ავტორი:

"ჩემს გამო სანდროს ნუ "გააუბედურებთ" - შვილის სკანდალის შემდეგ ნანიკო ხაზარაძე ამჯერად ცნობილ რეჟისორთან გადაღებული ფოტოს კომენტარებში გააკრიტიკეს

"ჩემს გამო სანდროს ნუ "გააუბედურებთ" - შვილის სკანდალის შემდეგ ნანიკო ხაზარაძე ამჯერად ცნობილ რეჟისორთან გადაღებული ფოტოს კომენტარებში გააკრიტიკეს

"წინ ევროპისკენ!" - ამ წარწერით რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ნანიკო ხაზარაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც სოცქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. რეჟისორი გააკრიტიკეს. საზოგადოების ნაწილი ფოტოს კომენტირებისას წერდა:

"ქოცალა ბაბოსთან ერთად", "ისე დღეს ნაძეჟდაზე მუშაობა ცოტა არ იყოს ტეხავს, თან კაი ტიპობა ერთად". "ამან ცოტა დრო შვილის აღზრდასაც რომ დაუთმოს, ვერ?! სადიზმით გაჟღენთილია!" - ეს კომენტარების არასრული ჩამონათვალია.

  • ცოტა ხანში რეჟისორმა ნანიკო ხაზარაძეს მიმართა, "დღეს ორი პოსტი მივქარე და ახლა ვეფხვის ბოკვერს და შენ ერთად გლანძღავენ..."

ინტერნეტ ბულინგს მოგვიანებით ტელეწამყვანი თავად გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ნანიკო ერთ-ერთი "იმედის" წამყვანებიდან, რომელსაც ბოლო თვეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზე თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

რამდენიმე დღის წინ კი გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ტელეწამყვანის 20 წლის შვილი ლილუ, მმართველ ძალას და "ქართული ოცნების" სახეებს ლანძღავს. ამაზე ოცნების მომხრეები, ღიად სთხოვდნენ განმარტების გაკეთებას ტელეწამყვანს, რომელიც "იმედის“ ერთ-ერთი სახეა. თუმცა ნანიკო მხოლოდ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით შემოიფარგლა.

ამჯერად, როგორც ჩანს, გადაწყვიტა სანდრო ელოშვილს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს და მის მიმართ წამოსულ კიდევ ერთ ბულინგის ტალღას გამოხმაურებოდა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი დაწერა:

- გუშინ სანდრო ელოშვილმა მითხრა, მოდი, მოდი, ფოტო გადავიღოთ და სოციალურ ქსელში დავდებო. ბათუმში გადავიკვეთეთ. დღეს სანდროს გამომწერები აკლდება და აკლდება. სანდროს ახალი გეგმა - ახლა წავშლი ფოტოს და ისევ მომემატება "ფოლოვერები".

ჩემს გამო, სანდროს ნუ "გააუბედურებთ" იცოდეთ, სანდროსაც ვძულვარ. მე მიყვარხართ. ფოტო მომწონს ბაბოს კვალობაზე (გუშინ მიწოდეს ბაბო) კარგად გამოვიყურები.