მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით საყვარელიძისა და ჩან კვოკ უაი ბერნისის სამუშაო შეხვედრა - რეჟისორის მიმდინარე და საერთაშორისო პროექტები
დავით საყვარელიძისა და ჩან კვოკ უაი ბერნისის სამუშაო შეხვედრა - რეჟისორის მიმდინარე და საერთაშორისო პროექტები

რე­ჟი­სორ და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძი­სა და ჰონგ-კონ­გის ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს ექ­სპერ­ტის ჩან კვოკ უაი ბერ­ნი­სისს შეხ­ვედ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, 21 დე­კემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში შედ­გა. ჩან კვოკ უაი ბერ­ნი­სი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის მიერ აღ­მო­სავ­ლურ მო­ტო­ვებ­ზე შექ­მნილ სა­ბავ­შვო სპექ­ტაკ­ლის „სიზ­მრე­ბის ტბის სა­ი­დუმ­ლო“ რე­პე­ტი­ცი­ას და­ეს­წრო.

სო­ხუ­მის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს: მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 2024 წლის 3 ნო­ემ­ბერს გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, IATL-ის - თე­ატ­რის ლი­დერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის პარტნი­ო­რი გახ­და. 2025 წლის 30 იან­ვარს კი, სო­ხუ­მის თე­ატ­რი სპექ­ტაკ­ლით „ია­კი­ში და პუპ­ჩე“, ბერ­ლი­ნის ITO (Into the Open) ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ჩან კვოკ უაი ბერ­ნი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი კრი­ტი­კო­სე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (ჰონგ-კონ­გი) გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი და ჰონგ-კონ­გის ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს დრა­მის კო­მი­ტე­ტის ექ­სპერ­ტია. ის ასე­ვე გახ­ლავთ ჰონგ-კონ­გის დრა­მის პრე­მი­ე­ბი­სა და ჰონგ-კონ­გის IATC(HK)-ის კრი­ტი­კოს­თა პრე­მი­ე­ბის პა­ნე­ლის წევ­რი. ჩან კვოკ უაი ბერ­ნი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის „ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის, მუ­ზე­უ­მე­ბის, არ­ქი­ვე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის“ (SIBMAS) ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია. ბერ­ნი­სი 50-ზე მეტი პუბ­ლი­კა­ცი­ის რე­დაქ­ტო­რია, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად სცე­ნუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის თე­მას ეხე­ბა. მის­მა პრო­ექ­ტმა Ten Years of A City 2018 წელს ჰონგ-კონ­გის წიგ­ნის პრე­მია მი­ი­ღო, ხოლო ნაშ­რომ­მა „კად­რი სა­ზღვრებს მიღ­მა: ჰონგ-კონ­გის თე­ატ­რი­სა და სპექ­ტაკ­ლის, ფო­ტოგ­რა­ფი­ის ონ­ლა­ინ არ­ქი­ვი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი“, ჰონგ-კონ­გის ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა.

რამ­დე­ნი­მე თვეა რე­ჟი­სო­რი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე აღ­მო­სავ­ლუ­რი მი­თო­ლო­გი­ის, ჩი­ნუ­რი და ია­პო­ნუ­რი ზღაპ­რე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნილ სა­ბავ­შვო სპექ­ტაკლზე „სიზ­მრე­ბის ტბის სა­ი­დუმ­ლო“ მუ­შა­ობს. ტრა­დი­ცი­უ­ლად, რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში სა­ბავ­შვო წარ­მოდ­გე­ნა­ზე დას­წრე­ბა პა­ტა­რე­ბის­თვის წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ და სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი; პრე­მი­ე­რა 20 დე­კემ­ბერს იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა, ამ­ჯე­რად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის, აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ ხე­ლო­ვან­თა და გა­ფი­ცუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის სო­ლი­და­რო­ბის გამო, პრე­მი­ე­რა იან­ვრის­თვის გა­და­ი­დო.

აღ­მო­სავ­ლურ სიბ­რძნე­სა და ტრა­დი­ცი­ულ ფოლკ­ლორ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი სპექ­ტაკ­ლი, 5-დან ზე­ვით ასა­კის მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი. მდი­და­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბი­თა და პერ­სო­ნა­ჟე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კოს­ტი­უ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, (მხატ­ვა­რი ნინო კო­ბი­აშ­ვი­ლი), დარ­ბაზ­ში მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისეთ მა­გი­ურ სამ­ყა­რო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, სა­დაც „ცხოვ­რო­ბენ“: მო­ნა­ზო­ნი - ტრი­პი­ტა­კა, მეფე მა­ი­მუ­ნი - ვუ კუნ­გი, გო­ჭუ­ნა და ქვი­შუ­ნა...

