ავტორი:

“საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს“ - ერთმა პარტიამ დაფინანსებაზე უარი განაცხადა: რა ინფორმაციას აქვეყნებს ცესკო

“საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს“ - ერთმა პარტიამ დაფინანსებაზე უარი განაცხადა: რა ინფორმაციას აქვეყნებს ცესკო

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ამის შესახებ ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ -

  1. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;

  2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

  3. “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“;

  4. “გახარია საქართველოსთვის“;

  5. “ლელო საქართველოსთვის“;

  6. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

  7. “ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

"საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ”, - წერია განცხადებაში.