პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის უახლესი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა: რა დატვირთვა აქვს გაერთიანებას, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ეკა ბესელიაა
პრეზიდენტის უახლესი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა: რა დატვირთვა აქვს გაერთიანებას, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ეკა ბესელიაა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და იუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი წა­რად­გი­ნა.

  • სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და იუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი და­ი­ცავს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თაც სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ.

“მე დიდი იმე­დი მაქვს, რომ მალე ასე­თი სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ დად­გე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ დღეს გა­მომ­დი­ნა­რე იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბით და სა­დაც იმ­ყო­ფე­ბი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა მარ­შით, პრო­ტეს­ტით არი­ან ჩვენს ქუ­ჩებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში, არი­ან და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი, ძა­ლი­ან მძი­მე პი­ე­რო­ებ­ში. ჩემ­თან გუ­შინ "ქალ­თა მარ­ში" რომ მო­ვი­და, იქაც იყო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მით. ადა­მი­ა­ნებს აპა­ტიმ­რე­ბენ მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მით, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ ყვე­ლა­ნა­ი­რი დაც­ვა. ასე­ვე, ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ დაც­ვა, რო­დე­საც სახ­ლში მი­დი­ან ჩხრე­კის­თვის, ისე რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ყო­ველ­დღი­უ­რი და ყო­ველ­წუ­თი­ე­რი დაც­ვა სჭირ­დე­ბათ. შე­იქ­მნა ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და იუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი. ისი­ნი იმის­თვის შე­იკ­რიბ­ნენ ერ­თად, რომ და­იც­ვან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მის­ცენ მათ პირ­ველ ეტაპ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი რჩე­ვე­ბი, რის­თვი­საც ცხე­ლი ხა­ზიც იქ­ნე­ბა და მათ გა­უ­წი­ონ დახ­მა­რე­ბა, რაც ესა­ჭი­რო­ე­ბათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა უსას­ყიდ­ლოდ. ეს არის ძა­ლი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­რძნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. ეს არის ის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქმნის. ჩვენს თვალ­წინ სხვა­დას­ხვა კუ­თხი­თა და მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­მნე­ბა ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მე ამას არა მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბი, ეს არის ჩვე­ნი იმე­დის წყა­რო, რად­გან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებს ვერც ერთი რე­ჟი­მი, ვერ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა და ვერ მო­უ­გებს. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­მარ­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ეს არის ის, რაც ყვე­ლა­ფერ­ზე გა­ი­მარ­ჯვებს ყო­ველ­თვის.

მე მინ­და ამ ადა­მი­ებს ვუ­თხრა, რომ ეს ჩვენ­გან დიდი მად­ლი­ე­რე­ბას იწ­ვევს, რად­გან ჩვენ გვინ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც დღეს ცი­ხე­ში არი­ან, ან ვი­საც ხვალ და­ე­მუქ­რე­ბი­ან, იყ­ვნენ და­ცუ­ლე­ბი, უფრო მე­ტად გვინ­და, რომ ისი­ნი გა­მო­ვიდ­ნენ ცი­ხი­დან, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად.

მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან სწრა­ფად გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, რად­გან ამ რე­ჟიმს სხვა გზა არ ექ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მალე. სა­ნამ ეს არ მოხ­დე­ბა, მა­ნამ­დე თქვე­ნი საქ­მე არის და ამის­თვის ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

  • ეკა ბე­სე­ლია:

“პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე, 35-ზე მეტი ად­ვო­კა­ტი და იუ­რის­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინი­ცი­ა­ტი­ვას და კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა ჯგუ­ფი“, - ამის შე­სა­ხებ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სახ­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ეკა ბე­სე­ლი­ამ პრე­ზი­დენ­ტი­სა და იუ­რის­ტე­ბის ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, შექ­მნი­ლია ცხე­ლი ხაზი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ იუ­რის­ტე­ბის ჯგუფს და­უ­კავ­შირ­დნენ და ისი­ნი მათ სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ.

“რო­გორც კი ინი­ცი­ა­ტი­ვა გაჟ­ღერ­და და ად­ვო­კა­ტებს გა­ვუ­ზი­ა­რე, 35-ზე მეტი ად­ვო­კა­ტი და იუ­რის­ტი პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინი­ცი­ა­ტი­ვას და კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა ეს ჯგუ­ფი. ბა­თუმ­ში არი­ან ად­ვო­კა­ტე­ბი, ქუ­თა­ის­ში არი­ან ად­ვო­კა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე შე­მო­უ­ერ­თდნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას და ისი­ნი მზად არი­ან უსას­ყიდ­ლოდ აღ­მო­უ­ჩი­ნონ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად იმარ­თე­ბა პრო­ცე­სე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი დღეა ქუ­ჩა­ში დგა­ნან სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად, იცოდ­ნენ, რომ გვაქვს ასე­თი კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლი­თაც მათი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით ამ­დე­ნი ად­ვო­კა­ტი, იუ­რის­ტი და კი­დევ უფრო მეტი, რომ­ლე­ბიც აქ არ არი­ან, მაგ­რამ მზად არი­ან, და­ეხ­მა­რონ მათ, აღ­მო­უ­ჩი­ნონ შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბა.