ამას­თან, შთამ­ბეჭ­და­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით შექ­მნი­ლი გრა­ფი­კუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი, სპექ­ტაკლს ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვით წარ­მო­ა­ჩენს, რაც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის. ამავდრო­უ­ლად, უძ­ვე­ლე­სი მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ენით გად­მოგ­ვცე­მენ ზღაპ­რულ ამ­ბავს, სა­დაც ისე­თი მა­რა­დი­უ­ლი მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია წარ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­გო­რი­ცაა: სიყ­ვა­რუ­ლი, ბე­დის­წე­რა, ზნე­ო­ბა, თა­ნად­გო­მა, ერ­თგუ­ლე­ბა და ა.შ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დავით საყვარელიძისა და ჩან კვოკ უაი ბერნისის სამუშაო შეხვედრა - რეჟისორის მიმდინარე და საერთაშორისო პროექტები

დავით საყვარელიძისა და ჩან კვოკ უაი ბერნისის სამუშაო შეხვედრა - რეჟისორის მიმდინარე და საერთაშორისო პროექტები

რეჟისორ დავით საყვარელიძისა და ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტის ჩან კვოკ უაი ბერნისისს შეხვედრა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, 21 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში შედგა. ჩან კვოკ უაი ბერნისი დავით საყვარელიძის მიერ აღმოსავლურ მოტოვებზე შექმნილ საბავშვო სპექტაკლის „სიზმრების ტბის საიდუმლო“ რეპეტიციას დაესწრო.

სოხუმის სამხატვრო ხელმძღვანელი და რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი დავით საყვარელიძე არაერთ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს: მათ შორის აღსანიშნავია 2024 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, IATL-ის - თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორი გახდა. 2025 წლის 30 იანვარს კი, სოხუმის თეატრი სპექტაკლით „იაკიში და პუპჩე“, ბერლინის ITO (Into the Open) ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.

ჩან კვოკ უაი ბერნისი საერთაშორისო თეატრალური კრიტიკოსების ასოციაციის (ჰონგ-კონგი) გენერალური მენეჯერი და ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს დრამის კომიტეტის ექსპერტია. ის ასევე გახლავთ ჰონგ-კონგის დრამის პრემიებისა და ჰონგ-კონგის IATC(HK)-ის კრიტიკოსთა პრემიების პანელის წევრი. ჩან კვოკ უაი ბერნისი საერთაშორისო ასოციაციის „ბიბლიოთეკების, მუზეუმების, არქივებისა და დოკუმენტაციის ცენტრების“ (SIBMAS) ვიცე-პრეზიდენტია. ბერნისი 50-ზე მეტი პუბლიკაციის რედაქტორია, რომლებიც ძირითადად სცენური ხელოვნების თემას ეხება. მისმა პროექტმა Ten Years of A City 2018 წელს ჰონგ-კონგის წიგნის პრემია მიიღო, ხოლო ნაშრომმა „კადრი საზღვრებს მიღმა: ჰონგ-კონგის თეატრისა და სპექტაკლის, ფოტოგრაფიის ონლაინ არქივი და საგანმანათლებლო პროექტი“, ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების ჯილდო დაიმსახურა.

რამდენიმე თვეა რეჟისორი დავით საყვარელიძე აღმოსავლური მითოლოგიის, ჩინური და იაპონური ზღაპრების მიხედვით შექმნილ საბავშვო სპექტაკლზე „სიზმრების ტბის საიდუმლო“ მუშაობს. ტრადიციულად, რუსთაველის ეროვნულ თეატრში საბავშვო წარმოდგენაზე დასწრება პატარებისთვის წინასაახალწლოდ და სადღესასწაულო დღეებში არის შესაძლებელი; პრემიერა 20 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა, ამჯერად, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, აქციებზე დაკავებულ ხელოვანთა და გაფიცული მსახიობების სოლიდარობის გამო, პრემიერა იანვრისთვის გადაიდო.

აღმოსავლურ სიბრძნესა და ტრადიციულ ფოლკლორზე დაფუძნებული სიუჟეტის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი, 5-დან ზევით ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. მდიდარი ვიზუალური სანახაობითა და პერსონაჟების მრავალფეროვანი კოსტიუმების მეშვეობით, (მხატვარი ნინო კობიაშვილი), დარბაზში მყოფი საზოგადოება ისეთ მაგიურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც „ცხოვრობენ“: მონაზონი - ტრიპიტაკა, მეფე მაიმუნი - ვუ კუნგი, გოჭუნა და ქვიშუნა...

ამასთან, შთამბეჭდავი მუსიკალური გაფორმება და ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გრაფიკული ვიზუალი, სპექტაკლს ახალი პერსპექტივით წარმოაჩენს, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამავდროულად, უძველესი მითოლოგიური პერსონაჟები, თანამედროვე ენით გადმოგვცემენ ზღაპრულ ამბავს, სადაც ისეთი მარადიული მორალური ღირებულებებია წარმოჩენილი, როგორიცაა: სიყვარული, ბედისწერა, ზნეობა, თანადგომა, ერთგულება და ა.შ.

R