მსოფლიო მოიცვა ინოვაციურმა პრეპარატმა, რომელიც კანს ბზინვარებასა და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს - ინტერვიუ „კარაპს მედლიანის“ ექიმ-კოსმეტოლოგთან

მსოფლიო მოიცვა ინოვაციურმა პრეპარატმა, რომელიც კანს ბზინვარებასა და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს - ინტერვიუ „კარაპს მედლიანის“ ექიმ-კოსმეტოლოგთან

ბოლო წლებში კანის მოვლისა და ესთეტიკური მედიცინის სფეროში ტენდენციები შეიცვალა. დღეს მეტი აქცენტი კეთდება ბუნებრივ ვიზუალსა და კანის სიჯანსაღეზე. აღნიშნული პროცესის ნაწილია შვედური კომპანია „გალდერმას“ პროდუქტი „სკულპტრა“ (Sculptra PLLA), რომლის მიმართაც ინტერესი და მოთხოვნა გაიზარდა. „სკულპტრას“ ინოვაციური ფორმულა შეიცავს უნიკალურ პოლირძემჟავას (PLLA), რომელიც ასტიმულირებს I ტიპის კოლაგენს. პრეპარატის ეფექტურობა კლინიკური კვლევებით არის დამტკიცებული. „სკულპტრას“ მინიჭებული აქვს FDA სერტიფიკატი, რომელიც პრეპარატის ხარისხის, სანდოობის და საბოლოო შედეგის გარანტია.

2024 წლის მაისიდან „სკულპტრა“ უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. მისი ინიექციური პროცედურები კლინიკა „კარაპს მედლაინშიც“ კეთდება. პრეპარატის ერთადერთი ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში კი არის - ფარმაცევტული კომპანია „გეა“, რომელიც მისი ავთენტურობისა და ხარისხის გარანტია.

ექიმი-ესთეტიკოსი და „სკულპტრას“ მარკეტინგის მენეჯერი სალომე თოლორდავა, რომელიც კლინიკა „კარაპს მედლაინში“ თავად აკეთებს ინიექციებს, დეტალურად გვიამბობს, რატომ არის პრეპარატი ინოვაციური და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ:

  • რამდენადაც ვიცი, „სკულპტრა“ უკვე 25 წელია, რაც მსოფლიოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი, თუმცა მისმა ფორმულამ განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო წლებში მოიპოვა. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ „სკულპტრას“ მწარმოებელი არის, მსოფლიოში წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „გალდერმა“, რომელიც ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა. პრეპარატს მინიჭებული აქვს FDA-ს სერტიფიკატი და მისი ეფექტურობა გამყარებულია როგორც კლინიკური კვლევებით, ასევე უამრავი პუბლიკაციით, რაც პრეპარატის უსაფრთხოებას ადასტურებს. მისი საშუალებით ეფექტურად ვებრძვით დაბერების ნიშნებს.

კვლევების თანახმად, „სკულპტრას“ ინიექციების შემდეგ პაციენტების 89%-მა აღნიშნა კანის სიმკვრივის სტაბილური ზრდა, პაციენტების 91%-მა - კანის ბზინვარების სტაბილური მომატება, ხოლო 86%-მა - ქვედა ყბის უფრო მკაფიო კონტურის გამოკვეთა.

მომატება, ხოლო 86%-მა - ქვედა ყბის უფრო მკაფიო კონტურის გამოკვეთა.

რაც შეეხება „სკულპტრას“ მიმართ ინტერესის ზრდას, ვფიქრობ, ეს სილამაზის სფეროში წამოწეულმა ახალმა ტენდენციებმა განაპირობა. დღეს გაცილებით უფრო პოპულარულია ბუნებრიობა და მეტი აქცენტი კეთდება კანის სიჯანსაღესა და ხარისხზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მასზე მოთხოვნა.

„სკულპტრა“ (PLLA) ეს არის ჭეშმარიტი ბიოსტიმულატორი, ინოვაციური პრეპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შემავალი, უნიკალური კომპონენტი, პოლირძემჟავა, ასტიმულირებს კოლაგენს და ელასტინს. ამის ხარჯზე კი კანი ახალგაზრდულ იერსახეს ინარჩუნებს.

