სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში...“ - დასრულდა პრეზიდენტისა და ოპოზიციის მორიგი დახურული შეხვედრა: რა გადაწყდა დიალოგისას?
“მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში...“ - დასრულდა პრეზიდენტისა და ოპოზიციის მორიგი დახურული შეხვედრა: რა გადაწყდა დიალოგისას?

“ჩვენ მზად ვართ, დავ­რჩეთ 29 დე­კემ­ბრის შემ­დე­გაც სა­სახ­ლე­ში და ის გა­მო­ვა­ცხა­დოთ ერ­თა­დერთ ად­გი­ლად, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ “ძლი­ე­რის აქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ პრე­ზი­დენ­ტი­სა და ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ასე­ვე გან­ხილ­ვა­შია ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი და ეხე­ბა არ­ჩევ­ნებს, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას და პი­რო­ბებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დეს ახა­ლი, ლე­გი­ტი­მუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი.

“ეს არის მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შაო პრო­ცე­სი. ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ვთათ­ბი­რობთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან. გან­ხილ­ვა­შია ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი და ეხე­ბა არ­ჩევ­ნებს, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას და პი­რო­ბებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დეს ახა­ლი, ლე­გი­ტი­მუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა, რა თქმა უნდა, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბას­თან ერ­თად.

მინ­და გი­თხრათ, რომ მე შევ­თა­ვა­ზე სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. ჩვენ მზად ვართ დავ­რჩეთ 29 დე­კემ­ბრის შემ­დე­გაც სა­სახ­ლე­ში და ის გა­მო­ვა­ცხა­დოთ ერ­თა­დერთ ად­გი­ლად, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა. ეს არის ჩვე­ნი ერთ-ერთი შე­თა­ვა­ზე­ბა, ეს არის მხარ­და­ჭე­რის ფორ­მა სხვა ყვე­ლა ფორ­მას­თან ერ­თად, რო­მელ­საც ჰქვია ლე­გი­ტი­მუ­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი“, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

  • “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია:

“ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ საბ­ჭო­ზე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და ასე­ვე, პრე­ზი­დენ­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ, შექ­მნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საბ­ჭოს, ეს საბ­ჭო იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის ავან­გარ­დში“, - ამის შე­სა­ხებ ნიკა გვა­რა­მი­ამ პრე­ზი­დენ­ტი­სა და ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღეს გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი საბ­ჭო­ზე და სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო დო­კუ­მენტზე უკვე შე­იქ­მნა.

“29 დე­კემ­ბრამ­დე ჩვენ სა­ვა­რა­უ­დოდ, გვექ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რას ვგუ­ლის­ხმობთ დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში და რა არის ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­და­ი­ხე­დე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი უნდა იყოს ლე­გი­ტი­მუ­რი და არა რა­ღაც ხა­ფან­გი, გად­მოგ­დე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან, რო­მელ­შიც ჩვენ გა­ვებ­მე­ბით, ეს ვერ მოხ­დე­ბა და ამა­ზე ლი­დე­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის თავ­ზე აი­ღებს.

ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ საბ­ჭო­ზე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და ასე­ვე, პრე­ზი­დენ­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ შექ­მნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საბ­ჭოს, მაგ­რამ ეს ამ წუთ­ში ჩვე­ნი გან­სა­ხილ­ვე­ლი არ არის, სრუ­ლად მისი საქ­მეა. ეს საბ­ჭო იქ­ნე­ბა ავან­გარ­დში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ ჩვენ ამა­ზე მუ­შა­ო­ბა ისე­დაც და­წყე­ბუ­ლი გვქონ­და აქამ­დე, ისე­ვე რო­გორც პრე­ზი­დენტს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბე­ბი შედ­გე­ბა. გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი საბ­ჭო­ზე და სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო დო­კუ­მენტზე უკვე შე­იქ­მნა დღეს“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ “მზად ვართ, 29 დე­კემ­ბრის შემ­დე­გაც დავ­რჩეთ ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში და გა­მო­ვა­ცხა­დოთ ერ­თა­დერთ ად­გი­ლად, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა“, ნიკა გვა­რა­მია აცხა­დებს, რომ სრუ­ლად ეთან­ხმე­ბა ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას.

“ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ, ამა­ში ვარ სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მისი გა­და­სა­წყვე­ტია რო­გორ წავა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მე პი­რა­დად მხარს ვუ­ჭერ ყვე­ლა­ფერ იმას, რაც ანა დო­ლი­ძემ თქვა“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

კი­თხვა­ზე, სა­უ­ბა­რია 29 დე­კემ­ბერს ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყოფ­ნა­ზე, თუ სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც უნდა ვე­ლო­დოთ, ნიკა გვა­რა­მია პა­სუ­ხობს: “ამ წუთ­ში პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა მი­ვი­ღეთ წი­ნა­და­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია,რომ ყვე­ლა სფე­როს წარ­მომ­დგე­ნე­ლი იქ­ნე­ბა მოწ­ვე­უ­ლი“.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში...“ - დასრულდა პრეზიდენტისა და ოპოზიციის მორიგი დახურული შეხვედრა: რა გადაწყდა დიალოგისას?

“მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში...“ - დასრულდა პრეზიდენტისა და ოპოზიციის მორიგი დახურული შეხვედრა: რა გადაწყდა დიალოგისას?

“ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება“, - ამის შესახებ “ძლიერის აქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • ანა დოლიძის განცხადებით, ასევე განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური არჩევნები.

“ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები ვთათბირობთ საქართველოს პრეზიდენტთან. განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად.

მინდა გითხრათ, რომ მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

  • “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

“ჩვენ ვისაუბრეთ საბჭოზე, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და ასევე, პრეზიდენტი სავარაუდოდ, შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, ეს საბჭო იქნება გადაწყვეტილებების მიღების ავანგარდში“, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს გარკვეული წარმოდგენები საბჭოზე და სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა.

“29 დეკემბრამდე ჩვენ სავარაუდოდ, გვექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება. არჩევნების შედეგები უნდა იყოს ლეგიტიმური და არა რაღაც ხაფანგი, გადმოგდებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობას საქართველოს პრეზიდენტი თავის თავზე აიღებს.

ჩვენ ვისაუბრეთ საბჭოზე, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და ასევე, პრეზიდენტი სავარაუდოდ შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს ამ წუთში ჩვენი განსახილველი არ არის, სრულად მისი საქმეა. ეს საბჭო იქნება ავანგარდში გადაწყვეტილებების მიღების. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა აქამდე, ისევე როგორც პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება. გარკვეული წარმოდგენები საბჭოზე და სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა დღეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • რაც შეეხება ანა დოლიძის განცხადებას, რომ “მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში და გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება“, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება ანა დოლიძის განცხადებას.

“ძალიან მასშტაბური იქნება მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია როგორ წავა ეს ყველაფერი, მე პირადად მხარს ვუჭერ ყველაფერ იმას, რაც ანა დოლიძემ თქვა“, - განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე, საუბარია 29 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში მხოლოდ პოლიტიკოსების ყოფნაზე, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც უნდა ველოდოთ, ნიკა გვარამია პასუხობს: “ამ წუთში პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღეთ წინადადება, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია,რომ ყველა სფეროს წარმომდგენელი იქნება მოწვეული“.