშამი ნეზერფილდის მეჯლისზე, მისის ბენეტის ოჯახური ვახშმები ან თუნდაც დონველის სააბატოს მდელოებზე მარწყვის კრეფა ნათლად მიანიშნებს, რომ ჯეინ ოსტინის შემოქმედებაში საკვებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯეინ ოსტინის სამზარეულო მკითხველს რეცეპტების ფართო არჩევანს სთავაზობს. თანამედროვე ეპოქისთვის გაცოცხლებულ, ადაპტირებული ვერსიით წარმოდგენილ კერძებსა თუ დესერტებს ჯერაც ოსტინისეული სამყაროსა და რეგენტობის ხანის სურნელი დაჰკრავს. წიგნში შესულია ისეთი საუცხოო კერძები, როგორიცაა ნეზერფილდური თეთრი წვნიანი, ბოქს-ჰილის საპიკნიკე ღვეზელები, გენერალ ტილნის ცხელი შოკოლადი და საზაფხულო კენკრის დელიკატესი; 70-ზე მეტი რეცეპტისგან შემდგარი ეს უნიკალური გამოცემა ჯეინ ოსტინის შემოქმედებით აღფრთოვანებულ მკითხველს არა მარტო კულინარიულ გამოცდილებას შესძენს, არამედ სასიამოვნო ემოციებს აღუძრავს და წარუშლელ შთაბეჭდილებებსაც დაუტოვებს. ამ შესანიშნავ წიგნში ჯეინ ოსტინის შემოქმედებითი სამყარო და მისივე ეპოქის გასტრონომიული ტრადიციები მოკლე ესეებისა და რეცეპტების სახით არის წარმოდგენილი, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის საყვარელი ლიტერატურული გმირის შინაგანი სამყარო უფრო სიღრმისეულად შეიმეცნოთ.
ეს ბიოგრაფიული წიგნი გენიალური არტისტის ფრედი მერკურის შესახებაა. მან თავისი ექსცენტრული გენია მოიტანა და მეგობრებთან ერთად დაიპყრო სცენა, სადაც საკუთარ სამყაროს წარმოადგენდა თავისი პიროვნებითა და ხმით, ოცნებებითა და ფანტაზიებით, სიგიჟითა და ვნებით. ამ წიგნში მოთხრობილია ზანზიბარში დაბადებული ბიჭის წარმატების გასაოცარი ამბავი, რომელიც შერწყმულია „ქუინის“ მუსიკალურ ისტორიასთან, ჯგუფისა, რომელიც მეფობდა როკისა და პოპის სამყაროში.
ვინ იცის, როგორი იქნებოდა მსოფლიო „ბიტლზის“ გარეშე?! მათ დაიპყრეს სამყარო და ეს საოცარი წიგნი მოგვითხრობს მათ განსაცვიფრებელ ამბავს ჯგუფის დაბადებიდან ბოლო ჩაწერამდე, წლების მიხედვით.
მუსიკის მოყვარულებისთვის როგორც ფრედი მერკურის, ისე „ბიტლზის“ ბიოგრაფიული წიგნი-ალბომები საუკეთესო საჩუქარი იქნება.
მარტივი ენით დაწერილ „დიდ წიგნში პოლიტიკაზე“ თქვენ შეხვდებით მოკლე, შინაარსიან განმარტებებს, რომლებიც სცილდება პროფესიული ჟარგონის ფარგლებს, თვალსაჩინო დიაგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის დახლართულ თეორიებს, და მახვილგონივრულ ილუსტრაციებს, რომლებიც სახალისო ელფერს სძენს ჩვენს წარმოდგენებს პოლიტიკაზე. სრულიად გამოუცდელი მკითხველი ხართ, ცოდნას დაწაფებული სტუდენტი თუ დიდი ინფორმაციით აღჭურვილი „თეორეტიკოსი“, ამ წიგნში ფიქრის აღმძვრელ უამრავ ამბავს გადააწყდებით.
თანამედროვე ენაზე (დედანი _ ინგლისური) დაწერილი და მსოფლიოში გავრცელებული ძირითადი რელიგიების მომცველი დიდი წიგნი რელიგიებზე შედგება ვიწრო ტერმინოლოგიისგან თავისუფალი, მოკლე სიღრმისეული დახასიათებებისგან, თვალსაჩინო დიაგრამებისგან, რომლებიც ხსნის თითოეული მრწამსის ძირითად პრინციპებს, და ღრმაშინაარსიანი ილუსტრაციებისგან, რომლებიც შეესატყვისება რელიგიის ჩვენეულ აღქმას. განურჩევლად თქვენი მომზადების დონისა და იმისა, თუ რამდენად ხართ დაინტერესებული მსოფლიოში გავრცელებულ რწმენა - წარმოდგენათა მრავალფეროვნებით ან მასთან დაკავშირებული კონცეფციებით, ამ წიგნით უამრავ სასარგებლო თუ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.
მსოფლიო ბესტსელერის, „ძალაუფლების 48 კანონის“ ავტორმა დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც თავს უყრის ცდუნების შესახებ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს. „ცდუნების ხელოვნება" გვაცნობს ათ არქეტიპულ მაცდუნებელს და მათ მახასიათებლებს, ასევე 24 სტრატეგიასა და მანევრს, რომლითაც ნებისმიერს შეუძლია დაძლიოს მსხვერპლის წინააღმდეგობა ამ დესტრუქციული და მარადიული ხელოვნების პრაქტიკულად გამოყენების მეშვეობით. „ძალაუფლების 48 კანონის"" მსგავსად, „ცდუნების ხელოვნება"" შეუცვლელი გზამკვლევია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ დარწმუნების მეთოდი - კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი იარაღი და ძალაუფლების უმაღლესი ფორმა“.
ამ და სხვა წიგნებისა და წიგნი-ალბომების შესარჩევად ეწვიეთ „პალიტრა L-ის“ ვებგვერდს.
R