  • რა ასაკიდან შეგვიძლია „სკულპტრას“ ინექციის გაკეთება და რა ზონებშია ის დაშვებული?

„სკულპტრას“ გამოყენება შესაძლებელია 30-35 წლის ასაკიდან, თუმცა არსებობს გარკვეული ჩვენებები, რაც მიუთითებს, რომ პრეპარატის ინიექციების უფრო ადრე დაწყებაც არის შესაძლებელი.

„სკულპტრის“ ინიექციური პროცედურების ჩატარება ასევე აუცილებელია მათთვის, ვინც წონაში სწრაფი კლების პროცესშია, იქნება ეს ბარიატრიული ოპერაციის შედეგად თუ სხვა ნებისმიერი გზით მიღწეული შედეგი.

  • როგორც აღნიშნეთ, „სკულპტრა“ ეფექტურად ებრძვის წვრილ ნაოჭებს და ლიფტინგის ხარჯზე კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. საინტერესოა, რა განსხვავებაა მასა და ბიორევიტალიზაციას შორის, რომელიც ღრმა დატენიანების ხარჯზე ებრძვის დაბერების ნიშნებს?

ბიორევიტალიზაციასა და „სკულპტრას“ ინექციებს შორის რადიკალური განსხვავებაა. ბიორევიტალიზანტის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ან სტაბილიზებული ან არასტაბილიზებული ჰიალურონის მჟავა, მაშინ, როცა „სკულპტრა“ მხოლოდ და მხოლოდ პოლირძემჟავა პროდუქტია, შესაბამისად კი, ძლიერი კოლაგენ სტიმულატორი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომბინაციაში ამ უკანასკნელის გამოყენება ბიორევიტალიზანტთან და ასევე აპარატურულ მკურნალობასთან ერთად, გვაძლევს მაქსიმალურ და კიდევ უფრო გახანგრძლივებულ ეფექტს.

  • როგორია „სკულპტრას“ პროცედურის ჩატარების პროცესი?

„სკულპტრას“ პროცედურა ტარდება „კარაპს მედლაინში“, სადაც პაციენტს მაღალი ხარისხის სერვისის მიღება გარანტირებული აქვს. ინიექციები უნდა გააკეთოს კვალიფიციურმა სპეციალისტმა, რომელსაც მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.

პრეპარატი კანქვეშ შეგვყავს და პაციენტის სურვილის შესაბამისად შეგვიძლია, პროცედურა როგორც გაუტკივარებით, ასევე მის გარეშეც ჩავატაროთ. გასათვალისწინებელია, რომ ერთი ფლაკონი მხოლოდ ერთ ზონაზე კეთდება. რაც შეეხება ზონებს, „სკულპტრას“ ინიექცია კეთდება: სახეზე, კისერზე, დეკოლტეზე და მთლიან სხეულზე. პროცედურა რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი და თითოეულ ვიზიტს შორის დაახლოებით 2-თვიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ. წელიწადში კეთდება 2-4 ფლაკონი, რაც პაციენტის კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. საბოლოო შედეგი 2,5 წლის განმავლობაში ნარჩუნდება.

  • რამდენად მოთხოვნადია „სკულპტრას“ ინიექციები პრეპარატის საქართველოში შემოტანიდან 7 თვეში?

იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტებმა, ვინც „სკულპტრას“ ინიექციური პროცედურები ჩაიტარეს, უკვე დაინახეს სასურველი შედეგები და მეტიც, ეფექტმა მათ მოლოდინს გადააჭარბა, პრეპარატის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. ამ დროისთვის, ჩვენს პორტფოლიოში „სკულპტრა“ ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტია.

ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროდუქტს ფარმაცევტულ კომპანია „გეასთან“ ერთად ვნერგავ და მაქვს შესაძლებლობა, „სკულპტრის“ იმპლემენტაციაში მივიღო მონაწილეობა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით. ასე რომ გელოდებით კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ამ უნიკალური პროცედურის ჩასატარებლად.

„სკულპტრას“ პროცედურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კლინიკა „კარაპს მედლაინს“ ან ექიმ-ესთეტიკოს სალომე თოლორდავას „ფეისბუქის“ ან „ინსტაგრამის“ გვერდებზე:

კლინიკა „კარაპს მედლაინი“

ექიმი-ესთეტიკოსი სალომე თოლორდავა

R