ავტორი:

რატომ სურს ტრამპს გრენლანდიის ყიდვა? - მწვავე პასუხი დანიისგან და გრენლანდიის თავდაცვის ახალი პაკეტი: სკანდალური საქმის დეტალები

რატომ სურს ტრამპს გრენლანდიის ყიდვა? - მწვავე პასუხი დანიისგან და გრენლანდიის თავდაცვის ახალი პაკეტი: სკანდალური საქმის დეტალები

დანია გრენლანდიისთვის თავდაცვის ხარჯებს ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

  • დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის ცნობით, გრენლანდიის თავდაცვის პაკეტის ღირებულება დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარია.

მისი თქმით, გრენლანდიისთვის თავდაცვის პაკეტის გამოცხადება "ბედის ირონიას“ წარმოადგენს.

ცნობისთვის, ორშაბათს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე "საკუთრების უფლება და კონტროლი აშშ-სთვის აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“. დონალდ ტრამპის განცხადებას გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუტე ეგედე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

"გრენლანდია ჩვენია. ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს გავიყიდებით. თავისუფლებისთვის ჩვენს ხანგრძლივ ბრძოლაში არ დავმარცხებით“, - განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიის ყიდვის სურვილს გამოთქვამს. მაგალითად, 1867 წელს რამდენჯერმე სცადეს მისი ყიდვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი დონალდ ტრამპმა 2019 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდშიც წამოსწია წინა პლანზე. მაშინ ასე მკაფიოდ არ განუცხადებია, რომ აშშ-ის გრენლანდიის ყიდვა სურს, თუმცა თქვა, რომ კარგი იქნებოდა ამერიკისთვის მისი ყიდვა.

იმ პერიოდშიც ტრამპის აღნიშნულ განცხადებას დანიის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ცნობისთვის, გრენლანდია დანიის ავტონომიურ ტერიტორიად ითვლება და განლაგებულია აშშ-ის მსხვილი კოსმოსური ბაზა "პაითუპიკი“. არქტიკულ კუნძულს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ამერიკისათვის, რადგან ევროპისაკენ უმოკლეს გზაზე მდებარეობს. გრენლანდიის წიაღში, ასევე, მოიპოვება ნავთობი, ქვანახშირი და იშვიათი ლითონების სხვა წიაღისეული. გლობალური დათბობის პირობებში, როცა ყინულის საფარი თანდათან დნება, მათი დამუშავება შედარებით იოლი ხდება.