ჩვენ გვაქვს ცხე­ლი ხაზი, ორი ნო­მე­რი, რო­მე­ლიც ამის­თვის გა­მოვ­ყა­ვით. ქა­ლა­ქის ნო­მე­რია - 2 95 2826 და მო­ბი­ლუ­რი ნო­მე­რი - 599 99 69 58“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

პრეზიდენტის უახლესი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა: რა დატვირთვა აქვს გაერთიანებას, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ეკა ბესელიაა

პრეზიდენტის უახლესი ინიციატივა - სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა: რა დატვირთვა აქვს გაერთიანებას, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ეკა ბესელიაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა.

  • სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი დაიცავს მოქალაქეებს, რომელთაც სამართლებრივი დახმარება სჭირდებათ.

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ასეთი საჭიროება აღარ დადგება ქვეყანაში, მაგრამ დღეს გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, სადაც ვიმყოფებით და სადაც იმყოფებიან ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღე სხვადასხვა მარშით, პროტესტით არიან ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში, არიან დაპატიმრებულები, ძალიან მძიმე პიეროებში. ჩემთან გუშინ "ქალთა მარში" რომ მოვიდა, იქაც იყო ანგარიშსწორება, მიუღებელი ფორმით. ადამიანებს აპატიმრებენ მიუღებელი ფორმით, ამიტომ ადამიანებს სჭირდებათ ყველანაირი დაცვა. ასევე, ადამიანებს სჭირდებათ დაცვა, როდესაც სახლში მიდიან ჩხრეკისთვის, ისე რომ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა სჭირდებათ. შეიქმნა ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი. ისინი იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ პირველ ეტაპზე სამართლებრივი რჩევები, რისთვისაც ცხელი ხაზიც იქნება და მათ გაუწიონ დახმარება, რაც ესაჭიროებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ეს არის ის, რაც საზოგადოებას ქმნის. ჩვენს თვალწინ სხვადასხვა კუთხითა და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული და თავისუფალი საზოგადოება. მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, ეს არის ჩვენი იმედის წყარო, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებს ვერც ერთი რეჟიმი, ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. ჩამოყალიბებული საზოგადოება შემართებული ადამიანებით ეს არის ის, რაც ყველაფერზე გაიმარჯვებს ყოველთვის.

მე მინდა ამ ადამიებს ვუთხრა, რომ ეს ჩვენგან დიდი მადლიერებას იწვევს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები ვინც დღეს ციხეში არიან, ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულები, უფრო მეტად გვინდა, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან, რაც შეიძლება სწრაფად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან სწრაფად განთავისუფლდებიან, რადგან ამ რეჟიმს სხვა გზა არ ექნება. ძალიან მალე. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე თქვენი საქმე არის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • ეკა ბესელია:

“პირველივე ჯერზე, 35-ზე მეტი ადვოკატი და იურისტი გამოეხმაურა ინიციატივას და კიდევ უფრო იზრდება ჯგუფი“, - ამის შესახებ მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ პრეზიდენტისა და იურისტების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ეკა ბესელიას განცხადებით, შექმნილია ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ იურისტების ჯგუფს დაუკავშირდნენ და ისინი მათ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

“როგორც კი ინიციატივა გაჟღერდა და ადვოკატებს გავუზიარე, 35-ზე მეტი ადვოკატი და იურისტი პირველივე ჯერზე გამოეხმაურა ინიციატივას და კიდევ უფრო იზრდება ეს ჯგუფი. ბათუმში არიან ადვოკატები, ქუთაისში არიან ადვოკატები, რომლებიც ასევე შემოუერთდნენ ინიციატივას და ისინი მზად არიან უსასყიდლოდ აღმოუჩინონ მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება. ყოველდღიურად იმართება პროცესები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ამდენი დღეა ქუჩაში დგანან საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, იცოდნენ, რომ გვაქვს ასეთი კარგი ინიციატივა, რომლითაც მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვის კუთხით ამდენი ადვოკატი, იურისტი და კიდევ უფრო მეტი, რომლებიც აქ არ არიან, მაგრამ მზად არიან, დაეხმარონ მათ, აღმოუჩინონ შესაბამისი სამართლებრივი დახმარება.

ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, ორი ნომერი, რომელიც ამისთვის გამოვყავით. ქალაქის ნომერია - 2 95 2826 და მობილური ნომერი - 599 99 69 58“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.