1-ლი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება. კერძოდ, "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.
მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები; პარლამენტის წევრები ...განაგრძეთ კითხვა