ავტორი:

ბავშვების თვალწინ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული - გარდაიცვალა 3 შვილის დედა, რომელსაც ქმარმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ტრაგედიის დეტალები

ბავშვების თვალწინ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული - გარდაიცვალა 3 შვილის დედა, რომელსაც ქმარმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ტრაგედიის დეტალები

24 წლის გალინა ნოზაძე, რომელსაც ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, კლინიკაში გარდაიცვალა. ის ჭიათურაში მამის გვერდით დაკრძალეს. სამი მცირეწლოვანი შვილის დედა თითქმის ერთი თვე კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მედიკოსები უძლურები იყვნენ. 10 დეკემბერს გალინა კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ მომხდარის დეტალებზე ოჯახის წევრებთან არ უსაუბრია.

  • შეგახსენებთ, რომ უმძიმესი დანაშაული წელს, ნოემბერში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ საბედისწერო ღამით, ქმარმა ცოლს სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 27 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო ამ საქმის სასამართლო განხილვა, მაგრამ რადგან გალინა გარდაიცვალა, პროცესი გადაიდო. სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს დაუმძიმებენ და მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

როგორ მოხდა ტრაგედია?!

"ფაქტი ღამის საათებში მოხდა. სოციალურად დაუცველი ოჯახია. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა გალინა სამ შვილთან და მეუღლესთან, თემურ ყარალაშვილთან ერთად და ასევე, იმ ერთ ოთახში ცხოვრობს თემურის დედ-მამაც. პატარა ფიცრული სახლი უდგათ...ეტყობა თემური მთვრალი იყო. თურმე იწვა ეს გოგო, გვიანი ყოფილა, ღამის 11 საათი და მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო.

ის გაბრაზდა, როგორ მეუბნები ამასო და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბავშვებიც შეესწრნენ ამას. უფროსი შვილი 5 წლის არის, მეორე სამი წლის და პატარა წლინახევრის. როგორც ვიცი, თემურის დედამ დარეკა 112-ში და გამოიძახეს მაშველები, სახანძრო, პოლიცია, სასწრაფო. ყველა მალე მოვიდა და ცეცხლმოკიდებული ქალი დახვდათ. ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ სულ დამწვარია გოგო. უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში... ამბობენ, სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვსო. ფილტვებიც დაზიანებული აქვს",- ამბობდა ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

რას ჰყვება გარდაცვლილის და

მადონა ნოზაძე(გარდაცვლილის და) - სამწუხაროდ, ჩემი და გარდაიცვალა. როგორ მქონდა იმედი, რომ გადარჩებოდა და თავისი შვილების გაზრდას შეძლებდა, მაგრამ ეს თავზარდამცემი ამბავი 10 დეკემბერს მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გაზრდილია, მასზე 9 წლით უფროსი ვარ. ჩემს კალთაში ეძინა ხშირად, სულ ჩემზე იყო მოწებებული. ვერ გადმოგცემთ სიტყვებით, რა დღეში ვართ...განაგრძეთ კითხვა