საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი, ასევე დაყადაღდა მათი ძვირადღირებული უძრავი ქონებები" - დაკავებულია სამი პირი
"ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი, ასევე დაყადაღდა მათი ძვირადღირებული უძრავი ქონებები" - დაკავებულია სამი პირი

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე სამი პირი და­ა­კა­ვა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში 2022 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ცალ­კე­ულ პირ­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამო­ღე­ბულ იქნა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა კუთ­ვნი­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლარი, ასე­ვე და­ყა­დაღ­და მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი.

"და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა ისარ­გებ­ლეს შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით და 2021-2022 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში, და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორს, რომ­ლის კუთ­ვნი­ლი აქ­ტი­ვე­ბიც ამო­ი­ღო და და­ა­ყა­და­ღა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სხვა­დას­ხვა უწყე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სა­ხე­ლით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის მფარ­ვე­ლო­ბი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ში მის­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ცრუ და­პი­რე­ბით, ეტა­პობ­რი­ვად, მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­არ­თვეს 2 460 000 აშშ დო­ლა­რი, რა­საც მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ და ურ­თი­ერ­თშო­რის გა­ი­ნა­წი­ლეს.

შემ­დგომ­ში კი, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მიზ­ნით, მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბის და­ნა­წევ­რე­ბით და მათი უკა­ნო­ნო წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­ნიღბვით, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა თა­ვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ხელ­ზე შე­ი­ძი­ნეს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი, რა გზი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, და­ყა­და­ღე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შე­მო­სავ­ლით შე­ძე­ნი­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბე­ბი და სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი, ასევე დაყადაღდა მათი ძვირადღირებული უძრავი ქონებები" - დაკავებულია სამი პირი

"ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი, ასევე დაყადაღდა მათი ძვირადღირებული უძრავი ქონებები" - დაკავებულია სამი პირი

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობის ფაქტზე პროკურატურის მიერ, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარი, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები.

"დაკავებულებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და 2021-2022 წლების პერიოდში, დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც ამოიღო და დააყადაღა პროკურატურამ, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

შემდგომში კი, ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, დაკავებულებმა თავის, ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაყადაღებული იქნა ბრალდებულების დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი ძვირადღირებული ქონებები და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.