პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან თბილისში ამოქმედდება - ვის შეეზღუდება მოძრაობა პიკის საათებში?
სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან თბილისში ამოქმედდება - ვის შეეზღუდება მოძრაობა პიკის საათებში?

თბი­ლი­სის სა­ზღვრებ­ში, 08:00-დან 11:00 სა­ა­თამ­დე და 17:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში, მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა სხვა დიდ­გა­ბა­რი­ტი­ან ტრან­სპორტთან ერ­თად, უკვე დის­ტრი­ბუ­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნებ­საც შე­ე­ხე­ბა.

  • რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, აქამ­დე დის­ტრი­ბუ­ტო­რებს გარ­კვე­უ­ლი ვადა ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი, ხოლო მო­მა­ვა­ლი წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან შე­ზღუდ­ვა უკვე აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც შე­ე­ხე­ბათ.

„წლი­ნა­ხევ­რის წინ და­ვი­წყეთ კი­დევ ერთი ახა­ლი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბის გარ­კვე­ულ­წი­ლად გან­ტვირ­თვას, რაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და არა­გა­ბა­რი­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბით პი­კის სა­ა­თებ­ში. 08:00-დან 11:00 სა­ა­თამ­დე და 17:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში, მათი გა­და­ად­გი­ლე­ბა შევ­ზღუ­დეთ. ეს ეხე­ბო­და N2 და N3 კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, ანუ იზღუ­დე­ბო­და ტვირ­თის გა­და­სა­ზი­დად გან­კუთ­ვნი­ლი სამ-ნა­ხე­ვარ ტო­ნა­ზე მეტი, სრუ­ლი მა­სის მქო­ნე ძრა­ვი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა. გვქონ­და გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი. რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ღე­ბის დროს ბიზ­ნეს­სექ­ტორ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და გა­მო­ნაკ­ლი­სად და­ვად­გი­ნეთ დის­ტრი­ბუ­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი და მათ რვათ­ვი­ა­ნი შე­ღა­ვა­თი მი­ვე­ცით, რომ ამ ცვლი­ლე­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ. ამის შემ­დეგ მათ შე­ღა­ვა­თი კი­დევ ოთხი თვე გა­ვუ­ხან­გრძლი­ვეთ, პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან კი ეს შე­ზღუდ­ვა მა­თაც შე­ე­ხე­ბათ“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­ზღუდ­ვას N2 და N3 კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ზე და არ ეხე­ბა M2 კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს.

„კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით გან­ვმარ­ტავთ, რომ შე­ზღუდ­ვა ვრცელ­დე­ბა მხო­ლოდ 08:00-დან 11:00 სა­ა­თამ­დე და 17:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე, რა დრო­საც დე­და­ქა­ლაქ­ში არის უფრო დიდი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბი, დღე-ღა­მის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვეთ­ში კი არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არის და­წე­სე­ბუ­ლი და არც იგეგ­მე­ბა რა­ი­მე ახა­ლი შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან თბილისში ამოქმედდება - ვის შეეზღუდება მოძრაობა პიკის საათებში?

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან თბილისში ამოქმედდება - ვის შეეზღუდება მოძრაობა პიკის საათებში?

თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება.

  • როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.

„წლინახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის საათებში. 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მათი გადაადგილება შევზღუდეთ. ეს ეხებოდა N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ იზღუდებოდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სამ-ნახევარ ტონაზე მეტი, სრული მასის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. გვქონდა გარკვეული გამონაკლისები დაშვებული. რეგულაციის მიღების დროს ბიზნესსექტორთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა და გამონაკლისად დავადგინეთ დისტრიბუციის მანქანები და მათ რვათვიანი შეღავათი მივეცით, რომ ამ ცვლილებასთან ადაპტირება მოეხდინათ. ამის შემდეგ მათ შეღავათი კიდევ ოთხი თვე გავუხანგრძლივეთ, პირველი იანვრიდან კი ეს შეზღუდვა მათაც შეეხებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება“, - განაცხადა თბილისის მერმა.