განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადადგა, ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა.
შაიშმელაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს და აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
“ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, US Embassy Tbilisi, Georgia - განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო.
P.S. მალე დაგიბრუნდებით“ - წერს ყოფილი ძალოვანი.
იხილეთ ასევე: