მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“თუ ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით“ - მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ტრამპი “დიფ სტეიტს“ დაამარცხებს, საქართველოზე ზეწოლა შესუსტდება
“თუ ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით“ - მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ტრამპი “დიფ სტეიტს“ დაამარცხებს, საქართველოზე ზეწოლა შესუსტდება

“ტრამ­პის მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა იყო ომის დას­რუ­ლე­ბა და “დიფ სტე­ი­ტის“ და­მარ­ცხე­ბა. ჩვენ რომ გვა­მუ­ნა­თებ­დნენ და ვი­თომ სა­სა­ცი­ლოდ არ ჰყოფ­ნი­და “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“, ზო­გი­ერ­თებ­მა ჩვენ­ზე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­ზე კარ­გად იცი­ან, სად რა ხდე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ “დიფ სტე­ი­ტი“ და “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“ ხუმ­რო­ბის საგ­ნად აქ­ცია, მა­შინ, რო­დე­საც ამა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ ილონ მას­კი, რო­ბერტ კე­ნე­დი უმ­ცრო­სი, ჯეფ­რი საქ­სი და ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ბევ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

“ეს რომ საღ­ლი­ცი­ნო თე­მად გა­ხა­დეს, ამა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ მას­კი, ტრამ­პის მო­მა­ვალ კა­ბი­ნეტ­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ჯეფ­რი საქ­სი, ექ­სპერ­ტე­ბი, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი - უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­მა­ვა­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ, ერთ შემ­თხვე­ვა­ში “დე­მოკ­რა­ტებს“, სხვა­დას­ხვა ძა­ლებს უწო­დეს “ომის პარ­ტია“. ჩვენ სი­ტყვა გლო­ბა­ლურს ვა­მა­ტებ­დით, რომ გა­ე­გო ყვე­ლას, ქვეყ­ნის გა­რეთ ძა­ლებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით, იმი­ტომ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ომის პარ­ტია ჩვენ და­ვარ­ქვით და სწო­რა­დაც და­ვარ­ქვით “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და შე­სა­ბა­მის კლას­ტერს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მდი­ნა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, თუ დო­ნალდ ტრამ­პი მო­ა­ხერ­ხებს “დიფ სტე­ი­ტის“ და­მარ­ცხე­ბას, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ზეც აი­სა­ხე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ზე­წო­ლა შე­სუს­ტდე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, თუ მოხ­და ისე, რომ ტრამპმა ვერ შეძ­ლო არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის და­მარ­ცხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ამის­თვი­საც მზად არის.

"თუ ტრამ­პი მო­ა­ხერ­ხებს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მო­ა­ხერ­ხებს თა­ვი­სი და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, და­ა­მარ­ცხებს “დიფ სტე­იტს“, რას ნიშ­ნავს ამე­რი­კულ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში არა­ფორ­მა­ლურ გავ­ლე­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გავ­ლე­ნე­ბი ხომ ვი­ღა­ცას ეკუთ­ვნის - ზოგი კლინ­ტონს ასა­ხე­ლებს, ზოგი სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ას - და­ვა­ნე­ბოთ ამა­ზე ლა­პა­რაკს თავი, აქაც ვუფრ­თხილ­დე­ბით, რომ წი­თელ ხა­ზებს არ გა­და­ვი­დეთ. ამ გავ­ლე­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნე­ბი თუ შე­სუს­ტდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ზე­წო­ლაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ზე შე­სუს­ტდე­ბა. იქით მხა­რეს დგას არა ეს ხალ­ხი, ე.წ. ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია - ესე­ნი მათი აგენ­ტე­ბი და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი არი­ან, ვი­საც ვე­ჭი­და­ვე­ბო­დით - დიდ ძა­ლებს. რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნი იყო, ვინც იცო­და ვის ვებ­რძო­დით, იმას­თან ბრძო­ლა­ში ასე გა­მო­ვი­დო­დით მყა­რად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, დღეს, უკვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ ბრძო­ლა­ში მარ­ტო არ ვართ. რო­გორც მი­ნი­მუმ, რა­ღაც გავ­ლე­ნე­ბი “დიფ სტე­ი­ტში“ ამ ომის პარ­ტი­ის, გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლე­ბის, რომ­ლებ­საც გავ­ლე­ნე­ბი აქვთ ამე­რი­კულ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში, უნდა შე­სუს­ტდეს. თუ ეს და­ნა­პი­რე­ბი შეს­რულ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ცი­ლე­ბით უკეთ გვექ­ნე­ბა საქ­მე, იმი­ტომ, რომ წნე­ხი მო­იხ­სნე­ბა. რამ­დე­ნა­დაც შე­სუს­ტდე­ბა, იმ­დე­ნად მო­იხ­სნე­ბა. სა­ერ­თოდ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა? - ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წნე­ხი აღარ იქ­ნე­ბა სა­ერ­თოდ.

მაგ­რამ, თუ ეს ასე არ მოხ­და და სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, თუმ­ცა, გა­ვაგ­რძე­ლებთ. ჩვენ მყა­რად ვდგა­ვართ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, უფრო მეტი ბრძო­ლა, უფრო მე­ტის გაძ­ლე­ბა, მეტი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის ატა­ნა მოგ­ვი­წევს, მაგ­რამ მა­ინც მყა­რად ვიდ­გე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

“თუ ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით“ - მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ტრამპი “დიფ სტეიტს“ დაამარცხებს, საქართველოზე ზეწოლა შესუსტდება

“თუ ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით“ - მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ტრამპი “დიფ სტეიტს“ დაამარცხებს, საქართველოზე ზეწოლა შესუსტდება

“ტრამპის მთავარი დაპირება იყო ომის დასრულება და “დიფ სტეიტის“ დამარცხება. ჩვენ რომ გვამუნათებდნენ და ვითომ სასაცილოდ არ ჰყოფნიდა “გლობალური ომის პარტია“, ზოგიერთებმა ჩვენზე, ყოველ შემთხვევაში, ჩემზე კარგად იციან, სად რა ხდება“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რადიკალურმა ოპოზიციამ “დიფ სტეიტი“ და “გლობალური ომის პარტია“ ხუმრობის საგნად აქცია, მაშინ, როდესაც ამაზე ალაპარაკდნენ ილონ მასკი, რობერტ კენედი უმცროსი, ჯეფრი საქსი და ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წარმომადგენელი.

“ეს რომ საღლიცინო თემად გახადეს, ამაზე ალაპარაკდნენ მასკი, ტრამპის მომავალ კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრი, ჯეფრი საქსი, ექსპერტები, ანალიტიკოსები - უამრავი ადამიანი, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წარმომადგენლები. მათ, ერთ შემთხვევაში “დემოკრატებს“, სხვადასხვა ძალებს უწოდეს “ომის პარტია“. ჩვენ სიტყვა გლობალურს ვამატებდით, რომ გაეგო ყველას, ქვეყნის გარეთ ძალებზე ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ადგილობრივი ომის პარტია ჩვენ დავარქვით და სწორადაც დავარქვით “ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაბამის კლასტერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, თუ დონალდ ტრამპი მოახერხებს “დიფ სტეიტის“ დამარცხებას, ეს საქართველოზეც აისახება, ვინაიდან, ამ მიმართულებით ზეწოლა შესუსტდება.

მისივე თქმით, თუ მოხდა ისე, რომ ტრამპმა ვერ შეძლო არაფორმალური გავლენების დამარცხება, საქართველო ამისთვისაც მზად არის.

"თუ ტრამპი მოახერხებს და ვიმედოვნებთ, რომ მოახერხებს თავისი დაპირების შესრულებას, დაამარცხებს “დიფ სტეიტს“, რას ნიშნავს ამერიკულ ბიუროკრატიაში არაფორმალურ გავლენებს. შესაბამისად, ეს გავლენები ხომ ვიღაცას ეკუთვნის - ზოგი კლინტონს ასახელებს, ზოგი სამხედრო ინდუსტრიას - დავანებოთ ამაზე ლაპარაკს თავი, აქაც ვუფრთხილდებით, რომ წითელ ხაზებს არ გადავიდეთ. ამ გავლენების ავტორების გავლენები თუ შესუსტდება, შესაბამისად, ზეწოლაც ამ მიმართულებით საქართველოზე შესუსტდება. იქით მხარეს დგას არა ეს ხალხი, ე.წ. ქართული ოპოზიცია - ესენი მათი აგენტები და ინსტრუმენტები არიან, ვისაც ვეჭიდავებოდით - დიდ ძალებს. რთულად წარმოსადგენი იყო, ვინც იცოდა ვის ვებრძოდით, იმასთან ბრძოლაში ასე გამოვიდოდით მყარად გამარჯვებულები, დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. როგორც მინიმუმ, რაღაც გავლენები “დიფ სტეიტში“ ამ ომის პარტიის, გლობალური ძალების, რომლებსაც გავლენები აქვთ ამერიკულ ბიუროკრატიაში, უნდა შესუსტდეს. თუ ეს დანაპირები შესრულდა, ბუნებრივია, გაცილებით უკეთ გვექნება საქმე, იმიტომ, რომ წნეხი მოიხსნება. რამდენადაც შესუსტდება, იმდენად მოიხსნება. საერთოდ აღმოიფხვრება? - ამ მიმართულებით წნეხი აღარ იქნება საერთოდ.

მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, თუმცა, გავაგრძელებთ. ჩვენ მყარად ვდგავართ, ამ შემთხვევაშიც, უფრო მეტი ბრძოლა, უფრო მეტის გაძლება, მეტი ტურბულენტობის ატანა მოგვიწევს, მაგრამ მაინც მყარად ვიდგებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.